ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს მესვეურები "რომას" ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ის მესვეურები დანიელე დე როსის გადაბირებას შეეცდებიან.

ფრანგულ კლუბს რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს, ამაში უკვე დავრწმუნდით და შესაბამისად, "ჯალოროსის" გულშემატკივართა შფოთვა სრულიად გასაგებია.

ცეცხლზე ნავთი კარლო ანჩელოტიმ დაასხა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ დე როსი მისთვის ყველაზე სასურველი ფეხბურთელია.

ითქვა იმის შესახებაც, რომ პარიზელები მზად არიან, 29 წლის ნახევარმცველში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ და რომაელებს სწორედ ამ წინადადებით მიმართავენ.

ამ თემაზე კომენტარი "ჯალოროსის" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ გააკეთა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე სულ ახლახან კლუბის მფლობელმა ტომას დი ბენედეტომ წარადგინა.

ცნობისთვის, დი ბენედეტოს მსგავსად, პალოტაც იტალიური წარმოშობის ამერიკელია და ოკეანის გაღმა სწორედ ტომასსთან ერთად მოღვაწეობდა:

"დანიელე დე როსი გუნდის ლიდერია და მასთან განშორება ჩვენს გეგმებში არ შედის.

ვერ გეტყვით რის შემოთავაზებას აპირებენ პარიზელები, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელი არ მოისურვებს წასვლას, ჩვენ მის გასხვისებაზე არცკი ვიფიქრებთ.

რომში იმიტომ არ ჩამოვსულვართ, რომ წამყვანი ფეხბურთელები გავყიდოთ - სულ სხვა გეგმები გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა