ჯაკარტაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე მე-6 ტურში შავი ფიგურებით ჩინელ ლი ჩაოსთან მარცხმა ჩვენებური რამდენიმე საფეხურით ჩამოაქვეითა
ხუთი ტურის შემდეგ ჯაკარტაში (ინდონეზია) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე მერაბ გაგუნაშვილს 4 ქულით მოწინავე პოზიციები ეკავა, მაგრამ მე-6 ტურში შავი ფიგურებით ჩინელ ლი ჩაოსთან მარცხმა ჩვენებური რამდენიმე საფეხურით ჩამოაქვეითა, რადგან კონკურენტთა უმრავლესობამ გათამაშების ცხრილში თითო ქულა ჩაიწერა.

ზედიზედ მესამე პარტია მოიგო ჩინელმა იუ იანიმ, რომელმაც ინდოელ სურია განგულის აჯობა. ასევე, ჩინელმა ლუ შანგლეიმ ტურნირის რეიტინგფავორიტი ივან სოკოლოვი (ჰოლანდია) დაჯაბნა.

გაგუნაშვილმა ვერც მე-7 ტურში იყოჩაღა - ფიდეს ოსტატ ჰარიდას პასკუას დაუზავდა და 4,5 ქულით მე-16 ადგილზეა. 6 ქულას მოუყარა თავი იან იანიმ - შავი ფიგურებით ლი ჩაოს შეუთანხმდა ყაიმზე. ასევე, დაზავდნენ: ვლადისლავ ტკაჩიევი - ლუ შანგლეი, ბორის ჩათალბაშევი - სონ ნგუენი, ვან ჩენი - ვეი იი, ხოლო ავეტიკ გრიგორიანმა ოლეგ კორნეევს მოუგო.

შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე იუ იანი 6 ქულით ერთპიროვნულად მეწინავეობს. ლი ჩაო, ლუ შანგლეი და გრიგორიანი ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. 9 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. მე-8 ტურში გაგუნაშვილი ვან იუნუოს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა