ხედირა დაშავდა, ლამი ბრუნდება, სკანდინავიელებმა კი ელმანდერი დაასვენეს
ირლანდიის ნაკრების განადგურების (6:1) შემდეგ გერმანელები შვედებთან მორიგი საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადებიან და ხვდებიან, რომ შვედეთის ნაკრები სხვა კალიბრისაა. ირლანდიასთან შეხვედრის 32 წუთამდე მატჩს არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ ბუნდესგუნდი ჯოვანი ტრაპატონის სამწყსოს ასე დაჩაგრავდა, ხსენებულ დროს კი ირლანდიელთა შერცხვენა მარკო როისის გოლით დაიწყო...

ბუნდესგუნდის თავკაცი იოახიმ ლიოვი შვედეთთან მატჩში სავარაუდოდ სამი ხედირას ვერ გამოიყენებს.

მადრიდის "რეალის" 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი პარასკევს დაშავდა და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. გაირკვა, რომ ხედირას კუნთი აქვს დაჭიმული და შვედეთთან მისი თამაში ძალიან სარისკო იქნება.

ფაქტია, რომ ხედირას არყოფნა ლიოვს დიდად არ დაამწუხრებს, რადგან გერმანიის ნაკრების თავკაცს განსაკუთრებით ნახევარდაცვაში აქვს დიდი არჩევანი.

ირლანდიასთან, ხედირა მეორე ტაიმში ტონი კროოსმა შეცვალა და "ბაიერნის" 22 წლის ნახევარმცველმა დუბლინში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის მზადაა - მეხუთე და მეექვსე გოლები ტრაპატონის გუნდს სწორედ ტონიმ გაუტანა.

გიოტცე და ლამი ბრუნდებიან

თეორიულად შესაძლებელია, რომ იოგის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით, მეორე საყრდენად მარიო გიოტცემ ითამაშოს.

20 წლის დორტმუნდელმა დუბლინში მცირე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, შვედეთთან მატჩისთვის კი სრულ მზადყოფნაში იქნება.

გიოტცეს ლიოვის ხელში საყრდენ ნახევარმცველად ადრეც უთამაშია, მაგრამ ამ პოზიციაზე კარგად არ გამოიყურებოდა, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ ხედირას არყოფნის შემთხვევაში ლიოვი მეორე "ექვსიანად" ისევ კროოსს დააყენებს, გიოტცეს კი სათადარიგოთა სკამზე დასვამს.

სკამზე ჯდომის საფრთხეს ვერსად გაექცევა ლუკას პოდოლსკიც, რომელიც ბოლო დროს ბუნდესგუნდში იშვიათად ჩანს, რაც როისის "ბრალია" - მარკომ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თავი დაიმკვიდრა, პოდოლსკი კი სკამზე ჯდომისთვის გაწირა.

შვედეთთან შეხვედრაში ბუნდესგუნდს ფილიპ ლამიც დაუბრუნდება - გერმანიის ნაკრების 28 წლის კაპიტანმა დუბლინური ზეიმი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ლამის დაბრუნება დაცვის ცენტრზე იქონიებს გავლენას, სადაც ორი ადგილისთვის სამნი, ჰოლგერ ბადშტუბერი (23 წლის), პერ მერტეზაკერი (28) და ჟერომ ბოატენგი (24) იბრძოლებენ.

აქვე ვთქვათ, რომ ირლანდიასთან მარჯვენა მცველი ბოატენგი გახლდათ. დაცვის მარცხენა ფლანგზე კი ისევ მარსელ შმელცერის გამოჩენას უნდა ველოდოთ, რომელმაც ირლანდიასთან ძალიან კარგად ითამაშა და კრიტიკოსები, რომლებიც სანაკრებო დონეზე თამაშს უწუნებდნენ, დროებით მაინც გააჩუმა.

გერმანია შვედეთისგან წინააღმდეგობას ელის

საფეხბურთო გერმანია შვედეთის ნაკრებისგან ირლანდიაზე გაცილებით მეტ წინააღმდეგობას ელის და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ არა მარტო ელის, არამედ ითხოვს კიდეც, რადგან: ბუნდესგუნდისთვის ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ შვედეთია და გერმანიის ნაკრებს ძლიერი მეტოქეები სჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოემზადოს.

პარასკევს შვედებმა ფარერებთან გასვლითი მატჩი ჩაატარეს და კინაღამ შერცხვნენ - 57-ე წუთიდან აგებდნენ, მაგრამ კაჩანიკლიჩმა და იბრაჰიმოვიჩმა თამაში შვედთა სასარგებლოდ შეატრიალეს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შვედეთმა გერმანიისთვის ძალები დაზოგა. ასეა თუ ისე, ფაქტია ისიც, რომ სამშაბათისთვის სკანდინავიელებს იოჰან ელმანდერიც ეყოლებათ, რომელმაც ფარერებთან მატჩისთვის დაისვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის