ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი გოგშელიძის მეტოქე შირვანი მურადოვი კარიერას ასრულებს

გიორგი გოგშელიძის მეტოქე შირვანი მურადოვი კარიერას ასრულებს

ყველაფერი იქით მიდის, რომ პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი კარიერას დაასრულებს
"დაზუსტებით ჯერაც არ ვიცი, რა მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ კარიერას დავამთავრებ" - განუცხადა ამას წინათ დაღესტნურ მედიას პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში შირვანი მურადოვმა (96), რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე გიორგი გოგშელიძის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი იყო.

ჩინეთში მოპოვებული გამარჯვება მისთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, თუმცა საბედისწეროც აღმოჩნდა - იქვე მუხლიც იტკინა, რაც არაერთი ოპერაციისა თუ სარეაბილიტაციო პროცესში გალეული წლების მიუხედავად, ვერაფრით მოირჩინა.

სპორტიდან წასვლის მიზეზიც ეს ავბედითი ტრავმაა:

"ჩემი ჯანმრთელობა უკვე აღარ მაძლევს ვარჯიშის ძველებურად გაგრძელების საშუალებას. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ მუხლი გამუდმებით, ყოველდღიურად მაწუხებს. კიბეებზე ასვლისას მუდმივად მტკივა.

ამას უკვე კუჭის პრობლემებიც დაერთო, რის გამოც დიეტაზე ვარ - მხოლოდ ფაფებსა და ქათმის ბულიონს ვჭამ. ამჟამად კი ვვარჯიშობ, მაგრამ ეს არაა საკმარისი" - განაცხადა მურადოვმა.

კაცმა რომ თქვას, ის აქამდეც წასული იყო სპორტიდან, რადგან პეკინური ტრავმის გამო თითქმის არსად უჭიდავია. თუმცა დრო უქმად არ დაუკარგავს და ამ პერიოდში დაღესტანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა რომელიღაც რაიონული საბჭოს დეპუტატის პოსტზე. თუმცა ჭეშმარიტ სპორტსმენს გულმა მაინც ლეიბისკენ გაუწია, მით უფრო - 27 წლის ათლეტს (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ საბუთებში ასეა მითითებული, თუმცა თავს ვერ დავდებთ, რომ სუფთა ასაკისაა) ჯანიც ძველებურად ერჩოდა და ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრა სცადა.

საამისოდ რუსეთის პირველობაში იჭიდავა, მაგრამ მეოთხედფინალში თანაგუნდელთან, ანუ დაღესტნელთა მომავალ ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან დამარცხდა. ამით ლონდონში მოხვედრის შანსიც დაკარგა, რადგან ბრინჯაოს მოპოვებაც ვერ უშველიდა, თუმცა სანუგეშო წრეშიც წააგო - ისევ დაღესტნელ ხანაპი იუსუპოვთან და უმედლოდ დარჩა.

"როცა იმ ტურნირში გამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ბევრი მეუბნებოდა, რატომ ვაკეთებდი ამას და რატომ არ მივდიოდი სპორტიდან გამარჯვებული. მე არ ვნანობ ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებას.

მართალია, შეჯიბრებაზე არადამაჯერებლად გამოვედი, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა არ მაწვალებს კითხვა: რატომ არ გამოვიყენე ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი?

ქვეყნის პირველობისთვის თითქოს ნორმალურად მოვემზადე, მაგრამ ხალიჩაზე მივხვდი, რომ არ ვიყავი ფორმაში: ტვინი აზროვნებდა, მაგრამ სხეული ვერ მიჰყვებოდა მას. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ეს. იქნებ იმიტომ, რომ მანამდე საკმარის შეჯიბრებებში არ გამოვსულვარ და სატურნირო პრაქტიკა მაკლდა" - ასე შეაფასა ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლა მურადოვმა.

ჟურნალისტები სახელოვან ფალავანს ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების გამოსვლაზეც დაეკითხნენ, რაზეც მურადოვს თავისი გაწბილება არც დაუმალავს - მე მეგონა, იქ 3-4 ოქროს მედალს მაინც მოვიპოვებდითო.

არადა, რუსებმა მხოლოდ ერთი ოქრო დაისაკუთრეს და ისიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან როგორ ბრძოლაში მოაპოვებინეს ჩეჩენ ჯამალ ოთარსულთანოვს, ყველას კარგად გახსოვთ - მსაჯთა არაობიექტურობა იმდენად თვალსაჩინო იყო, მეორე დღესვე 6 არბიტრი, ანუ იმ შეხვედრის მომსახურე მთელი ბრიგადა თამაშებიდან მოხსნეს.

საინტერესოა, რა ფიქრობს მურადოვი 96 კილოგრამში განვითარებულ მოვლენებზე: "ამ წონის შედეგები ძალიან არაპროგნოზირებადია. მე გადისოვის გამარჯვებას ველოდი, ფინალში კი ამერიკელი და უკრაინელი გავიდნენ. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამათ ფინალისტობას - ვერა" - თქვა მან.

მურადოვი მახაჩყალელია, სადაც ცნობილი მწვრთნელი იმანმურზა ალიევი ავარჯიშებს. სახელოვან დაღესტნელ ფალავანთა უმეტესობა ავარელია, თუმცა ამ კოჰორტაში მურადოვი გამონაკლისია, რადგან ეროვნებით ლაკია (მისი თანამემამულეა ყურბან ყურბანოვიც, რომელიც ახლა უზბეკეთის სახელით გამოდის და ვისაც გოგშელიძემ ლონდონში ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო). ის რუსეთის ნაკრებში მაშინ გამოჩნდა, როცა იქ ლეგენდარული ოსი, ევროპის სამგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი ბატონობდა.

მაშინ ამ ორის დაპირისპირება ლამის ოსურ-დაღესტნურ კონფლიქტში გადაიზრდებოდა ხოლმე - დალეწილი დარბაზი, სასწრაფოდ გამოძახებული არათუ პოლიციის დამატებითი ძალები, არამედ პირდაპირ სპეცრაზმი, ქუჩებში გაგრძელებული მასობრივი ჩხუბი, საქმის გარჩევები და იარაღის ტრიალი ორივე მხარის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, ცემა-ტყეპა და ადამიანთა დაჭრაც კი - ეს ყველაფერი მათი შეხვედრების თანამდევი შტრიხი იყო.

მურადოვის კვალდაკვალ იმხანად გაცალოვის ტახტის დაკავებას მეორე დაღესტნელი იბრაგიმ საიდოვიც ცდილობდა. ეს ორი კი სიქას აცლიდა ოსს, რომელსაც სულ უფრო უჭირდა მათ შემოტევებთან გამკლავება.

ევროპა-მსოფლიოსთვის შესარჩევ ტურნირზე რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ საიდოვი გაცალოვის მხარეს მოხვდა და ერთმანეთს ნახევარფინალში დაეჭიდნენ. ამ დროს კი ბადის მეორე მხრიდან მურადოვი ბევრად უფრო იოლად მიიკვლევდა გზას ფინალისკენ.

მაშინ ოსები იმასაც ამბობდნენ, რომ კენჭისყრას ამგვარად დაღესტნელები აწყობდნენ მოსკოვში, რათა საიდოვს დაეღალა გაცალოვი და მურადოვთან ძალა არ ჰქონოდა. თავის მხრივ, დაღესტნელები იმხანად რუსთა ოს დამრიგებელ ჯამბულათ თედეევისკენ იშვერდნენ ხელს და მას გაცალოვის მფარველობაში ადანაშაულებდნენ.

კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, მაგრამ ამ ხმების მართებულობაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ თავდაპირველად გაცალოვისა და საიდოვის სამი ნახევარფინალი ოსმა მოიგო, ოღონდ დაღლილ-დაქანცულს მერე ფინალში მართლაც მუდამ უჭირდა მურადოვთან გამკლავება.

თავიდან უპირატესობა აქაც ოსის მხარეს იყო, მაგრამ 2008 წელს მოსახდენი მოხდა და მურადოვმა ოლიმპიადის შესარჩევი შეჯიბრება მოიგო, რითაც პეკინში წასვლის უფლება მოიპოვა. იქ კი ჩემპიონიც გახდა.

2009-ის მსოფლიოს შესარჩევში გაცალოვს საიდოვმაც მოუგო, თუმცა მერე თედეევი ირანულ ტურნირში წაუსვლელობის გამო შემოსწყრა და მსოფლიოზე მაინც თანამემამულე გაცალოვი წაიყვანა.

გაცალოვმა ვერც ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა - რუსეთის ჩემპიონატის ფინალი გადისოვთან წააგო. ის კვლავაც რჩება სპორტში, მაგრამ გვეეჭვება, გადისოვს მოუგოს - 30 წლის ოსიც ნელ-ნელა ასრულებს "გედის სიმღერას".

გოგშელიძე კვლავ ფიქრობს

თუმცა ჩვენთვის მათ კარიერაზე უფრო საინტერესო ისაა, რას იზამს გიორგი გოგშელიძე - გააგრძელებს თუ არა ჭიდაობას? როგორც თვითონ გვითხრა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და ყველაფერი მისი ფეხის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.

მოგეხსენებათ, მან ლონდონშიც ნატკენი ფეხით იჭიდავა - მყესებია გაწყვეტილი და ისე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ახლა ფეხს ასვენებს და ელოდება, იქნებ ოპერაციის გარეშეც მოურჩეს.

გიორგიმ გვითხრა, რომ ჯერჯერობით ფეხს ასვენებს და რაც ფიზიკურად არ იტვირთება, აღარც სტკივა. ის იმედოვნებს, 2-3 კვირაში სრულად გამივლისო.

მაშინ შეიძლება ნაკრებში დაბრუნებაზეც იფიქროს; თუ არადა, კლუბებში გამოვა, სადაც ბევრად ნაკლები დატვირთვებია.

არ მინდა, ისევ ისეთ დღეში ვიყო, როგორც ოლიმპიადაზე, თორემ დაბრუნებასაც რა აზრი აქვსო, გვითხრა ფალავანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს