ეილათში მოჭადრაკეთა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატზე სომხურ "მიკას" გამარჯვების ქულა ქართველმა მოჭადრაკემ მოუტანა
ეილათში მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატზე სომხეთის "მიკამ" ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მე-4 ტურში წარმატებას მიაღწია - გუნდს გამარჯვების ქულა ლელა ჯავახიშვილმა მოუტანა - თეთრი ფიგურებით მარია მუზიჩუკს აჯობა.

დანარჩენ სამ დაფაზე კი დაზავდნენ: ანტოანეტა სტეფანოვა - ელინა დანიელიანი, ვიქტორია ჩმილიტე - ჰარიკა დრონავალი, ნატალია პოგონინა - ლილით მკრტიჩიანი.

შესანიშნავად ითამაშა ერთპიროვნულმა ლიდერმა "მონტე კარლომ" - მშრალი ანგარიშით სძლია მასპინძელთა "აშდოდს": ჰამფი კონერუ - ანგელა ბორსუკი 1:0, ანა მუზიჩუკი - ოლგა ვასილიევი 1:0, პია კრამლინგი - ლუდმილა ციფანსკაია 1:0, ელმირა სკრიპჩენკო - ვალერია დოტანი 1:0.

დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: SHSM (რუსეთი) - "რიშონ ლეზიონი" (ისრაელი) 3,5:0,5, "იუგრა" (რუსეთი) - "ჩიგორინის კლუბი" (რუსეთი) 2,5:1,5.

ოთხი ტურის შემდეგ: "მონტე კარლო" - 8, "იუგრა" - 7, "აშდოდი" - 5, SHSM, "მიკა" - 4-4 ქულა.

ვაჟთა ტურნირში 8-8 ქულით შარშანდელი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "სანკტ-პეტერბურგი" და "ტომსკი" მეწინავეობდნენ. შვიდი გუნდი მათ ორ-ორი ქულით ჩამორჩებოდა.

15 ოქტომბერს მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ გაიმარჯვა ლელა ჯავახიშვილმა - ამჯერად შავი ფიგურებით სჰსმ-ის გუნდის წევრ ალინა კაშლინსკაიას 43-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

მანამდე ყაიმზე შეთანხმდნენ ელინა დანიელიანი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ლილით მკრტიჩიანი - ეკატერინა კოვალევსკაია. ჯავახიშვილის თანაგუნდელმა ჰარიკა დრონავალიმ (ინდოეთი), ასევე, შავი ფიგურებით ეტლების ენდშპილში ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას აჯობა.

საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა "მიკამ" და 6 ქულა მოაგროვა. "იუგრამ" "რიშონ ლეზიონი" დაამარცხა - 3,5:0,5 და მე-2 ადგილი განიმტკიცა. "ჩიგორინის კლუბი" - "მონტე კარლო" 0,5:3,5, ამ გამარჯვებით მონტეკარლოელები 10 ქულით პირველობას ინარჩუნებენ. "აშდოდი" - AVS 0,5:3:5.

ვაჟებში "სანკტ-პეტერბურგმა" უშუალო მეტოქე "ტომსკი" 4:2 დაამარცხა და 10 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. "სოკარი" - "ნოვი ბორი" 3,5:2,5, "პერფექტი" - "ვესნიანკა" 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა