ჩინეთში ტურნეში მყოფმა "მაიამი ჰიტმა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" საჩვენებელი შეხვედრა გამართეს
ამ დღეებში ჩინეთის ქალაქი შანხაი მხოლოდ საჩოგბურთო მასტერსით არ იპყრობდა სპორტის მოყვარულთა ყურადღებას. აქ ტურნეში მყოფმა "მაიამი ჰიტმა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" საჩვენებელი შეხვედრა გამართეს.

ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა აღნიშნულ მატჩს - მათ თავიანთი ლიდერები დუეინ უეიდი და კრის პოლი დაუბრუნდნენ. სტარტი უკეთ კალიფორნიულ კლუბს გამოუვიდა და პირველი მეოთხედი მან 10 ქულის სხვაობით - 32:22 მოიგო. ლოსანჯელესელებს არც მომდევნო მეოთხედებში გაუშვიათ ინიციატივა ხელიდან და მესამე მეოთხედის ბოლოსთვის მათი უპირატესობა 17 ქულამდე ავიდა.

"კლიპერსის" რიგებში შესანიშნავად თამაშობდნენ დეანდრე ჯორდანი და ბლეიკ გრიფინი. ჯორდანი 18 ქულით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, გრიფინი კი ერთადერთი კალათბურთელი იყო მატჩში, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა და 10 მოხსნა.

მოქმედი ჩემპიონის - "მაიამის" რიგებში კი გამოკვეთილი ლიდერი ვერ ვიხილეთ. უეიდს უფორმობა ეტყობა, ხოლო "დიდი ტრიოს" დანარჩენმა ორმა წევრმა - ლებრონ ჯეიმსმა და კრის ბოშმა მოკრძალებული შედეგიანობა აჩვენეს - 11-11 ქულა დააგროვეს.

მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედი უკეთ "მაიამიმ" ჩაატარა და ბოლო 12-წუთეული შვიდი ქულით მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად. კლიპერსმა ფინალურ სირენასთან ერთად 10-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 99:89.

ჯორდანისა და გრიფინის გარდა, გამარჯვებულთა რიგებში კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი - 15 ქულა მოიპოვა კროუფორდმა და 11-11 ბარნსმა და ბატლერმა.

მაიამის რიგებში კი ყველაზე შედეგიანი კარნი იყო 15 ქულით.

მაიამი-კლიპერსი 89:99

22:32, 21:25, 24:27, 22:15

მ: კარნი (15+5 მოხსნა), ბოში (11+5 მოხსნა), ჯეიმსი (11).

კ: ჯორდანი (18+9 მოხსნა), კროუფორდი (15), გრიფინი (13+10 მოხსნა), ბარნსი (11+6 მოხსნა), ბატლერი (11).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 107:116

16:27, 28:25, 27:30, 36:34

ჰ: მოტეიუნასი (16+8 მოხსნა), ფორბსი (13), აშიქი (13+11 მოხსნა+5 პასი), დელფინო (12+5 მოხსნა), ლემბი (11+5 მოხსნა), სმიტი (11), ჯონსი (10+6 მოხსნა).

ს-ა: უიზერსპუნი (17), ბლეირი (16+6 მოხსნა), გრინი (15), ჯოზეფი (12), ჯინობილი (11), ნილი (10), კარი (10).

მემფისი-ატლანტა 110:102

25:33, 29:26, 33:20, 23:23

მ: კონლი (18+5 პასი), მ. გასოლი (17), რენდოლფი (14+10 მოხსნა), გეი (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პონდექსტერი (12), ელინგტონი (10), ბეილესი (10+7 მოხსნა).

ა: ჰორფორდი (13+5 მოხსნა), მოროუ (12), კორვერი (11), ჯონსონი (10), უილიამსი (10+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა