"ჰოქსის" სათავეში ლარი დრიუს მისვლის შემდეგ შეტევითი სტრატეგია შეიცვალა და ზაზა ფაჩულიაც მეტად დაიტვირთებაო, - წერდნენ ატლანტური გაზეთები...

"ჰოქსის" სათავეში ლარი დრიუს მისვლის შემდეგ შეტევითი სტრატეგია შეიცვალა და ზაზა ფაჩულიაც მეტად დაიტვირთებაო, - წერდნენ ატლანტური გაზეთები.

"მემფისთან" გამართულმა პირველმა საგამოფენო მატჩმა ეს ვარაუდი დაამტკიცა: საქართველოს ნაკრების ცენტრმა 28 წუთი ითამაშა და შეხვედრის მნიშვნელოვან მომენტებში მოედანზე იყო - მეოთხე პერიოდის დაწყებიდან ოვერტაიმის დასრულებამდე არ დაუსვენია.

იგი მოედანზე პირველი პერიოდის შუაში ელ ჰორფორდის ნაცვლად შევიდა და თამაშში დამატებითი ენერგია შეიტანა. ქულებთან ერთად ზაზამ პასებიც არიგა.

მეორე მეოთხედში ფაჩულიას არ უთამაშია. ამ თორმეტწუთეულში "ქორებმა" პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა განავრცეს და 23 ქულამდე ავიდნენ.

მწვრთნელმა ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი თამაშში მესამე პერიოდის დასაწყისში ჩართო, თუმცა ისევე როგორც დანარჩენი ჯორჯიელები იმ ეპიზოდში ფაჩულიაც მხოლოდ ჯარიმებითა და ფოლებით "გამოირჩა". "მემფისმა" 17:0 გაქცევა მოაწყო და მესამე მეოთხედის მერვე წუთზე დაწინაურდა კიდეც - 64:63. მეოთხე პერიოდის ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა, ერთი ანეკდოტის გმირისა არ იყოს, მეასე "ხინკალი" არც "გრიზლებმა" შეჭამეს, არც "ქორებმა" და ძირითადი დრო 99:99 დასრულდა.

ოვერტაიმის დასაწყისში "მემფისმა" 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულიას ორქულიანის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა (110:112), გამარჯვება მაინც "დათვებს" დარჩათ.

"ატლანტას" მწვრთნელმა დრიუმ წაგებაზე ლაპარაკისას აღნიშნა:

- წინასასეზონო მზადებისას აქცენტი შეტევის დახვეწაზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, სწრაფად და მობილურადაც ვითამაშეთ. ნელ-ნელა დაცვასაც გავაუმჯობესებთ, რადგან წარმატება კარგი დაცვის გარეშე არ მიიღწევა. ამაში დღესაც დავრწმუნდით.

მემფისი-ატლანტა 115:111

ზაზა ფაჩულია: 28 წუთი, 8 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 5 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

06:08 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

04:59 საჯარიმოები: 2/1ქ (15:7)

03:52 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 17:9)

02:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

02:21 მოხსნა: შეტ-2, დაც-0

01:09 პასი: 2 (ტიგი 2ქ, 21:9)

00:31 საჯარიმოები: 2/1ქ (22:9)

00:39 სმიტმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

11:17 ფოლი: 1

10:56 ფოლი: 2

10:56 შეცდომა: 1

09:20 შეცდომა: 2

08:35 ფოლი: 3

07:59 ფოლი: 4

07:54 კოლინზმა ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

09:51 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

08:56 ორქულიანი: არაზუსტი

08:49 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

06:54 ორქულიანი: 4ქ (80:81)

06:33 ფოლი: 5

05:30 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

02:54 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

ოვერტაიმი

04:34 პასი: 3 (პაუელი 2ქ, 101:102)

02:32 მოხსნა: შეტ-3, დაც-4

01:08 საჯარიმოებო: 2/1 (5ქ, 104:110)

00:07 ორქულიანი: 7ქ (110:112)

00:04 საჯარიმოები: 2/1 (8ქ, 111:114)

00:01 სამქულიანი: არაზუსტი

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა