სერია A-ს მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ამ შეხვედრის ირგვლივ უკვე დიდი ხანია, აქტიურად მსჯელობენ
სერია A-ს მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ამ შეხვედრის ირგვლივ უკვე დიდი ხანია, აქტიურად მსჯელობენ.

კომენტარებიც უხვად გამოქვეყნდა როგორც ერთი, ისე მეორე ბანაკიდან. ბოლოს პრესას ნეაპოლელთა კაპიტანი, 31 წლის პაოლო კანავარო გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"ნეაპოლელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი გულშემატკივრებისთვის "იუვენტუსთან" დაპირისპირება. გამომდინარე აქედან, მოახლოებულ ჯახს განსაკუთრებული მღელვარებით ველოდები.

მართალია, როგორც სხვა შეხვედრებში, აქაც სამი ქულა უნდა გავითამაშოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში სასწორზე ბევრად უფრო მეტი დევს. ტურინში გამარჯვება ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნება, რადგან ამ გუნდს ძალიან დიდი ხანია, არ წაუგია.

ვგრძნობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისტორიული გამარჯვების მოპოვება, რაც საკუთარი თავის რწმენას გაგვიათმაგებს. რას დავუპირისპირებთ მეტოქეს? - ეს უფრო ვალტერ მაცარიმ იცის, რომელიც ეს დღეებია, ბაზაზეა გამოკეტილი და მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ჩვენ ყველას გვჯერა მისი გამჭრიახობის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა