ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ ყაველაშვილთან: "...მაშინ მივხვდი, რას გრძნობდნენ ემიგრაციაში გრიგოლ რობაქიძე და ექვთიმე თაყაიშვილი"
საქართველოში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი "ლელოს" სტუმარია და მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება - საქართველოში ხანგრძლივი ჩამოუსვლელობის მიზეზებზე, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის აუცილებლობაზე...

ვიღაც აშკარად ერეოდა

- მართალია, რომ შესაძლოა, ლევან ყიფიანის გვერდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გიხილოთ?

- ეს თემა არ განხილულა.

- ერთმანეთს არ შეხვდით?

- ლევანი ჩემი მეგობარია, "ჩვენი ფეხბურთი" მასთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დავაფუძნე და ცხადია, შევხვდები და დაველაპარაკები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სპორტის სამინისტროში მოადგილეობას მთავაზობს.

- უფრო რეალურად, თქვენი კანდიდატურა სულ სხვა პოსტზე გაჟღერდა: საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი გახდეთ.

- ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, რადგან სანამ ვინმე კანდიდატურას წამოაყენებს, მანამდე უნდა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები.

- ზვიად სიჭინავას საპრეზიდენტო პოსტზე ლეგიტიმაცია 2015 წლამდე აქვს. ახლა კი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ლაპარაკიც არ ისმის.

- ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა, იქ შევარდნა და მიტინგებით ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის გადაყენება. ფედერაციის ოპონენტები სწორედ იმიტომ ვიყავით, რომ იქ ბოლო წლებში სახელმწიფო უხეშად ერეოდა და პრეზიდენტებს ისე ნიშნავდა, თითქოს ეს იყო არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ სამინისტრო და ხელმძღვანელებს ქვეყნის პირველი პირები ნიშნავდნენ.

ამდენად, არც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი ძალის ჩარევის მომხრეები ვართ. ფედერაციის ხელმძღვანელთა შეცვლა იგივე მეთოდის გამოყენებით დაუშვებელია და ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, ჩვენ არც არავის გადაყენებას არ ვითხოვთ.

მაგრამ საკითხს მეორე მხარე აქვს: ყველამ იცის, ფედერაციაში რა "არჩევნებიც" ტარდებოდა. გავიხსენებ თუნდაც აღმასკომის წევრთა არჩევნებს, როდესაც 25 კანდიდატიდან ვიღაცეებისთვის სასურველი პირველი 18 კანდიდატურა პირდაპირ შემოხაზეს. ისიც ვერ შეძლეს, რომ დემოკრატიულობა ეთამაშათ.

ამდენად, აქ უფრო მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დგას. ბოლოს და ბოლოს, არც წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ საარჩევნო ვადა ამოწურული, მაგრამ გადააყენეს. სწორედ იმიტომ, რაც უკვე ვთქვი - საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო ქვემდებარე რგოლის, სამინისტროს როლში განიხილავდა.

ფედერაციამ ნდობა უნდა დაიბრუნოს

- ანუ ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფიქრობთ?

- ეს ყაველაშვილის, ჯამარაულის ან ვინმეს ახირება კი არ არის, ჩვენს ფეხბურთს სჭირდება. აქ საკითხი სხვაგვარად დგას. მეგობარი ბიზნესმენია და ვკითხე, ფეხბურთში თანხა რომ დააბანდო, რა გარემო გჭირდება-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? რთული საფეხბურთო მეურნეობის მართვა, საქმის კეთება უნდა შეეძლოს და ვენდობოდეო.

ეს არის მთავარი: მგონი, არ ვაჭარბებ, საზოგადოების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციამ და ჩვენმა ფეხბურთმა ნდობა დაკარგა და თუ მისი დაბრუნება გვინდა, სიჭინავა უნდა გადადგეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს ხელს შეუწყობს ძალიან მნიშვნელოვან და ჯანსაღ პროცესებს.

- სიჭინავას ხაზსაც ვერ გადავუსვამთ, მან ბევრი რამ გააკეთა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, როგორც იქნა, ნაკრების ბაზა დაასრულა, 12-მდე სტადიონი და მოედანი მოაწესრიგა...

- კარგს არავის ვუკარგავთ, ეს გაუმართლებელიც იქნება. არ გვსურს, ძველი ტენდენციით, საფეხბურთო სამყარო "ჩვენებად" და "სხვისიანებად" დავყოთ. სამწუხაროდ, აქამდე ასეც ხდებოდა, ან - მე, ან - შენ. სიჭინავამ თავიდან კი დაიწყო გაერთიანებაზე ლაპარაკი, მაგრამ მერე აშკარად იგრძნობოდა, რომ ვიღაც მართავდა.

ფედერაციის ახალ არჩევნებში ნებისმიერმა მსურველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ზვიად სიჭინავამ. როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება, ვნახავთ, რომ ხალხი არათუ უნდა ჩამოვიშოროთ, პროფესიონალი და საქმის მცოდნეები სანთლით საძებარი გვეყოლება.

აქ ლაპარაკია არა პიროვნულ შურისძიებაზე, არამედ სამართლიანობის აღდგენაზე. თანაც, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სატკივარი, ყველა იმ პიროვნების სადარდებელია, ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა.

აუცილებელია, წინასაარჩევნო პროგრამები საჯაროდ განვიხილოთ, დაინტერესებულმა ადამიანებმა რომ იცოდნენ, ვინ რას გვთავაზობს და ვის პროგრამას რა პლუს-მინუსები გააჩნია; საკითხები ერთად განვიხილოთ, იყოს ღია მსჯელობა, კანდიდატებს შორის ტელედებატები, რომ საბოლოოდ მართლაც საუკეთესო შევარჩიოთ და არა მთავრობისთვის სასურველი კანდიდატი. აი, ეს იქნება სამართლიანი და ობიექტური არჩევნების წინაპირობა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობაში იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობს. ასეთივე გრძნობა უნდა ჰქონდეს საფეხბურთო სამყაროს, რომ ის წყვეტს ფეხბურთის ბედს და არა სხვა ვიღაც კაბინეტში; რომ ნიშნავენ არა პროფესიონალს და საფეხბურთო სამყაროსთვის მისაღებ პიროვნებას, არამედ მთავრობისთვის სასურველ და მართვად კადრს. წინა არჩევნებში მომხდარ დარღვევებს კი ვერავინ დაემალება.

მაგრამ მე ამ საკითხებზე ახლა შეგნებულად არ გავამახვილებ ყურადღებას, ვინმემ დაპირისპირებად რომ არ ჩათვალოს. პირიქით, საფეხბურთო სამყაროს სამართლიანობის აღდგენა გააერთიანებს და შეკრავს, დელეგატები კი პასუხისმგებლობას იგრძნობენ, თუ ვის და რატომ ირჩევენ.

სხვათა შორის, მგონია, რომ ფედერაციის მიმართ ნდობის აღდგენით თავად სიჭინავაც უნდა იყოს დაინტერესებული. მან ხომ იცის, რეალურად არჩევნებზე რაც მოხდა, რა უსამართლობაც ტრიალებდა და ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა. თორემ სიჭინავას პიროვნულად არ ვუპირისპირდები და ვიმეორებ, სულაც არ ვარ მისი მოკვეთისა და დასჯის მომხრე. პირიქით, სამართლიან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რა პრობლემაა, იქნებ ყველაზე აზრიან პროგრამას გვთავაზობს?

თავისუფალი არჩევნების გარეშე კი ვერც ქვეყანა განვითარდება და ვერც ფეხბურთი. ეს ორჯერ ორივით მარტივი საკითხია. და თუ ფეხბურთი პოლიტიკისგან არ გავმიჯნეთ, სულ იქნება კულუარული დაპირისპირებები, ფეხბურთის მიმართ საზოგადოების ნდობას კი ვერ აღვადგენთ.

სახელმწიფო დაფინანსება

- ბოლო წლებია, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი ლარით აფინანსებს. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

- ეს ყველაფერი ჩვენს პროგრამაში აისახება, მაგრამ ზოგადად გეტყვით: ჩვენს რეალობაში, როდესაც ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის საინტერესო არ არის, ფედერაციის მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით შენახვა და სრულფასოვანი ფუნქციონირება შეუძლებლად მეჩვენება.

თავიდან სახელმწიფო დოტაცია საჭიროც იქნება, რომ მოღონიერდეს და ფეხზე დადგეს. სახელმწიფოსაც უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა და მისი განვითარება აუცილებელია.

- მაგრამ, როდესაც ორგანიზაციას სახელმწიფო აფინანსებს, თქვენი თქმის არ იყოს, მერე ხომ შეიძლება ისევ გაუჩნდეს სურვილი, სამინისტროსავით მართოს და თავისი კადრები დანიშნოს?

- ეს თავშივე უნდა გამოირიცხოს და მახინჯი სისტემა მოისპობა. როგორც ვიცი, ახალი ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადდა, რომ სახელმწიფოს ჩარევა დაუშვებელია, რადგან არც ქვეყნის იმიჯს წაადგება, არც ფეხბურთს და არც სახეობის განვითარებას.

ახალი სტადიონების, ბაზებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინოვნიკმა ყველაფერში ცხვირი ჩაყოს და საფეხბურთო სამყაროს უკარნახოს, ვინ აირჩიონ პრეზიდენტად, ვინ კიდევ - მწვრთნელად და გუნდის მენეჯერად. სახელმწიფომ თავისი ვალი უნდა შეასრულოს, სპეციფიკური საკითხების გადაწყვეტა კი პროფესიონალებს უნდა მიანდოს.

სახელმწიფოსა და ფეხბურთის თანამშრომლობისა და დახმარების ფორმაზე ჩვენს პროგრამაში დეტალურად შევეხებით. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო პროექტს იხილავთ.

ერთიანი სისტემა და არა კეთილი ნება

- დღეს ქართული ფეხბურთის პრობლემა ისიც არის, რომ გაუგებარია ფეხბურთისადმი სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება: გუბერნატორს თუ მოსწონს, გუნდსა და საფეხბურთო სკოლებს აფინანსებს; თუ არადა, რეგიონი უფეხბურთოდ რჩება...

- ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელსაც ერთიანი ხედვით უნდა მოევლოს და არა პიროვნული დამოკიდებულებით. ფეხბურთისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა ვინმეს შეხედულებით არ უნდა განისაზღვრებოდეს.

- კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები თუ გაგაჩნიათ, რომელიც ფეხბურთის განვითარებასა და მომგებიან დარგად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს?

- ცხადია, ამაზე ბევრი გვიფიქრია. კანონმდებლობის შეცვლა მართლაც აუცილებელია, მაგრამ დეტალებში ვერ წავალ. თუმცა მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში მისვლის მსურველ გუნდს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაწერილი პროგრამა, რა, როგორ და როდის უნდა გააკეთოს, როგორ ესახება ფეხბურთის განვითარება, ხოლო ამ პროცესში - სახელმწიფოს როლი.

ლაპარაკია არა შეღავათებზე, არამედ ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც ფეხბურთით ბიზნესს დააინტერესებს, ეს კი მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა გახდეს; თორემ არასწორად მიმაჩნია, სახელმწიფოს საგადასახადო შეღავათი რომ მოვთხოვოთ.

როგორ მომნატრებია აქაურობა...

- დაბოლოს: დიდი ხანია, რაც საქართველოში არ ჩამოსულხართ...

- დიახ, ბოლოს ორწელიწადნახევრის წინ ვიყავი...

- რა იყო ჩამოუსვლელობის მიზეზი?

- ჩემი პირადი ამბავი ბევრად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდებოდა. საერთოდ, საფეხბურთო კარიერის დროსაც უცხოეთში ვცხოვრობდი და წელიწადში 2-3-ჯერ თუ ჩამოვდიოდი, მაგრამ 2,5-წლიანი პაუზა ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა.

სიმართლე გითხრათ, ახლა უკეთ მივხვდი, თუ რას განიცდიდნენ გრიგოლ რობაქიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და ქართული ემიგრაცია.

ნოსტალგია დიდი გრძნობაა, ასეთ დროს განსაკუთრებულად ხვდები შენი ქვეყნის, ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების ფასს - ყველა და ყველაფერი ძალიან მენატრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: "...მაშინ მივხვდი, რას გრძნობდნენ ემიგრაციაში გრიგოლ რობაქიძე და ექვთიმე თაყაიშვილი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს

ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს

ზვიად სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!

მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა

mamu.
;ლოოლპ
gocha
ბ-ნო ზვიად ! ია ვამ ოდინ უმნი ვეშ სკაჟუ,ტოლკო ტი ნე ობეჟაისა--დაანებე ფედერაციის პრეზიდენტობას თავი და ზუგდიდში და სამეგრელოში მიხედე ფეხბურთს
daviti
დათო,ფოთში ვინ უნდა მიხედოს მინდორს?ქალაქმა რომლის საკუთრებაა სტადიონი,თუ გუნდმა ვისიც არაა ის სტადიონი და რომც იყოს მაინც არ აქვს მისი მიხედვის სახსრები.სტადიონი და გაზონი კი არა,ელემენტარულ პირობებსაც ვერ უქმნიან გუუნდს?იცი რა ჭირდება გაზონის მოვლას?ვინმე ისეთ რამეს რომ გაჩუქებს რომელსაც,მოვლა ჭირდება,რისი გაკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება შენ კი ამის საშვალება არ გაქვს და ვერც იმას მოახერხებ იმას მისცე ვისაც ამის გაკეთება შეეძლება,წყალში გადაყრა არ ქვია მაგას?გასაგებია რომ გაჩანაგებული ბავშვთა ფეხბურთის დაყენება უცებ არ ხდება მაგრამ,რამე ამ მიმართულებით საერთოდ გაკეთდა სიჭინავას დროს?შეგიძლია მაგალითად დათვალო,ამ,2 წელიწადში რამდენი მწვრთნელი შეიცვალეს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებებმა?ეს ნორმალურია და კარგი მენეჯერის ხელში ხდება ასეთი რამე?შენი აზრით,რამდენი ადამიანი იყო გარეული იმ საფეხბურთო სკანდალში?შეიძლება ორივე გუნდის ფეხბურთელები მხოლოდ,აუტში იგერიებდნენ ბურთს ერთი ტაიმის განმავლობაში და ეს მწვრთნელებმა და მატჩის დამკვირვებელმა ვერ შეამჩნიონ?ამ დროს კი ეს უტიფარი სიჭინავა რუსეთში ჩაწყობილ თამაშებზე აკეთებდეს ყოველ მეორე დღეს განცხადებებს?შენ თუ იმ თასის ფინალში კვარაცხელიას მასაჯობაში უბრალო ადამიანური შეცდომის იქით ვერაფერი დაინახე,ეს უკვე შენი პრობლემა.რა გითხრა,არც რამე თანამდევობრივი ამბიაცია მამოძრავებს და არც ვინმე ჩემიანის მოსვლას ველოდები ფედერაციაში თუ დომენტი წავა,მაგრამ რა ვქნა ვერ ვხედავ ვერც წინსვლას ამ კაცის ხელში ჩვენს ფეხბურთში და ვერც ისეთ ნაბიჯებს,უკეთესი მომავლის იმედს რომ ტოვებდეს.თორე იმაზე აპელირება რომ,ყველაფერი დანგრეული იყო და რა ვქნა მე ძმაოო,ან ფუტბალისტები არ მყავს და ნაკრებში რა შედეგს მთხოვთო ძალიან ადვილია.
დათო
daviti. გეთანხმები იმაში რომ ასეთ ფეხბურთელებს ამინისტია არ უნდა შეეხოთ, ასევე იმასაც ვიტყვი, რომ იდიოტური წესით ჩატარდა წინა ჩემპიონატი. რაც შეეხება "ბინძურ ფულს" მთელ გუნდს ნუ გარევ, ცალკეულმა ფეხბურთელებმა მიქარეს. ფეხბურთელს თუ შეგნების უნარი არ აქვს რომ არ უნდა გააკეთოს "შავი" ფული, ამას ვერც დომენტი ვერც წინამორბედები და ვერც შემდეგი პრეზიდენტები ვერ შეაგნებინებენ. ჩაწყობები ადრეც ხდებოდა, მაგრამ არავის არ გამოუაშკარავებია და ეხლა ყველამ გავიგეთ ვინ ნარკუშაა, ვინ აუტის დამთვლელი და ვინ "ვითომ" კოჭლი. რაც შეეხება ფოთის მინდორს, კეთილი ინებონ და მზამზარეულად გაკეთებულ მინდორს მოუარონ, დომენტი ვერ მივა და ვერ "დავარცხნის" მინდორს ყოველდღე. ფეხბურთის თამაში ეხლა უფრო მეტ მინდორზე შეიძლება ვიდრე წინამორბედების დროს შეიძლებოდა და ეს ზოგ შემთხვევაში პირდაპირ და ზოგ შემთხვევაში ირიბი დამსახურებაა დომენტის. თასის ფინალზე მსაჯობა. იმ თამაშზე დილა 100 თავით ჯობდა ზესტაფონს და მსაჯის შეცდომებს ნუ დააბრალებ, გასულ ჩემპიონატში მსაჯებმა ყველა გუნდის სასარგებლოდ და ყველა გუნდის საწინააღმდეგოთ დაუშვეს შეცდომები.მსაჯობა სუსტია მაგრამ განზრახ შეცდომებზე არაა საუბარი. გასულ 18 წელიწადში ბავშვთა ფეხბურთი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა და 2 წელიწადში გინდა დომენტი გამოასწოროს მდგომარეობა? მარტო ლაპარაკით საქმე არ გამოდის ყაველაშვილს მარტო შენ კი არა მეც ვეთანხმები რო პრობლემებია, მაგრამ ყაველა მარტო ლაპარაკობს და არა აქვს არაფერი სხვა გეგმა რითაც უკეთესს გახდის ქართულ ფეხბურთს. ლაპარაკი პრობლემებზე ყველას შეუძლი, მაგრამ საქმე ერთეულები აკეთებენ.
daviti
დათო,შენნაირ ხალხთან კამათშიც არ უნდა შემოვიდეს კაცი,მაგრამ რასაც შენ აქ წერ სასაცილოა,6 ბუნებრივ საფარიან მინდორში ალბათ ზესტაფონის,ტორპედოს და დინამოს მესვეურებმა რომ მინდვრები გააკეთეს თავიანთ სტადიონებზე იმასაც გულისხმობ ალბათ,ახლა კი მომისმინე,ამ მინდვრების მოვლა-პატრონობა ,ამ საქართველოსთვის "პატრონიანი"კლუბების მესვეურებსაც უჭირთ,ხოლო ფოთში გაკეთებული მინდორი წყალში გადაყრილი ფულია,არავინაა მისი მომვლელი,არც სახსარი,არც ტექნიკა,არც ცოდნა-გამოცდილება და ალბათ არც დიდი სურვილი აქვთ იქ მაგისი.ისე 7მილიონს რომ მარტო სახელმწიფოდან იღებ ყოველწლიურად და კიდე უეფა-ფიფას პროექტებიდანაც ფინანსდები,ამ მოედნებით თავის მოწონება სასაცილოა,ახლა დათო ჩამოვთვალოთ ის,რაც,მართლა პირველად მოხდა ამ ყველაზე დილეტანტი კაცის მართველობის დროს ქართული ფეხბურთში.მოხდა ყველაზე სამარცხვინო სკანდალი გარიგებულ თამაშებთან მიმართებაში,არავინ უარყობს რომ ეს სიბინძურე მანამდეც ტრიალებდა ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან,მაგრამ არა ამ მაშტაბის.რომელშიც გარეული იყვნენ მთელი გუნდები თავისი სამწვრთნელო შტაბით და ფედერაციით,ფსონებს დებდნე ყველაფერზე,არა მარტო მოგება-წაგებაზე.როცა ორივე გუნდის ფეხბურთელები,მეტი აუტის "გასაკეთებლად",მთელი პირველი ტაიმი,მხოლოდ იმითი არიან დაკავებული ბურთი გვერდით ხაზზს იქით მოიგერიონ და ამას "ვერ ამჩნევს"ვერც სამწვრთნელო შტაბი ვერავინ,ვერც მატჩის კომისარი სასაცილოა პირდაპირ.სამარცხვინო იყო როგორ გადიოდნენ ასკინკილებით "ტრამვირებულები" პირველ ტაიმში და ასე შემდეგ,3კაცი "დასაჯეს" მხოლოდ და იმათაც,ამ ბატონმა ერთპიროვნული ამინისტია გამოუცხადა.ბეჭვაიას ინტერვიუ წავიკითხე მაშინ და მწარედ გამეცინა,კაცს კითხეს როგორ ფორმაში ხარო,და თქვა კარგშიო,გულის სიღრმეში მჯეროდა რომ შემიწყალებდნენ და არ შემიწყვეტია ვარჯიშიო,შეიძლება ვინმე ჭკუათმყოფელს, იმ შეწყალების მოლოდინი ქონოდა თუ წინასწარ არ ეცოდინებოდა რომ,რამოდენიმე თვეში ეს მოხდებოდა?საერთოდ დათო,ამ კლოუნის მოღვაწეობა შეიძლება რაიმე ფორმით მაინც შეფასდეს დადებითათ,წინა ჩემპიონის გამოვლენის ფორმის შემდეგ?როცა თასის ფინალის წინ ,სამსაჯო კომიტეტის შეფი შეცვალა,მამა კვარაცხელია დანიშნა და შვილი კვარაცხელიამ ის ფინალი ისე "დაუვიწყარად"იმსაჯა?ან ჩაგდებული შესარჩევის შემდეგა ნაკრების მწვრთნელს,4წლით!!!რომ,გაუხანგძლივა კონტრაქტი ისე რომ,არ ვიცი მისი არც ფინანსური მხარე და არც რას ითხოვენ მისგან?აღარაფერს ვამბობ იმ მარგალიტებზე რომელსაც,ახალი დანიშნული დომენტი,უხვად აფრქვევდა მრავალრიცხოვან ინტერვიუებში,მაგალითად,გაგებაში რომ არ იყო კაცი რა გზით შეიძლებოდა, ნატურალიზირებული უცხოელებით ნაკრების გაძლიერება,ან პროფლიგის გაუქმებასთან დაკავშირებით რომ თქვა ობოლაძესთან და აჩი არველაძესთან გადაცემაში,იყოს პროფლიგა და ვინმემ გააკეთოსო მსგავსი ორგანიზაცია და კლუბებმა თვითონ აირჩიონ ვისი ორგანიზებულ ჩემპიონათში უნდათ თამაშიო და მაგალითად ინგლისი მოიყვანა.იქ,პრემიერლიგა და ჩემპიონშიფი ხომ არისო,ისიც კი არ იცოდა,ან უაზროთ დემაგოგობდა რომ ისინი რანგით სხვადასხვა ტურნირს,ასე ვთქვათ უმაღლეს ლიგას და პირველ ლიგას უწევენ ორგანიზებას.რაც შეეხება ყაველაშვილს,ადამიანი რომელიც ამბობს რომ,არ შეიძლება ისედაც მწირი რესურსის უდიდესი ნაწილი რაც, სპორტისთვის და კერძოდ ფეხბურთისთვის არის ამ ქვეყანაში გამოყოფილი დახარჯო ნაკრებზე რომელსაც შედეგი არ აქვს და ამ დროს აბსოლიტურად გაჩანაგებული იყოს ბავშვთა ფეხბურთი და სამარცხვინო ეროვნული ჩემპიონატი გქონდეს,ძნელია არ დაეთანხმო.
Giorgi
არ მინდოდა ფორუმის "ლომებისთვის" პასუხის გაცემა, მაგრამ მეტისმეტია აქ რაც იწერება. 1 - “შეედარე რობაქიძეს და თაყაიშვილს, ისე წერა დაწყებული გაქვს და ეგება იბეჭდები კიდეც?” - გაუგებარია, უცხოეთში სამშობლო რომ ენატრებოდა? 2 – “არავინ თანამდებობას არ შემოგთავაზებდა, ახლა იმიტომ ჩამოხვედი რომ კარგ ადგილზე გაიქაჩო”. ეს არის 100% ცილისწამება. მიშიკოს ხალხმა სწორედაც რომ შესთავაზეს თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფოს თოჯინობაზე უარი რომ თქვა, ამიტომ შეექმნა პრობლემები. 3 “შენზე კარგი ფეხბურთელები არ დაუნიშნიათ თანამდებობებზე, მაგრამ საქართველოდან, არ გაქცეულან”. - და ყველას ყაველასავით დევნიდნენ? ძალიან გინდათ, საყვარელ მიშიკოს პირი მობანოთ, მაგრამ ასე იყო, მისი შიკრიკები დევნიდნენ და იჭერდნენ ხალხს. იქნებ უარყოთ? როგორ არ გცხვენიათ! ყაველას რომ ახსენებთ, პირი გამოიბანეთ – მაგი კაცია და არა ზოგიერთივით ფორუმში ნიკს ამოფარებული “ლომი”.
zaza sigu
აბა რა... ყაველა უნდა მოვიდეს!!დომენტიმ თავი, რომ ვითომ დაიფასა და ბოლო წამს წარადგინა თავისი კანდიდატურა და საცირკო სანახაობა რომ დადგა კიარ დაგვიწყნია.(ისე ცირკია მაგის პროფესია) წინამორბედებს კი აჯობა მაგრამ ყაველა მეტს გააკეთებს და დროზე გაუყვეს გზას თავის იმიჯმეიკერ ქეცბაიასთან ერთად.
ramo
წაკითხვას რა აზრი აქვს. უკვე იასნია: დომენტი უნდა წავიდეს, ყაველა უნდა მოვიდეს. რატომ? იმიტომ რომ სიჭინავას წინა მთავრობა უჭერდა მხარს, ყაველას ახლად არჩეული მთავრობა უჭერს მხარს. დაგვიწყებენ აქ უაზრო ახსნებს. "არაფერი იცვლება ამ ყვეყანაში".
lasha_beri@mail.ru
ყაველაზე ბევრად მაგარი ფეხბურთელები კი იყვნენ, მჯობზე მჯობნი იყო და იქნება ყოველთვის, მაგრამ რომელმა ამოიღო ხმა როცა ქართული ფეხბურთი უფსკრულში გადაიჩეხა, როცა ნემსაძეს თანამდებობა დაატოვებინეს და სიჭინავა დანიშნეს, როცა დემე დაიჭირეს და კიდე ბევრი ასეთი ფაქტი ხდებოდა ქართულ ფეხბურთში, ეს ყველამ კარგად იცოდა და იციან იმ მაგარმა ფეხბურთელებმა,მაგრამ სად ჩანდნენ გამოდიოდნენ და წინა მთავრობას კუდს უწევდნენ, სიჭინავას ლოცვაში იღვიძებდნენ და იძინებდნენ. ნემსაძე უნდა მოეცილებიათ და სიჭინავა დაეტოვებიათ?? სად იყვნენ ის მაგარი ფეხბურთელები?? რატომ არ ამოიღეს ხმა? რატომ არ დადგნენ ქართული ფეხბურთის გვერდით და რატომ დადგნენ სიჭინავას გვერდით?? ყაველაშვილი, ჯამარაული, ყიფიანი, კალაძე ეს ის ხალხია ვინც შეუპოვრად ებრძოდნენ უსამართლობას და გაიმარჯვეს კიდეც, გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას! TAVISUFLEBA DEMES! გაუმარჯოს თავისუფლებას!
LASHA B.
ყაველაზე ბევრად მაგარი ფეხბურთელები კი იყვნენ, მჯობზე მჯობნი იყო და იქნება ყოველთვის, მაგრამ რომელმა ამოიღო ხმა როცა ქართული ფეხბურთი უფსკრულში გადაიჩეხა, როცა ნემსაძეს თანამდებობა დაატოვებინეს და სიჭინავა დანიშნეს, როცა დემე დაიჭირეს და კიდე ბევრი ასეთი ფაქტი ხდებოდა ქართულ ფეხბურთში, ეს ყველამ კარგად იცოდა და იციან იმ მაგარმა ფეხბურთელებმა,მაგრამ სად ჩანდნენ გამოდიოდნენ და წინა მთავრობას კუდს უწევდნენ, სიჭინავას ლოცვაში იღვიძებდნენ და იძინებდნენ. ნემსაძე უნდა მოეცილებიათ და სიჭინავა დაეტოვებიათ?? სად იყვნენ ის მაგარი ფეხბურთელები?? რატომ არ ამოიღეს ხმა? რატომ არ დადგნენ ქართული ფეხბურთის გვერდით და რატომ დადგნენ სიჭინავას გვერდით?? ყაველაშვილი, ჯამარაული, ყიფიანი, კალაძე ეს ის ხალხია ვინც შეუპოვრად ებრძოდნენ უსამართლობას და გაიმარჯვეს კიდეც, გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას! TAVISUFLEBA DEMES! გაუმარჯოს თავისუფლებას!
ekachagela@mail.ru
როგორ გამაცინე მიშაზე რომ ამას იტყვის კაცი....ყაველასნაირი პატიოსანი ადამიანები დგეს ზალიან ცოტანნი არიან სირცხვილია მიშა ყეველაშვილზე რომ ამას ამბობ...
reso
რა ბოგმიანები ხარტ,ფუ ტკვენი
დავით
ხო, ხო აბა, შეედარე რობაქიძეს და თაყაიშვილს, ისე წერა დაწყებული გაქვს და ეგება იბეჭდები კიდეც?
დათო
პატრიოტიზმი ახალი "შკალით" იზომება ან გაქცეული უნდა იყო ქვეყნიდან ან ციხეში უნდა იჯდე.
დათო
წინა სამი (ნ. ახალკაცი, მ. ჟორდანია, ნ. ახალკაცი (უმც.))პრეზიდენტისგან განსხვავებით დომენტი სიჭინავა არის პირველი პრეზიდენტი რომლის მუშაობაც შეეტყო ქართულ ფეხბურთს. 6 ბუნებრივსაფარიანი და 4 ხელოვნურსაფარიანი მაღალი დონის მინდვრები გვაქვს, როცა წინამორბედების დროს ან არცერთი, ან ერთი მაღალი დონის მინდორი გვქონდა
damangreveli
თუ გგონია შენ უშველი ქართულ ფეხბურთს , ძალიან ცდები. რაც შეეხება ჩამოუსვლელობას, მიზეზი არაფერი გააქვს, შენ არავის გაუგდიხარ და თუ ვინმე გენატრებოდა ჩამოხვიდოდი, მაგრამ არავინ თანამდებობას არ შემოგთავაზებდა, ახლა იმიტომ ჩამოხვედი რომ კარგ ადგილზე გაიქაჩო, ბევრად შენზე კარგი ფეხბურთელები არ დაუნიშნიათ თანამდებობებზე მაგრამ საქართველოდან, არ გაქცეულან.
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა