დუბლინურმა გაზეთებმა თავიანთი ნაკრების სამარცხვინო წაგებას ისეთი სათაურები უძღვნეს, როგორებიცაა: "სირცხვილის ღამე", "კოშმარი" და "ჰორორ-შოუ"
გერმანიასთან 1:6-ის შემდეგ მთელი ირლანდია ნაბახუსევია. დუბლინურმა გაზეთებმა თავიანთი ნაკრების სამარცხვინო წაგებას ისეთი სათაურები უძღვნეს, როგორებიცაა: "სირცხვილის ღამე", "კოშმარი" და "ჰორორ-შოუ".

ირლანდიელები 73 წლის იტალიელ სპეციალისტს აღარ ენდობიან...

მართალია, დუბლინში და ზოგადად, ირლანდიაში ტრაპატონი უყვართ, რადგან მის პრესკონფერენციებზე ყოველთვის ხალისობენ და ზოგადად, ჯოვანი დადებითი პიროვნებაა, მაგრამ მთელი საფეხბურთო ირლანდია მიიჩნევს, რომ ტრაპი მათ ნაკრებს ვეღარაფერს შემატებს.

"ტრაპის სისულელეებს სხვა არც ერთი ქვეყანა არ მოითმენდა. რატომ ვითმენთ ჩვენ?" - წერდა გაზეთი "ჰერალდი" ჯერ კიდევ გერმანიასთან მატჩამდე.

ბუნდესგუნდთან განადგურების შემდეგ კი ირლანდიელი ექსპერტები უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ტრაპატონის დღეები მათი ეროვნული გუნდის პოსტზე დათვლილია.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრაპს ჰკითხა, რატომ წვალობთ, რატომ არ გადიხართ პენსიაზეო, რაზეც ჯოვანიმ ასე უპასუხა:

"თუ ფიქრობთ, რომ ამას ფულის გამო ვაკეთებ, ცდებით! ეს საქმე მიყვარს და ვფიქრობ, არც ისე ბებერი ვარ, რომ შევეშვა...

რატომ წავაგეთ გერმანიასთან დიდი ანგარიშით? იმიტომ, რომ იოახიმ ლიოვის გუნდი ფიფას რეიტინგში მეორე ადგილზეა!

იმიტომ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები გრანდებში, უმაღლეს დონეზე თამაშობენ და ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მოთამაშეები არიან."

ასეა თუ ისე, ირლანდიის ნაკრებმა ჯგუფში მხოლოდ პირველი თამაში წააგო და ისიც ფავორიტ გერმანიასთან.

უბრალოდ, 1:6 ჟღერს სამარცხვინოდ, თორემ ტრაპის გუნდს, რა თქმა უნდა, აქვს მეორე ადგილზე გასვლის შანსი, მაგრამ ჯოვანის გუნდი სამშაბათს ფარერებს ხვდება და თუ ტრაპმა აუტსაიდერთან ვერ მოიგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა