ყოფილი იუგოსლავიისა (სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსნია, მაკედონია, ხორვატია) და უნგრეთ-ბულგარეთის ჩემპიონატების გაერთიანების პროექტზე მუშაობა დაიწყება
უეფამ ნებართვა გასცა, რომ იდეით დაინტერესებულმა მხარეებმა ე.წ. ბალკანეთის ლიგის პროექტზე იმუშაონ. ის თავის თავში ყოფილი იუგოსლავიისა (სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსნია, მაკედონია, ხორვატია) და უნგრეთ-ბულგარეთის ჩემპიონატების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

სექტემბერში აღნიშნული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა უეფას პრეზიდენტთან, 57 წლის მიშელ პლატინისთან.

ერთი შეხედვით, თუნდაც პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იდეა უტოპიურია. ძნელად წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, მაგალითად, საუკეთესო ხორვატული და სერბული კლუბების შეხვედრისას.

ცხადია, წესრიგის შესანარჩუნებლად პოლიციას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტაკება სწორედ ამ ორი ქვეყნის კლუბების გულშემატკივარს შორის შედგა.

1990 წლის მაისში, ზაგრების სტადიონ “მაქსიმირზე” ადგილობრივი “დინამოსა” და “ცრვენა ზვეზდას” ფანებს შორის მასობრივი ჩხუბის ლოკალიზებისთვის სამართალდამცავებს მთელი საათი დასჭირდათ. შედეგად 60-მა ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი ქვეყნებს შორის მოგვიანებით (1991 წლის მარტში) დაწყებული ომისა, რამაც 23 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რამდენიმე წლის წინ უეფამ ანალოგიური იდეის განხორციელებაზე კატეგორიული უარი უთხრა ჰოლანდიის, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციებს.

სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ქვეყნები ისევ მიუბრუნდნენ ძველ ჩანაფიქრს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა