"პალერმოს" ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება "ნაპოლის" სურს და მზადაა მასში, 10 მილიონი ევრო გადაიხადოს

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "პალერმოს" პრეზიდენტი 22 წლის თავდამსხმელის, აბელ ერნანდესის გასხვისებას შეეცდება.

ამბობენ იმასაც, რომ ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება "ნაპოლის" სურს და მზადაა მასში, 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს ამბავი სიცილიელთა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას აღარ აპირებს.

იტალიელმა ჟურნალისტებმა სენიორ მაურიციოს ზაფხულში გაკეთებული კომენტარი გაახსენეს - ბოლოს, სწორედ ამ კომენტარს გავეცნოთ და დავრწმუნდებით, რამდენად სანდოა მისი კატეგორიული ტონი:

"გაოცებული ვარ, საიდან ვრცელდება ასეთი აბსურდული ინფორმაციები. არასდროს მითქვამს, რომ პასტორეს გასხვისებას ვაპირებ და თანაც 50 მილიონ ევროდ. ეტყობა, ვიღაცის ინტერესებში შედის ამ დეზინფორმაციის გავრცელება.

სიმართლე კი რადიკალურად განსხვავებულია - 60 მილიონიც რომ მომცენ, ხავიერს არ გავყიდი, რადგან მისი თამაშისგან მიღებული სიამოვნება, შეუფასებელია.

საერთოდ, ფეხბურთისგან ფულის კეთება ჩემი საქმე არაა, სპორტის უპირველეს სახეობაში იმიტომ ვარ, რომ ძალიან მიყვარს და მინდა, ჩემი ქალაქის გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა