კიევის "ბუდიველნიკმა" "გოვერლა" 92:84 დაამარცხა და ჩემპიონატს დაუმარცხებლად, ზაპოროჟიეს "ფეროსთან" ერთად ლიდერობს
გიორგი ცინცაძის გუნდმა უკრაინის სუპერლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. კიევის "ბუდიველნიკმა" ამჯერად ივანა ფრანკოვსკის "გოვერლა" 92:84 დაამარცხა და უკრაინის ჩემპიონატს დაუმარცხებლად, ზაპოროჟიეს "ფეროსთან" ერთად ლიდერობს.

"ბუდიველნიკის" მსგავსად ოთხი მატჩიდან ოთხი გამარჯვება აქვს ფეროელებსაც და ეს გუნდები I-II ადგილებს იყოფენ.

"გოვერლასთან" მატჩში ცინცაძემ 16,22 წუთს ითამაშა. ქართველი უკანახაზელი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ცინცაძემ 4-დან 4 საჯარიმო და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შედეგად, საქართველოს ნაკრების წევრმა 8 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

კიეველთაგან 21 ქულით საუკეთესო ლეო ლაიონსი გახლდათ.

მომდევნო ტურში ცინცაძის გუნდი "გალიჩინას" შეხვდება. მატჩი კიევში, 14 ოქტომბერს გაიმართება.

www.gbf.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა