მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ილაპარაკა საკუთარ თამაშში არსებულ პრობლემებზე
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ილაპარაკა საკუთარ თამაშში არსებულ პრობლემებზე, ფედერაციის თასის ფინალში გასვლაზე, სერბეთში ჩოგბურთის პოპულარობაზე...

- ანა, შეადარეთ ერთმანეთს მსოფლიოს სამი პირველი ჩოგანი. როცა ეს სტატუსი თქვენს თანამემამულეს ელენა იანკოვიჩს ჰქონდა, ყველა ამბობდა, მას არ აქვს სუსტი ადგილიო; შემდეგ იგივეს ამბობდნენ კაროლინ ვოზნიაცკიზე, ახლა კი ასე ახასიათებენ ვიქტორია აზარენკას. შეგიძლიათ შეადაროთ მათი თამაშის მანერა, სტილი და გამოარჩიოთ ძლიერი და სუსტი მხარეები?

- ვფიქრობ, ყველა, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ხდება, იმსახურებს ამ ადგილს რეიტინგში. ამასთან, აზარენკას სათამაშო სტილი, ჩემი აზრით, განსხვავდება იმ ჩოგბურთისგან, რომელსაც ვოზნიაცკი და იანკოვიჩი აჩვენებდნენ.

ისინი, პრაქტიკულად, არ ცდებოდნენ, ყველა ბურთს იგერიებდნენ, მაგრამ მათ არსენალში არ იყო ძლიერი დარტყმები. აზარენკაც ძალიან სტაბილურია, თუმცა ის გაცილებით კარგად თამაშობს შეტევაში.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბოლო დროს ცალკეულ მატჩებში აჩვენებთ ჩოგბურთს, რომელიც უახლოვდება 2008 წელს თქვენს მიერ ნაჩვენებ თამაშს, როცა როლან გაროსი მოიგეთ და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეთ. მაგრამ სტაბილურად ასეთ დონეზე თამაში არ გამოგდით. ეთანხმებით ამ შეფასებას და რაში ხედავთ ამის მიზეზს?

- მე ოდნავ არ მყოფნის სტაბილურობა უმაღლეს დონეზე. წელს საკმაოდ ბევრი მატჩი მოვიგე, მაგრამ ტოპ-ჩოგბურთელებთან კარგი ჩოგბურთის ჩვენება არ გამომდიოდა.

ვფიქრობ, არასაკმარისად თავდაჯერებული ვარ საკუთარ ძალებში, როცა ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ გავდივარ კორტზე, მაგრამ, იმედია, შემდეგ წელს გადავლახავ ამ ბარიერს: ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი 2013 წლისთვის. მინდა წარამატებით ვითამაშო დიდ ტურნირებზე, მათ შორის "სლემებზეც".

- სერბეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა ფედერაციის თასის ფინალში. რა შეგრძნებები გაქვთ ამ მატჩის წინ და როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოცნება ახდა. ძალიან ბედნიერები ვართ ფინალში გასვლით, მით უმეტეს, რომ რთული ნახევარფინალი მოვიგეთ ძალიან ძლიერი რუსეთის წინააღმდეგ.

ახლა წინ გველის ფინალი, რომელიც სულ რაღაც ორ კვირაში დაიწყება. თუ შევძლებთ მოგებას, გავიმეორებთ სერბი მამაკაცების შედეგს, რომლებმაც 2010 წელს მოიპოვეს დევისის თასი.

- ანა, ამბობენ, რომ თქვენი თამაში დიდწილად დამოკიდებულია ფიზიკურ მომზადებაზე. როგორ აფასებთ ამ მხრივ წლევანდელ სეზონს? და როგორ შეაფასებდით დღეისთვის ფიზიკურ ფორმას?

- რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს იდეალურ ფორმაში ყოფნა რთულია. წელს ფიზიკურად ბოლომდე კარგად არ ვიყავი მზად, რადგან უფრო მეტი ტურნირის თამაში მინდოდა, მაგრამ მომავალ სეზონში ვაპირებ ამ ხარვეზის გამოსწორებას.

ფიზიკური მომზადების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია, რადგან ჩოგბურთი ამ მხრივ სულ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს მოთამაშეებს. მუდმივად უნდა იზრუნო დარტყმის ძალის მომატებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევ.

- უკვე დაგეგმეთ ახალი სეზონის წინ დასვენება და მომზადების პროცესი? ასევე საინტერესოა, ხომ არ იგეგმება ცვლილებები თქვენს გუნდში?

- ჩემს გვერდით ყოველთვის არის მწვრთნელი, სპარინგ-პარტნიორი და მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში. რაც შეეხება მზადების გეგმებს, ამ პერიოდის ნახევარს შინ გავატარებ, მეორე ნახევარს - დუბაიში.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ სერბული ჩოგბურთის ბოლოდროინდელი წარმატებების წყალობით, ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ყველაზე პოპულარულია. რამდენად შეიძლება იმოქმედოს დევისის თასსა და ფედერაციის თასზე წარმატებებმა პოპულარობის დონეზე?

- რა თქმა უნდა, ფეხბურთის პოზიციები კვლავინდებურად ძლიერია, მაგრამ დევისის თასზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელი სერბეთისთვის. ჩვენი ფედერაციის თასის ფინალში გასვლაც ძალიან ბევრს ნიშნავდა.

ბევრი ძლიერი მოთამაშე გვყავს, ხოლო იმან, რაც შარშან ჯოკოვიჩმა გააკეთა, ჩოგბურთი სერბეთში ნომერ პირველ სახეობად აქცია. ჩოგბურთი ძალიან პოპულარული გახდა ჩვენს ქვეყანაში და მისი თამაში ახლა მოდურია ყველასთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება