ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არ იწვის და არ დნება. შუადღეა და არც არაფერი იწვის, მართალი გითხრათ, რადგან წვიმაა. რა ვქნა, მთელ მსოფლიოში ისეა მოწყობილი გაზეთის ამბავი, რომ, რასაც ახლა კითხულობთ, ის წინა დღეს იწერება...

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არ იწვის და არ დნება. შუადღეა და არც არაფერი იწვის, მართალი გითხრათ, რადგან წვიმაა. რა ვქნა, მთელ მსოფლიოში ისეა მოწყობილი გაზეთის ამბავი, რომ, რასაც ახლა კითხულობთ, ის წინა დღეს იწერება. ამიტომ, მე ახლა არ ვიცი რა ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა მალტასთან, უფრო სწორად, ახლა კი ვიცი, მაგრამ რომ ვწერდი, მაშინ არ ვიცოდი. ასე რომ, წესით რაზეც ყველაზე მეტი უნდა მელაპარაკა, ვერ ვილაპარაკებ და უფრო სხვა ამბებს შევეხები.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სანაკრებო პაუზის გამო შესვენება გამოცხადდა. სწორედ ამ შესვენების წინ მოქმედი ჩემპიონის რუსთავის "ოლიმპის" მწვრთნელი თემურ მახარაძე გუნდს დაემშვიდობა. თავიდან კი ითქვა, 2 თამაშით შვებულებაში გავიდაო, მაგრამ, ერთი ტურის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, ცხადი იყო, რომ ეს მისი გუნდიდან წასვლის წინაპირობა გახლდათ. აბა, ვის გაუგია 2 თამაშით შვებულება. ეს უცნაური დრო სხვა სახეობების წარმომადგენლებმა რომ აიტაცონ, რა გამოვა? მოჭადრაკეები გავლენ 2 პარტიით შვებულებაში, ძალოსნები 2 ატაცით შვებულებაში, მეგოლფეები 2 ორმოთი შვებულებაში, მოცურავეები 2 გაცურვით შვებულებაში, და... თანამედროვე ხუთჭიდელებს ვერაფერი მოვუფიქრე.

ქუთაისის "ტორპედომ" კი ნანატრ პირველ გამარჯვებას დროებითი მწვრთნელის გია გიგატაძის ხელში მიაღწია, მაგრამ ახალ მწვრთნელს მაინც ეძებენ. ეძებენ, რა თქმა უნდა, ქართული მეთოდით. ისრაელში მომუშავე გიორგი დარასელიამ განაცხადა, დამიკავშირდა ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი და მკითხა - რამე რომ იყოს ჩვენთან თუ იმუშავებო. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე და შესანიშნავ სამუშაო პირობებს მიჩვეულ "მაქაბის" მწვრთნელსაც უთქვამს, ის "რამე" რა უნდა იყოს, რომ სამუშაოდ ქუთაისში წავიდეს და ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი შემწყდარა. არა, ეტყობა გაითიშა, თორემ სხვა რა მიზეზით უნდა შემწყდარიყო? ეს ისრაელის ხაზები მაგრად ურევს რაღაც.

ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატებში კი ერთობ უცნაური სიტუაციაა. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი ლიგების ცხრილებში გასავარდნ ზონებში ან მის სიახლოვეს არიან. მიუნხენური კლუბის მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ფეხბურთელები დასაჯა და ლუდის ზეიმზ - ტრადიციულ ოქტობერფესტზე არ გაუშვა... და იმათაც დარდი ალბათ არაყში ჩაიკლეს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, ნეხვში ვზივართ და დროზე უნდა გამოვძვრეთო. პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კი თქვა, არ დავინახო ~ბაიერნის" რომელიმე ფეხბურთელმა გაიცინოს სანამ თამაშს არ მოვიგებთო. შესაბამისად, ფეხბურთელებს აეკრძალათ კომედიური ფილმების ყურება, იუმორისტულ შოუებზე გადართვა და "მე, ბებია, ოლაფი და სებასტიანის" წაკითხვა.

გერმანიის ნაკრებმა კი სულ აიღო ხელი ნეციონალურ თავმოყვარეობაზე და თითქოს 12 არაგერმანელი არ ეყოფოდათ ნაკრებში, ახლა წარმოშობით ინგლისელ ლუის ჰოლტბის აყვანასაც აპირებენ. ამასობაში კი ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვინმე კრისტიან ვულფმა (დამერწმუნეთ, გერმანელების 80 პროცენტსაც არ ეცოდინება ამ კაცის ვინაობა) ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ახლა მივხვდი, რა ევალება თურმე გერმანიის პრეზიდენტს. მაგრამ, შორს ჩვენგან პოლიტიკა. რამ მახსენებინა ნეტავ? ეტყობა ვინმე გვჭორავს.

ინგლისში კი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჟურნალისტებს შემოსწყრა და განუცხადა, ერთი თვე ხმას არ გაგცემთო. თურმე, იმაზე ყოფილა ნაწყენი, რომ ფერნანდო ტორესზე ჩემი ნათქვამი სხვანაირად დაწერეს, მე მასზე ნაძირალა არ მითქვამსო. რა ქნან ამ ჟურნალისტებმაც? იმხელა კევი უდევს ხოლმე პირში სერ ალექსს, რომ ვერ გაიგეს ალბათ სწორად.

იტალიაში კი საკარიერო მწუხრის პერიოდი უდგას "რომას" კაპიტანს ფრანჩესკო ტოტის. ისედაც ხომ საზიზღარ ფორმაში იმყოფება და კრიტიკოსები სულ უფრო მეტად აღიზიანებენ. ძველმა ლაციოელმა და შესაბამისად, "რომას" დაუძინებელმა მტერმა პაოლო დი კანიომ თქვა, ეგ ბიჭი აღარაფერში ვარგა და თან ცუდად იქცევაო (ვისზე ამბობს?!). ტოტიმ კი უპასუხა, მაგას ჩემი შურს და ეგ ალაპარაკებსო. მოკლედ, ეგ ამბავი მალე არ დამთავრდება ალბათ და თქვენი არ ვიცი და მე კი დი კანიოსკენ ვარ.

ერთი გიჟი (დი კანიო) გავიხსენეთ და არ შეიძლება სუპერ-გიჟზე არ ვთქვათ. პოლ გასკოინი, უკვე მერამდენედ, სმას შეეშვა და ფეხბურთს დაუბრუნდა. იგი მეხუთე ლიგის გუნდ "გერფორთ თაუნის" მწვრთნელად დანიშნეს. არაფერი ისეთის თქმა არ მინდა- მიხარია!

უცხოურ ფეხბურთში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება და ესაა მოქმედი თუ ყოფილი მოთამაშეების კინოხელოვნებაში მასობრივი გადინება. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (და მეტი არაფრის) გმირი სალვატორე სკილაჩი იტალიურ სერიალში იღებს მონაწილეობას, სადაც მაფიის ხელმძღვანელის როლს თამაშობს. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ამაზე უარეს დღეშია თავისი ორიგინალური ფინტით (და კიდევ სხვა დამსახურებებით) ცნობილი მექსიკელი ფეხბურთელი კვატემოკ ბლანკო. ის პარაგვაელ ლამაზმანთან ერთად, რომელიც სხვათაშორის გვარად რიკელმეა, მექსიკურ საპნის ოპერაში იღებს მონაწილეობას. რა სამწუხაროა, რომ "ბლანკოს ქვრივი" უკვე სხვა სერიალს ჰქვია, თორემ ამას ძალიან მოუხდებოდა. ბატონი კვატემოკი (რა საყვარლად ჟღერს) კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, ვინც უნდა დამცინოს, მე ძალიან მომწონს ეს ამბავიო. არადა, როგორ მომწონდა ეს კაცი. მაგრამ, ჩემ მოწონებაზე სულ არ ფიქრობს ახლა მექსიკელი. მას თურმე ზემოთ ნახსენებ ლამაზმანთან სასიყვარულო სცენებიც კი ჰქონია და რატომ არ მოეწონება? იმ ქალის სურათი ვნახე და იმიტომ ვამბობ. ისე, გაიკითხოს ჯერ ბლანკომ, იქნებ არგენტინელი ფეხბურთელის რიკელმეს ნათესავია ეს ლამაზმანი რიკელმე და უხერხულში არ ჩავარდეს მერე კოლეგასთან.

ჩოგბურთთან დაკავშირებითაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმაზე, თუ თამაშის დროს რამდენად უშლის ერთი მოთამაშის ყვირილი მეორე მოთამაშეს ხელს. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ უშლის და ეს მგონი, ექსპერიმენტის გარეშეც გასაგები იყო. რომ დაარტყამს ერთი მოთამაშე ბურთს და დაიყვირებს განწირული ხმით, სანამ მეორე მოთამაშე გასძახებს, რა იყო, რა მოგივიდა, ხომ კარგად ხარო, ბურთის დარტყმას ვეღარ მოასწრებს და დაზარალდება.

ევროპულ კალათბურთში კი წესები იცვლება. ყველაზე მთავარი სიახლე ალბათ ისაა, რომ სამქულიანის ზონა კიდევ უფრო გაფართოვდება და მსროლელებს უფრო შორი დისტანციიდან მოუწევთ ხოლმე ბურთის კალათისთვის დამიზნება. ეს, რა თქმა უნდა, ისედაც მწირქულიან ევროპულ კალათბურთზე უარყოფითად იმოქმედებს და სულ მალე შეიძლება ასეთი საკალათბურთო რეპორტაჟები წავიკითხოთ: უხვქულიანი მატჩი გაიმართა საბერძნეთში, სადაც ადგილობრივმა ~პანათინაიკოსმა" გაანადგურა მოსკოვის ცსკა ანგარიშით 17:11...

PP.შ. ფორმულა ერთის ბოლო ეტაპი სინგაპურში გაიმართა, რომელიც ღამის განათებაზე მიმდინარეობდა. ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ იმეორებს, სინგაპურს უნდა დავემსგავსოთო და მე მგონი, პირიქით ხდება. სად იყო სინგაპურის გრან-პრი, ღამე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე, ვაჟაზე და ნუცუბიძის პლატოებზე რბოლები რომ იმართებოდა ხოლმე. უბრალოდ, მსოფლიო პრესა არ აშუქებდა, თორემ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიშა
ტოტის არ მიედაროს ეგ შენი დიკანიო მაგის ფრჩხილადაც არ ღირს ფეხბურთის აზრზე არხარ ჯერარდს მიხედე და ჰოჯსონს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა