ნახევრად მჩატე წონაში 29 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერისა და ამავე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, 36 წლის იაპონელი ტოშიაკი ნიშიოკის დაპირისპირება გაიმართა

გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელთაგანაც ერთი - საჩემპიონო იყო.

მთავარ ბრძოლად განიხილებოდა ნახევრად მჩატე წონაში IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონის, 29 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერისა და ამავე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, 36 წლის იაპონელი ტოშიაკი ნიშიოკის დაპირისპირება.

დონერი დამაჯერებლად აკონტროლებდა ცაცია მეტოქის მოქმედებებს, ძალიან სჯობდა მას სისწრაფესა და დარტყმის ძალაში. მიუხედავად ამისა, იაპონელი მოკრივე თითქმის არ ატარებდა ძლიერ დარტყმებს და კარგად იცავდა თავს. მეექვსე რაუნდში ნიშიოკა ნოკდაუნში მოხვდა, მაგრამ იოლად გადაიტანა ეს დარტყმა და ბრძოლა გააგრძელა.

ყველაფერი მეცხრე რაუნდში დასრულდა: ნიშიოკა ხანგრძლივ შეტევას ახორციელებდა, როცა მარჯვნიდან მეტოქის უძლიერესი დარტყმა გაატარა, რის შემდეგაც ნოკდაუნში აღმოჩნდა. იაპონელი წამოდგა და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მისმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა.

ქალაქ კარსონში გაიმართა შეხვედრა, რომელიც პრეტენზიას გამოაცხადებს "წლის ბრძოლის" სტატუსზე. რინგზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ამერიკელები - მჩატე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, 26 წლის ბრენდონ რიოსი და 32 წლის მაიკ ალვარადო.

გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ბრენდონ რიოსმა მოიპოვა. მეშვიდე რაუნდში მან რამდენიმე უძლიერესი დარტყმა განახორციელა, რის შემდეგაც ალვარადო წაბარბაცდა და რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა