სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მეორე წრე იწყება
სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მეორე წრე იწყება. რიგით მეათე ტურში კოლუმბია დაისვენებს, ხოლო სხვები ქულათა მარაგის შევსებას ეცდებიან. ცენტრალური მატჩი სანტიაგოში გაიმართება, სადაც კარგ ხასიათზე და კარგ ფორმაში მყოფი არგენტინა ჩადის...

არგენტინელ მწვრთნელთა დუელი

ჩილემ შესარჩევში ზედიზედ ორი თამაში წააგო (კოლუმბიასთან და ეკვადორთან) და ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფება.

კლაუდიო ბორგის თანამემამულეების წინააღმდეგ არტურო ვიდალი, პაბლო კონტრერასი და ოსვალდო გონსალესი არ ეყოლება - სამივე დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, მასპინძელთა ნაკრებს გარი მედელი უბრუნდება, რომელიც არგენტინელთა მრისხანე შემტევებს დაუპირისპირდება.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგოში 2008 წელს გაიმართა, ჩილემ 1:0 მოიგო, თუმცა ზოგადად მათ არგენტინელებთან უჭირთ; თუნდაც პირველი წრის შეხვედრა გავიხსენოთ, როდესაც ბუენოს აირესში ბორგის შეგირდებმა 1:4 წააგეს.

"ალბისელესტეს" ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ურუგვაის განადგურების შემდეგ საბელიას გუნდი პირველ პოზიციაზეა და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც სტუმარ გუნდს აქვს, გონსალო იგუაინის ტრავმაა - მადრიდის "რეალის" ფორვარდმა დაზიანება მიიღო და შესაძლოა, სანტიაგოში ვერ ითამაშოს.

პრობლემებით მთაში

ურუგვაის ნაკრები ძალიან ცუდ ფორმაშია. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და ლიდერებს ჩამორჩნენ.

"სელესტეს" ამ ტურში ძალიან მძიმე მატჩი ელის, მათი მომდევნო მეტოქე ხომ ბოლივიის ნაკრებია და თუ როგორი რთულია ლა პასში თამაში, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. გარდა იმისა, რომ სტუმრებს გაიშვიათებული ჰაერის პირობებში მოუწევთ თამაში, მათ სამი წამყვანი მცველი: დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი და მარტინ კასერესი არ ეყოლებათ.

ბოლივია 5 ქულით მე-8 ადგილზეა, მაგრამ მათი ბასკი მთავარი მწვრთნელი ჩაბიერ ასკარგორტა უიმედოდ არ არის: "მუნდიალის საგზურის მოპოვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ გასათამაშებელი კიდევ 24 ქულაა და ჩვენ თითოეული მათგანისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ურუგვაელების დუელი აუტსაიდერთა ჯახში

ბოლო ადგილზე მყოფი პარაგვაი პერუს მასპინძლობს და თუ ოდნავ მაინც აქვს შერჩენილი თავმოყვარეობა, ეს მატჩი უნდა მოიგოს.

პარაგვაის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 5 მარცხი აქვს განცდილი, თუმცა შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგება ის, რომ ამ 5 მატჩიდან ხერარდო პელუსოს გუნდმა 4 სტუმრად ჩაატარა.

პერუმ რამოდენიმე დღის წინ ბოლივიაში მეორე გუნდით ფრედ ითამაშა. სერხიო მარქარიანი ამჯერად ძირითად შემადგენლობას გამოიყვანს და სამი ქულის მოპოვების იმედი ექნება.

კიდევ ერთი მატჩი ვენესუელაში გაიმართება, სადაც სტუმრად ეკვადორი ჩადის. რეინალდო რეუდას შეგირდები ლიდერებში კი არიან, მაგრამ ხუთივე მატჩი მათ შინ მოიგეს. აი, სტუმრად კი გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს. ამიტომ ამ შეხვედრაში ფავორიტად ყველა უგო ჩავესის ქვეყნის წარმომადგენლებს მიიჩნევს.

16 ოქტომბერი

ბოლივია-ურუგვაი 00:00

ვენესუელა-ეკვადორი 01:00

პარაგვაი-პერუ 03:00

ჩილე-არგენტინა 04:05

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არგენტინა 8 5 2 1 18-6 17

2. კოლუმბია 8 5 1 2 14-6 16

3. ეკვადორი 8 5 1 2 11-8 16

4. ურუგვაი 8 3 3 2 15-14 12

5. ჩილე 8 4 0 4 13-16 12

6. ვენესუელა 8 3 2 3 7-8 11

7. პერუ 8 2 2 4 10-14 8

8. ბოლივია 8 1 2 5 8-13 5

9. პარაგვაი 8 1 1 6 5-16 4

ბომბარდირები

6 - იგუაინი (არგენტინა), მესი (არგენტინა); 5 - ფალკაო (კოლუმბია), სუარესი (ურუგვაი), 4 - ფ. კაისედო (ეკვადორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა