ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს უახლოეს დღეებში შეუდგება
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ავსტრიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს უახლოეს დღეებში შეუდგება.

"ავსტრიის დედაქალაქში საზარდულის ოპერაცია სექტემბრის შუა ხანებში გავიკეთე. ტკივილები განვლილი წლის მიწურულს, ახალგაზრდებიდან დიდებში გადასვლისას დამეწყო, თუმცა საგანგაშოდ არ მივიჩნიე და რადგან უმალვე ჩავერთე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის ტურნირებში, ოპერაციაც გადაიდო.

ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, ბუნებრივია, ოპერაციის გაკეთება დადგა დღის წესრიგში და საამისოდ ქალაქი ვენა შეირჩა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმების რეკომენდაციით, ერთი თვე უნდა დავისვენო. სამი თვის მერე კი სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს. ამჟამად მედიკოსები მხოლოდ ცურვის, რბენისა და ველოსიპედით სიარულის უფლებას მაძლევენ" - გვითხრა ლაშა შავდათუაშვილმა.

ხსენებულიდან გამომდინარე, გამოირიცხა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შავდათუაშვილის ბრაზილიაში ასპარეზობა (რიო დე ჟანეირო), მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში 27-28 ოქტომბერს. ამ ეტაპზე ლაშა ვერც იმ შეჯიბრებას აკონკრეტებს, სადაც იძულებითი შესვენების შემდეგ პირველად მოუწევს ტატამზე გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა