ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმების მოშუშება და წლის ბოლომდე დასვენება გადაწყვიტა, რაც ჩვენებურის რეიტინგზე აისახა
ქართველი ჩოგბურთელებისთვის გასული კვირა წარუმატებელი აღმოჩნდა: მაკა ჩახნაშვილი ესპანეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირს ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა. მოსკოვში "კრემლის თასის" საკვალიფიკაციო ეტაპზე სცდიდნენ ძალებს სოფიო შაფათავა და ნიკოლოზ ბასილაშვილი, მაგრამ მისი გადალახვა ვერ მოახერხეს.

ანა ტატიშვილმა ტრავმების მოშუშება და წლის ბოლომდე დასვენება გადაწყვიტა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ჩვენებურთა პოზიციებზე ზეგავლენა მოახდინა - ზოგი დაწინაურდა, ზოგი ჩამორჩა, ზოგმაც უწინდელი მდგომარეობა შეინარჩუნა.

ანა ტატიშვილი წინა კვირას 1162 ქულით 50-ე იყო, მაგრამ ბრიტანელმა ჰიზერ უოტსონმა, რომელმაც წარმატებით ითამაშა იაპონურ ტურნირში, 3 ქულით გაუსწრო ქართველ ჩოგბურთელს და 50-ე საფეხურზე დამკვიდრდა, ანამ 51-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 284 (280). სოფიო შაფათავა (174), 327 (329). მაკა ჩახნაშვილი (139). 391 (394). სოფიო ქვაცაბაია (98), 456 (456). ეკატერინე გორგოძე (74), 539 (539). ოქსანა კალაშნიკოვა (52), 565 (605). ნათია გეგია (33), 1158 (924). ანი გოგვაძე (3). თათია მიქაძე და თამარ ჭალაგანიძე კლასიფიკაციაში ვეღარ მოხვდნენ.

რაც შეეხება ვაჟთა რეიტინგს (ATP), 143 ქულით ნიკოლოზ ბასილაშვილი 310-ე ადგილზეა. 921 (928). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1414 (1417). გიორგი ჯავახიშვილი (2), 1534 (1538). გიორგი ცივაძე (2).

ანი გოგვაძე და თამარ ჭალაგანიძე ისრაელის ქალაქ აკოში იმყოფებიან ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი). ძირითადი ბადის სტარტზე ჭალაგანიძე ფინელ ელა ლეივოსთან დამარცხდა - 4:6, 6:2.

ანი გოგვაძე რუს იანინა პარიშინას დაუპირისპირდება, თუმცა მან უკვე 15 ოქტომბერს ითამაშა წყვილებში უკრაინელ ოლექსანდრა პისკუნთან ერთად და ორ სეტში ამით გავრიელისა (ისრაელი) და ანასტასია ხომუტოვას (ლატვია) დუეტს სძლია - 6:2, 6:3.

მეორე წრეში ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ პოლონელებს - ოლგა ბროზდას და ნატალია კულატს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჭალაგანიძეს, იგი ლიბი მეშთან (ისრაელი) ერთად იანინა პარიშინას და დარია მირონოვას (ორივე - რუსეთი) წყვილს გაუწევს მეტოქეობას.

გლაზგოს (შოტლანდია) 25 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეშია მაკა ჩახნაშვილი. იქ უკვე საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ორთაბრძოლები გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა