ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე კვლავაც წარმატებული და ისტორიულიც კი გამოდგა - ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონი გოგოებშიც გვყავს...

ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე კვლავაც წარმატებული და ისტორიულიც კი გამოდგა - ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონი გოგოებშიც გვყავს. ამ ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი ქალი წყნეთელი ნინო ოძელაშვილი (72) გახდა. მან ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა რუსი ზონარა კუზანოვა, ფინალში კი ძალზე მობილიზებული და შემართული გავიდა ბელარუს ანჟელა მოროზოვასთან საჭიდაოდ. ამ შემართებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ოძელაშვილმა 3:0 იმარჯვა და გახარებულმა ზედიზედ ორი კულბიტიც შეასრულა.

გია თენაძის შეგირდებისთვის ეს ერთადერთი მედალი არაა - 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაო დარინა აბულაძემ მოიპოვა. ის პირველ წრეში მომავალ ჩემპიონთან, რუს ანა გორელკოვასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ვენესუელელ ირინა ლუნარს მოუგო.

ვაჟთა გუნდების მონაგარი 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა, თუმცა უფრო მეტად ახალგაზრდებმა იყოჩაღეს - ორი ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონები ზაზა დავაძე (90) და ლევან მუქერია (100) გახდნენ, ზვიად კაპანაძემ კი ფინალური შეხვედრა ბეალრუს ალექსანდრ კოკშასთან დამთავრებამდე ორიოდე წამით ადრე წააგო და ვერცხლს დასჯერდა. დავაძეს ძალიან მძიმე ბრძოლა გადახდა აზერბაიჯანელ სეიმურ ჰეიდაროვთან - თავიდან ორჯერ აგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 9:3 იმარჯვა. მუქერია ფინალში ნატკენი ფეხით გავიდა ფიზიკურად ბევრად ტანმაღალ მოლდოველ ანატოლი პოიაგთან და როცა გაფრთხილებით დაწინაურდა, მუხლი ისე დაიზიანა, კინაღამ ასპარეზობა შეწყვიტა, მაგრამ გამაყუჩებლებით გააგრძელა ჭიდაობა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჭაბუკების ოქრო სლავა რეზესიძის (+87) ანგარიშზეა, ბრინჯაო კი ბექა რატიანმა (81) მოიპოვა. ჩვენი ფინალისტებიდან ყველაზე იოლად სწორედ რეზესიძემ გაიმარჯვა - უკრაინელი პავლო მოკონკო 7:0 დაამარცხა. რატიანი პირველ შეხვედრაში მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა, სანუგეშოში კი ორი შეხვედრა მოიგო ბრინჯაოს მოსაპოვებლად.

გუნდურ ჩათვლაში ახალგაზრდა ვაჟთა ნაკრები იმდენად დაწინაურდა, საეჭვოა, ხვალინდელმა დღემ მათ გამარჯვებას ხელი შეუშალოს. ჯერჯერობით ჭაბუკებიც ლიდერობენ, თუმცა მათი უპირატესობა იმდენად დიდი არაა და ბოლო დღესაც უნდა იყოჩაღონ.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა