სერბმა ხუთი მატჩბოლი მოიგერია და ენდი მიურეის აშშ-ის ღიასთვის რევანში აუღო

14 ოქტომბერს, შანხაის "მასტერსზე" გამარჯვებული გაირკვა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჩოგბურთელები, რომლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის ღია პირველობის ფინალში ებრძოდნენ ერთმანეთს - ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მიურეი.

ასე რომ, ზედიზედ მე-17 "მასტერსზე" გამარჯვებული გახდებოდა ტოპ-ოთხეულის რომელიმე წევრი.

ჯოკოვიჩი პირველად გავიდა ამ ტურნირის ფინალში. ნახევარფინალურ ეტაპზე მან იოლად დაამარცხა ტომაშ ბერდიხი.

პირველ სეტში სერბი 5:1 დაწინაურდა და იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, მეორე სეტში კი მესამე გეიმში გაკეთებული ბრეიკით მიაღწია წარმატებას - 6:3, 6:4.

გაცილებით საინტერესო იყო მეორე ნახევარფინალი - ენდი მიურეი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ. ბრიტანელი შანხაიში ბოლო ორი წელი ტიტულს არავის უთმობდა. თავისი სერიოზული განწყობა მან აღნიშნულ შეხვედრაშიც გამოამჟღავნა.

ენდიმ მთელი მატჩის განმავლობაში, ფაქტობრივად ერთადერთი გეიმი ჩააგდო - პირველი სეტის სასტარტო გეიმი. ამის შემდეგ, მიურეის აღარ წაუგია საკუთარი მოწოდება, მეტოქის გეიმებზე კი ძალიან ეფექტურად მოქმედებდა.

ენდიმ ფედერერის მოწოდებაზე ქულების 46 პროცენტი მოიგო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სეტში მიურეიმ თითო გადამწყვეტი ბრეიკი აიღო, ენდის უფრო სწრაფად შეეძლო მოგება. რად ღირს თუნდაც მეორე სეტის სასტარტო გეიმი, როცა მიურეიმ შვიდი ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

როჯერს წვიმით გამოწვეულმა ნახევარსაათიანმა პაუზამაც არ უშველა - 4:6, 4:6.

წელს, ჯოკოვიჩისა და მიურეის ყველა შეხვედრა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და გამონაკლისი არც ეს ფინალი აღმოჩნდა. ჩოგბურთელებმა პუბლიკას ბრწყინვალე სპექტაკლი შესთავაზეს.

პირველ პარტიაში პრაქტიკულად ყველა გეიმი დაძაბული გამოვიდა. თანაც, ორივენი ვერაფრით ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას - პირველი რვა გეიმიდან ექვსში ბრეიკი დაფიქსირდა.

მეცხრე გეიმში, ნოვაკმა, როგორც იქნა იოლად აიღო საკუთარი გეიმი და 5:4 დაწინაურდა. მას სეტის მოგების კარგი შანსი გაუჩნდა, მაგრამ მეათე გეიმში ენდიმ 0:30-დან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება.

შემდეგ გეიმში პატარა სასწაული მოხდა - 40:0-დან ჯოკოვიჩმა მეტოქეს ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. სერბი ისე გამწარდა ამ გეიმის გამო, რომ ნამსხვრევებად აქცია ჩოგანი. ჯოკოვიჩი გონს ვეღარ მოვიდა და წააგო პირველი სეტი - 5:7.

მეორე სეტში მეშვიდე გეიმამდე ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. შემდეგ კი ნოვაკმა ისევ დაკარგა კონცენტრაცია და ზედიზედ სამი შეცდომით, მორიგი ბრეიკი მისცა მეტოქეს.

თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო - 5:3-ზე მიურეი მატჩზე აწვდიდა და 30:0 დაწინაურდა.

სწორედ ამ მომენტში, ჯოკოვიჩმა ბრწყინვალე გათამაშება მოიგო - გამოუვიდა ფეხებს შუა დარტყმა და ლამაზი მოჭრილი დარტყმით აიღო ქულა. ამ მომენტიდან დაიწყო მან სეტის გადარჩენაზე ზრუნვა - მატჩბოლი მოიგერია და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა.

დაძაბული მე-13 გეიმი ნოვაკმა 13:11 მოიგო, თან კიდევ ოთხი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

პირველ ორ სეტს ჩოგბურთელებმა ორთსაათნახევარი მოანდომეს და მესამე სეტისთვის მნიშვნელოვანი იყო ბანალური ფაქტორი - ვის უფრო მეტი ძალა ჰქონდა შერჩენილი გადამწყვეტი პარტიისთვის. მიურეი უფრო ადრე დაიღალა და შეცდომებს უმატა.

მეშვიდე გეიმში მან ნოვაკს ბრეიკის საშუალება სწორედ საკუთარი შეცდომებით მისცა.

მატჩის ბოლოს კი ენდი უკვე ძლივს იდგა ფეხზე. მან ორი მატჩბოლის მოგერიება შეძლო, მაგრამ მესამეზე შეცდა - 3:6.

ეს ტიტული მეხუთეა წელს ჯოკოვიჩისთვის და 33-ე კარიერაში. გარდა ამისა, ნოვაკი მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვისაც შვიდი სხვადასხვა "მასტერსი" აქვს მოგებული.

აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ფედერერსა და ანდრე აგასის ჰქონდათ. სერბს მხოლოდ მონტე კარლოში და ცინცინატიში არ აქვს მოგებული.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 6:3, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 1) 6:4, 6:4.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ენდი მიურეი (ბრიტ, 3) 5:7, 7:6(11), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა