ფედერაციის გამგეობამ ლეჟავას დისკვალიფიკაციის ვადა 2 თვითა და 20 დღით შეუმცირა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტთან შეთანხმების შემდეგ, 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს, ბესიკ ლეჟავას 2011 წლის 8 მაისს მიღებული დისკვალიფიკაციის ვადა (2013 წლის 1 იანვრამდე) შეუმცირა 2012 წლის 10 ოქტომბრამდე.

ლეჟავას დისკვალიფიკაცია (საქართველოს ჩემპიონატის მატჩში მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა) ვრცელდებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე და არ ვრცელდებოდა სხვა ქვეყნების ეროვნული ფედერაციების და ფიბა-ევროპის ეგიდით (საქართველოს ნაკრების მატჩები) გამართულ შეჯიბრებებზე.

ბესიკ ლეჟავამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა წერილით, სადაც კიდევ ერთხელ მოინანია ჩადენილი საქციელი და ითხოვა დისკვალიფიკაციის ვადის შემცირება.

იმის გათვალისწინებით, რომ ლეჟავა ინციდენტის დღიდან იყო საკუთარი საქციელის მიმართ ნეგატიური და თვითკრიტიკული, აგრეთვე იმის გამო, რომ მან დაიცვა ქვეყნის ინტერესები და თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში, ფედერაციის გამგეობამ 2 თვითა და 20 დღით შეუმცირა ლეჟავას დისკვალიფიკაციის ვადა და მონაწილეობის ნება დართო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებში.

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა