სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დაადასტურა, რომ ბავშვთა უფასო სპორტული სექციების განვითარების კონცეფცია მუშავდება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ლევან ყიფიანმა თავიდანვე განაცხადა, პარლამენტის მიერ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სპორტულ ქვეყნად გადაქცევაზე იზრუნებდა, პრიორიტეტულად კი სპორტის დეპოლიტიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა დაასახელა.

ცხადია, სპორტის განვითარებისთვის სამივე უმნიშვნელოვანესი საკითხია: ფედერაციების პოლიტიზაცია მეტისმეტია და პროფესიონალების დასაქმებას ხელს უშლის.

ინფრასტრუქტურული პრობლემები კი თვალსაჩინოა: საქართველოში ლამის არც ერთი სპორტული ობიექტი საერთაშორისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაიონებში კი თითებზე ჩამოსათვლელია ნორმალური სტადიონები, სპორტული კომპლექსები და ბაზები.

მაგრამ ეკონომიკური სისუსტის პირობებში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სპორტის მასობრიობაა. ლამის ყველა სახეობა ფასიანი და ძნელად მისაწვდომი გახდა მოზარდებისთვის. მშობლების უმრავლესობასაც მისკენ გახედვაც არ სურთ.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული ჩვენი სპორტის მომავალი?

ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ლევან ყიფიანმა ილაპარაკა და დაადასტურა, რომ ბავშვთა უფასო სპორტული სექციების განვითარების კონცეფცია მუშავდება.

"იმისთვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს სპორტული ქვეყანა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი.

უპირველესად, აუცილებელია სპორტის დეპოლიტიზაცია და შემოქმედებითი მიდგომების წამოწევა, რადგან სპორტი, თავისთავად, შემოქმედება არის.

პარალელურად, უნდა განხორციელდეს რეფორმები, რაც საქართველოს სპორტულ ქვეყნად წარმოაჩენს. ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება მისი მასობრიობა და სპორტული წარმატებები, რაზეც ქართველი გულშემატკივარი ასე ოცნებობს.

ჩვენი კონცეფციის თანახმად, სპორტი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად ბევრი უფასო ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფცია კოალიცია "ქართულ ოცნებას" მივაწოდეთ და მისი პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში აისახა.

ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური პარტია სპორტის პრობლემატიკას ასე სერიოზულად მიუდგა და იმის დადასტურებაა, რომ სპორტი საქართველოში პრიორიტეტული გახდება" - ამბობს ყიფიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს

beso
სპორტის სამინიტროს დაქვემდებარებაშია მოსწავლეთა სასახლე-მანდ სახლს ეძახიან,ბავშვის მიყვანა მინდოდა ,მაგრამ რაღაც კურიოზული ტიპები მართავენ-ვერ ამიხსნეს რა პირობებია,სად შეარჩიეს ეს ხალხი?
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა