ითამაშებს თუ არა საქართველოს ჩემპიონი უეფას თასის ფინალურ ეტაპზე, ამას 14 ოქტომბრის მატჩი "ბენფიკასთან" გადაწყვეტს
ევროპის ფუტსალის თასის გათამაშების ელიტრაუნდის მეორე ტურში "იბერია სტარი" უნგრეთის ჩემპიონ "დიორ ეტოს" დაუპირისპირდა და 12 ოქტომბრის მატჩის მოგებით სატურნირო ცხრილში ლიდერობის განმტკიცების შანსი ჰქონდა.

ამჯერად, "იბერია სტარმა" მცირე ნაბიჯი გადადგა, ფინალური ოთხეულისკენ მიმავალი გზა გაირთულა და შეძლებს თუ არა მიზნის მიღწევას, ეს ბოლო ტურში გაირკვევა.

სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა შეხვედრა ამჯერადაც შეტევებით დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. უნგრელები თავიდან დაბნეულები ჩანდნენ: ეს იმ ორ ეპიზოდში გამოჩნდა, კარის წინ ჩვენებს ბურთი რომ ჩააბარეს, მაგრამ იბერიელებმა ამ საჩუქრით ვერ ისარგებლეს და მალე დაისაჯნენ კიდევ - კონტრშეტევაზე ზოლტან დროტმა ანგარიში გახსნა.

რობერტო ბეტინიომ წონასწორობა მალე აღადგინა და "იბერია" კვლავ დომინირებდა, მაგრამ სტუმრები აზრიანად თამაშობდნენ და სწრაფი კონტრშეტევებით მასპინძლებს თავსატეხს ხშირად უჩენდნენ. ჩვენებს კი შეტევების სწრაფად განვითარება უჭირდათ.

პირველი ტაიმის დასრულებამდე "დიორ ეტოს" ესპანელმა ლეგიონერმა გარიდო ისიმ სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მეორე ნახევარი დაძაბული გამოდგა, "იბერიას" უპირატესობა უფრო აშკარა გახდა, მაგრამ უნგრელთა მეკარე ზოლტან ბოლაჟი ჩინებულად თამაშობდა. თუმცა, 31-ე წუთზე "დიორი" მაინც ვერ გადაარჩინა, როდესაც რაფამ ფლანგზე გარღვევის შემდეგ კუთხეში ტექნიკურად დაურტყა 2:2.

ჩვენგან განსხვავებით, უნგრელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ და ბოლოს მეკარე მოთამაშით შეცვალეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ფრეს დასჯერდნენ.

ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდი

იბერია სტარი (საქართველო)-დიორ ეტო (უნგრეთი) 2:2

გოლები: 0:1 დროტი (7), 1:1 რონინიო (8), 1:2 ისი (18), 2:2 რაფა (31).

იბერია სტარი: სელიო, ბეტინიო, რონინიო, აუგუსტუ, ბრუნო მელო, რომარიო; აკოპოვი, ლუსიო, რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, ჟილი, ალთუნაშვილი, სილვა.

მწვრთნელი: ს. ბენატი

დიორ ეტო: ბოლაჟი, ლუკე, ალ-იოანი, ხუანრა, აგიარი; მოტკოვიჩი, ლოუდი, სელი, ხარნიში, დროტი, მარტინში, ხორვატი.

მწვრთნელი: მ. ლოპესი

გაფრთხილება: რომარიო - ალ-იოანი, ხუანრა

არბიტრები: ლ. პეშკო (სლოვაკეთი), გ. ბაუერფრენდი (ავსტრია)

ბენფიკა (პორტუგალია)-ლუპარენსე (იტალია) 3:2

გოლები: 0:1 კაპუტო (1), 1:1 ნენე (12), 1:2 პედოტი (22), 2:2 მარინიო (34), 3:2 ტეკა (38).

მეტოქეებს ბრძოლის გასაგრძელებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. გათამაშების ფავორიტი "ბენფიკა" შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აგებდა, მაგრამ იტალიელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბოლო ტურში ერთად-ერთი "ლუპარენსეა", რომელსაც ფინალურ ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსიც გადაეწურა.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

იბერია

2

1

1

0

8-3

4

2.

ბენფიკა

2

1

1

0

6-5

4

3.

დიორი ეტო

2

0

2

0

5-5

2

4.

ლუპარენსე

2

0

0

0

3-9

0

14 ოქტომბერი

15:00 ლუპარენსე- დიორი ეტო

18:15 იბერია სტარი-ბენფიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარი" ნამდვილი ფავორიტია, "ბენფიკამ" წაიბორძიკა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა