იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს დანია მიაყოლა, მიჯრით მეორე თამაში მოიგო და მდევრებს კარგა გვარიანად გაექცა
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს დანია მიაყოლა, მიჯრით მეორე თამაში მოიგო და მდევრებს კარგა გვარიანად გაექცა.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სკუადრა აძურა" ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საგზურს მიუახლოვდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ეტაპს ჯერ ეკვატორიც არ გადაულახავს.

მაშინ, როდესაც იტალიელთა კონკურენტები ერთმანეთში ქულებს იყოფენ, "აძურა" თამაშს თამაშზე იგებს და ფავორიტის სტატუსს ამართლებს.

აპენინებს დანიის უმთავრესი გუნდი ესტუმრა და ბევრი ბრძოლის მოლოდინში იყო, მაგრამ აღნიშნული პროგნოზი სანახევროდ გამართლდა.

სკანდინავიელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მთლიანობაში, მაინც უშანსოდ წააგეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი მეორე ტაიმი იტალიის ნაკრებმა 10 ფეხბურთელით ჩაატარა. საქმე იმაშია, რომ არასპორტული საქციელისთვის, იგულისხმება სახეში იდაყვის ჩარტყმა, დანიელ პაბლო ოსვალდო მოედნიდან გააძევეს. თუმცა, ჯერ იმაზე ვთქვათ, თუ რა შემადგენლობას დაეყრდნო ჩეზარე პრანდელი...

შემადგენლობა

პრანდელის აქვს იმის რესურსი, რომ მოგებულ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანოს და ამით არათუ დაასუსტოს, არამედ გააძლიეროს გუნდი. თუ სომხეთში დაცვის მარჯვენა ფრთას კრისტიან მაჯო ამაგრებდა, მილანში ეს ფუნქცია ინაციო აბატემ შეასრულა.

დაცვის ცენტრში ანდრეა ბარცალის ჯორჯო კიელინი შეუწყვილდა და არა ლეონარდო ბონუჩი; მარცხნივ კი, დომენიკო კრიშიტოს ნაცვლად, ფედერიკო ბალცარეტი ვიხილეთ. ანუ ერევნული მატჩიდან დაცვის ხაზში სამი ფეხბურთელი შეიცვალა და ამით ნამდვილად არაფერი დაშავებულა.

ნახევარდაცვაში ჩეზარე მოერიდა ცვლილებებს და ისევ ნაცად ოთხეულს დაეყრდნო: რიკარდო მონტოლივოს, დანიელე დე როსის, კლაუდიო მარკიზიოს და ანდრეა პირლოს შემადგენლობით. აი, წინა ხაზზე კი პაბლო ოსვალდოსთან ერთად, გამოჯანმრთელებული მარიო ბალოტელი ვიხილეთ. აქვე ვთქვათ, რომ დაშავებული ჯიჯი ბუფონის ნაცვლად, კარში ნეაპოლელი მორგან დე სანკტისი იდგა.

თამაში

თამაშის საწყისი წუთები დანიელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც მორგან დე სანკტისის კართან რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მოჰყვა. თუმცა ტაიმის შუაწელიდან სადავეები იტალიელთა მხარეს გადავიდა და გოლებიც მყისვე ვიხილეთ.

მასპინძლებმა 5-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაუტანეს მეტოქეს და ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა... ანგარიში რიკარდო მონტოლივომ გახსნა, რომელმაც მარიო ბალოტელისგან ბრწყინვალე პასი მიიღო და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 1:0.

მეორე გოლი დანიელე დე როსის ანგარიშზეა, რომელმაც ანდრეა პირლოს ჩაწოდებით ისარგებლა და თავური დარტყმით "აძურას" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, 2:0. აღსანიშნავია, რომ დე როსიმ სომხებსაც თავით გაუტანა. არადა, აქამდე მეორე სართულზე თამაშში არასდროს გამოირჩეოდა. ტაიმის მიწურულს დანიელებმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანეს და თითქოს თამაშში ინტრიგა დააბრუნეს.

მეორე ტაიმის სტარტზევე ჩრდილში მყოფმა პაბლო ოსვალდომ, როგორც იქნა, თავი "გამოიჩინა" და მეტოქეს სახეში იდაყვი უთავაზა - შედეგად, წითელი ბარათი მიიღო და "აძურა" კაცნაკლული დატოვა.

დანიელები აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ კონტრშეტევა გაეპარათ და მალე მესამე გოლი მიიღეს - ანდრეა პირლოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ მარიო ბალოტელიმ კიპერს დაასწრო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარის ბადეში, 3:1.

დარჩენილ დროში იტალიელი მცველები სტუმართა ყველა მცდელობას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაუმკლავდნენ და თამაშიც "აძურას" ლოგიკურ გამარჯვებამდე მივიდა.

მატჩის გმირი

მთლიანობაში, იტალიის ნაკრებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. თუ პაბლო ოსვალდოს არ ჩავთვლით, ფეხბურთელებმაც გამოავლინეს ინდივიდუალური ოსტატობა და დაგვარწმუნეს, რომ ჩეზარე პრანდელის საკმაოდ დიდი რესურსი აქვს. ჯიჯი ბუფონი კარგად შეცვალა მორგან დე სანკტისმა და რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გოლისგან.

ბრწყინვალე იყო ანდრეა პირლო, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა და ჩვეულად დირიჟორობდა "აძურას" თამაშს. თუმცა მატჩის გმირად მაინც მარიო ბალოტელი უნდა დავასახელოთ, რომელმაც კოლოსალური სამუშაო გასწია და გოლიც შესანიშნავი გაიტანა.

გოლი იქით იყოს და, ერთადერთი ფორვარდის ამპლუაში შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა - გააწამა დანიელი მცველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თამაშის წესის დარღვევით ახერხებდნენ მის გაჩერებას.

სუპერმარიო იყო სუპერნაყოფიერი და დიდი წვლილი შეიტანა "სკუადრა აძურას" გამარჯვებაში.

კომენტარები

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმის მიწურულს დასანანი გოლი გავუშვით და ამან ცოტა გამაბრაზა... თუმცა, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემმა შეგირდებმა უმაღლესი კლასი გამოავლინეს.

დღეს დავინახე დიდი გუნდი, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. დაცვა კედელივით იდგა, ნახევარდაცვა კარგად მოძრაობდა, ბალოტელიმ კი კოლოსალური სამუშაო გასწია. მარიო ფენომენალური შესაძლებლობების მოთამაშეა და იმედია, ასევე გააგრძელებს".

რიკარდო მონტოლივო: "თუ ბალოტელი ასე გააგრძელებს, მაშინ იტალიის ნაკრების შეჩერება ყველას გაუჭირდება. უდიდესი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა შვება იყო, როდესაც ბურთს იღებდა და მეტოქე მცველებს აწიოკებდა.

მთლიანობაში, ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. "სკუადრა აძურას" მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მარიო ბალოტელი: "საოცარი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ძალიან მინდოდა, რომ სამი ქულა აგვეღო და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა. მინდა თანაგუნდელები შევაქო, რომლებიც შესანიშნავი გადაცემებით მამარაგებდნენ.

განსაკუთრებით, სუპერპირლო, რომელმაც მორიგი გენიალური მატჩი ჩაატარა. ცალკე აღნიშვნის ღირსია "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივარი, რომელმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა. პირადად მე, დიდი სითბო ვიგრძენი და ამისთვის მადლიერი ვარ.

ინგლისის პრემიერლიგაში სტადიონებზე შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ დამიჯერეთ, "სან სიროს" ვერაფერი შეედრება. მიხარია, რომ მცირე პაუზის შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდი.

"აძურაში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში და მინდა, რომ ეს კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა