1962 წლის 17 ოქტომბერს ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ჩემპიონ ელიზავეტა ბიკოვას 9:2 მოუგო და თავად ავიდა სადედოფლო ტახტზე, რომელიც 16 წლის განმავლობაში არ დაუთმია
საბჭოთა კავშირის დედაქალაქი... სასტუმრო "მოსკოვის" მყუდრო ნომერში ორნი ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ უხმოდ. მოუთმენლობა ეტყობოდათ სახეზე.

უცებ ტელეფონმა დაიწკრიალა. ყურმილს ახალგაზრდა ქალი დასწვდა - მწვრთნელი ურეკავდა, მიხეილ შიშოვი: ელიზავეტა ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათ და მსოფლიოს ჩემპიონობას გილოცავთო.

სახეგაბრწყინებული ნონა გაფრინდაშვილი დედას გადაეხვია და უნებურად საათს დახედა - თერთმეტს ორი წუთი აკლდა.

ეს იყო ზუსტად ნახევარი საუკუნის წინათ - 1962 წლის 17 ოქტომბერს. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ ელიზავეტა ბიკოვას 9:2 მოუგო და თავად ავიდა სადედოფლო ტახტზე, რომელიც 16 წლის განმავლობაში არ დაუთმია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1961 წელს ქართველმა დიდოსტატმა იუგოსლავიის ქალაქ ვრიაჩკა-ბანიაში მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობის პრეტენდენტთა ტურნირში ყველას აჯობა და დაფნის გვირგვინისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მერე, როგორც ვთქვით, მოქმედი ჩემპიონი გაანადგურა.

თავად ოთხჯერ მოუწია ტიტულის დაცვა - სამჯერ ალა კუშნირი ჩამოიშორა გზიდან (8.5:4.5, 8.5:4.5, 8.5:7.5), ერთხელ ნანა ალექსანდრიას მოუგო (8.5:3.5), 1978 წელს კი დედოფლის გვირგვინი ღირსეულ მეტოქეს - მაია ჩიბურდანიძეს გადაულოცა.

სპორტული კარიერის განმავლობაში ნონა გაფრინდაშვილმა ხუთჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. მრავალი საერთაშორისო ტურნირისა და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულმა, ასევე, ხუთჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მიაღწია წარმატებას, თერთმეტგზის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ოქროსმედალოსანია.

ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ პირველი მანდილოსანი მსოფლიოში, რომელმაც ვაჟთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება და საჭადრაკო "ოსკარი" დაიმსახურა.

1989 წელს საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის პირველ პრეზიდენტად ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს.

გასული საუკუნის მიწურულს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმის შედეგად ჩვენთან XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად სახელოვანი დიდოსტატი აღიარეს.

ჭადრაკისა და ოლიმპიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ქალბატონი ნონა მრავალი ორდენითა და მედლითაა დაჯილდოებული. თუმცა ყველაზე ძვირფასი ჯილდო მისთვის ხალხის სიყვარულია.

დიდ სარბიელზე გამოსვლის პირველი დღიდანვე სპორტის დამსახურებული ოსტატი საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს.

პარალელურად 64-უჯრიან დაფასაც ვერ ელევა - ხშირად მონაწილეობს ვეტერანთა ტურნირებში. სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონიც გახლავთ.

ნონა გაფრინდაშვილის ბევრი რეკორდი განუმეორებელია, მაგრამ ყველაზე დიდი დამსახურება მაინც ის არის, რომ ქართულ ჭადრაკში უმდიდრეს ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, მომავალი თაობებისთვის მტკიცე ხიდი გასდო, რომლითაც არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ გაიკვლია გზა მწვერვალებისკენ. ეს გზა, როგორც ვთქვით, ნახევარი საუკუნის წინათ დაიწყო და, გვჯერა, არასდროს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა