ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. X ტური: არგენტინა თითქმის ბრაზილიაშია

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. X ტური: არგენტინა თითქმის ბრაზილიაშია

სამხრეთ ამერიკის ზონაში, ცენტრალური მატჩი ჩილეში გაიმართა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა
სამხრეთ ამერიკის ზონაში, ცენტრალური მატჩი ჩილეში გაიმართა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა.

ასევე გამართლდა იმ უგუგვაელ ქომაგთა პროგნოზი, ვისაც საკუთარი ნაკრების წარმატების არ სჯეროდა და როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა პარაგვაის ნაკრებმაც, რომელმაც მასავით გაჭირვებული პერუ დაამარცხა...

სანახაობა სანტიაგოში

ჩილეს დედაქალაქში გულშემატკივარმა ძალიან ლამაზი და საგოლე მომენტებით დატვირთული მატჩი იხილა.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-15 წუთისთვის, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ანგარიში 3:0 ყოფილიყო - გარი მედელმა და მარკ გონსალესმა ხელიდან რეალური შანსები გაუშვეს, რის გამოც ჩილე დაისაჯა.

სამწუთიან მონაკვეთში "ალბისელესტემ" ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ჯერ 28-ე წუთზე ლეო მესიმ ისარგებლა ფერნანდო გაგოს ბრწყინვალე გადაცემით და სტუმრები დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე გონსალო იგუაინმა პატარა შედევრი შემოგვთავაზა.

"პიპიტამ" დი მარიას გრძელი გადაცემა მარჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოსკენ მიმავალმა გზად ორი მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.

მიუხედავად ამ შოკისმომგვრელი მონაკვეთისა, კლაუდიო ბორგის შეგირდებს ყურები არ ჩამოუყრიათ და თამაშს იმავე სტილში აგრძელებდნენ. შედეგად მათ კიდევ რამოდენიმე შანსი გაანიავეს. არგენტინელთა მხრიდან პირველ ტაიმში საუკეთესო უდავოდ სერხიო რომერო იყო, რომელმაც საკუთარი გუნდი რამოდენიმეჯერ სასწაულებრივად იხსნა.

შესვენებისას ერთ უცნაურ ფაქტს ჰქონდა ადგილი: მესისთან ერთ-ერთი თანამსაჯი მივიდა და მასთან სურათის გადაღება სთხოვა. არგენტინელი თავიდან დაიბნა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა.

მეორე ნახევარი შედარებით მოსაწყენი გამოდგა, ვინაიდან არგენტინამ დაცვას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო და ჩილეს თავისუფალი სივრცის პოვნა უჭირდა. მასპინძლებმა მომენტები მაინც შექმნეს, მაგრამ გატანა მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს - თავი ფელიპე გუტიერესმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, მატჩში, რომელშიც 10 გოლი მაინც უნდა გასულიყო, ქომაგმა მხოლოდ სამი ბურთი იხილა და მასპინძელთა სამწუხაროდ, ამ სამი ბურთიდან ჩილემ მხოლოდ ერთი გაიტანა.

ალეხანდრო საბელიას გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და 20 ქულით ლიდერია, ჩილე კი 12 ქულით მეექვსეა და პრესაში უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი კლაუდიო ბორგის შესაძლო გათავისუფლებაზე.

ტაბარესის კიდევ ერთი მარცხი

ურუგვაი ლა პასში განადგურდა, რაც დიდად მოულოდნელი არც ყოფილა. ერთი, რომ ბოლივიის მთებში თამაში ყველას უჭირს და გამონაკლისი არც რამოდენიმე დღის წინ არგენტინაში დაღლილი ურუგვაი იყო; მეორე - სტუმრებს სამი წამყვანი მცველი დისკვალიფიკაციის გამო არ ჰყავდათ.

დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი და მარტინ კასერესი ამ შეხვედრას ტოვებდნენ. და ბოლოს: "სელესტე" ისედაც საშინელ ფორმაში გახლდათ.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო (1 ფრე და 3 წაგება) და ამის გამო ლიდერ არგენტინას უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ედინსონ კავანი, მაგრამ სტუმრებს საქმე ისე ცუდად წაუვიდათ, რომ სამშობლოს მისი და ნიკოლას ლოდეიროს სამსახური უკვე პირველ ტაიმში დასჭირდა. სტუმრებს ვერც კავანიმ უშველა, ვერც ლოდეირომ და ვერც ენცო ფრანჩესკოლი-სკიაფინოს დუეტი უშველიდა...

მატჩის გმირი მასპინძელთა 33 წლის ფორვარდი კარლოს საუსედო გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. სტუმრებმა პრესტიჟის (!) გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს - თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა.

ასეთი შედეგების და ასპარეზობის ფონზე სულაც არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში ტაბარესის გადადგომის ან გაგდების შესახებ შევიტყოთ.

პარაგვაი შანსს ინარჩუნებს

საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესის მორიგი გამარჯვება ვენესუელის ნაკრებმა ჯეროვნად ვერ აღნიშნა.

მასპინძლები მე-6 წუთზე ხუან არანგოს ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ეკვადორელებმა, რომლებიც სტუმრად, ტრადიციულად, სუსტად ასპარეზობენ, ანგარიში მალევე გაათანაბრეს - გოლი სეგუნდო კასტილიომ გაიტანა.

ეკვადორმა გასვლაზე მეორე ქულა აიღო და ყველასთვის მოულოდნელად, შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლივიაში მეორე შემადგენლობით ითამაშა და შესაბამისად, პარაგვაისთან დასვენებული იყო, პერუმ მაინც ვერაფერი გააწყო და დამარცხდა. ხერარდო პელუსომ პარაგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მართალია, მისი გუნდი ისევ ბოლო პოზიციაზე, მაგრამ ცხრილს თუ გადახედავთ, უშანსოდ ნამდვილად არ არის - ხუთქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა არასტაბილურ ჩილე-ურუგვაი-ვენესუელის ტრიოსთან შეუძლებელი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. X ტური

ბოლივია-ურუგვაი 4:1

ბოლივია (3-5-2): გალარსა - რალდესი, სენტენო, ლ. გუტიერესი - ბეხარანო, ჩუმაკერო, მოხიკა (ხ. კამპოსი 69), პ. კარდოსო, ასოგე (მელეანი 75) - საუსედო, მორენო (ხ. არსე 58)

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მაქსი პერეირა (კავანი 36), სკოტი, ვიქტორინო, ალვარო პერეირა - გარგანო (ლოდეირო 36), ეგიდიო რიოსი, ალვარო გონსალესი, კრისტიან გონსალესი - ლ.სუარესი, ფორლანი (ა. ფერნანდესი 66).

გოლები: 1:0 საუსედო (6), 2:0 მოხიკა (27), 3:0 საუსედო (51), 4:0 საუსედო (55), 4:1 სუარესი (81).

გაფრთხილება: ჩუმაკერო - მაქსი პერეირა, ალვარო პერეირა

პარაგვაი-პერუ 1:0

პარაგვაი (4-3-3): ბარეტო - პირისი, პ. აგილარი, პაულო და სილვა, სამუდიო - რივეროსი, ხულიო დოს სანტოსი, ოვიედო - ხ. ნუნიესი (ვ. კასერესი 75), ე. ბენიტესი (ფაბრო 85), ნ. ვალდესი (ლ. კაბალიერო 46).

პერუ (4-4-2): რაულ ფერნანდესი - ა. როდრიგესი (კ. რამოსი 16), იოტუნი (რუიდიასი 83), სამბრანო, ადვინკულა - ჯ. ფარფანი, კრუსადო, ლ. რამირესი, ხ. ვარგასი - პისარო, გერერო (ა. კარილიო 67).

გოლი: 1:0 პ. აგილარი (53)

გაფრთხილება: სამუდიო, ხ. ნუნიესი, ვ. კასერესი - კ. რამოსი, ადვინკულა, გერერო.

ვენესუელა-ეკვადორი 1:1

ვენესუელა (4-4-2): დანი ერნანდესი - პეროსო, ამორებიეტა, რ. როსალესი, ალექსანდერ გონსალესი (სიჩერო 82) - არანგო, ლუსენა, ეველიო ერნანდესი, პერეს გრეკო (რ. ვარგასი 57) - რონდონი, ხ. მარტინესი (მიკუ 68).

ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - ერასო, ხ. პარედესი, აჩილიერი, ვ. აიოვი - ს. კასტილიო, ა. ვალენსია, ნობოა (ჯეფერსონ მონტერო 80), მ. აროიო (როხასი 89) - ხ. აიოვი (ო. მინდა 71), კ. ბენიტესი.

გოლები: 1:0 არანგო (6), 1:1 ს. კასტილიო (24).

გაფრთხილება: რ. ვარგასი, ეველიო ერნანდესი - ნობოა, მ. აროიო, ს. კასტილიო

ჩილე-არგენტინა 1:2 (იხილეთ ვიდეო)

ჩილე (4-4-2): მ. პინტო - მარკოს გონსალესი, გ. ხარა, ისლა, ბოსეჟური - მედელი, მ. დიასი, მატი ფერნანდესი, მარკ გონსალესი (ფელიპე გუტიერესი 75) - ს. პინტო (ე. ვარგასი 56), ა. სანჩესი.

არგენტინა (4-3-3): რომერო - კამპანიარო, გარაი, ფ. ფერნანდესი, საბალეტა - მასკერანო, გაგო, დი მარია (ხ. სოსა 78) - აგუერო (ბარკოსი 87), იგუაინი (გინიასუ 61), მესი.

გოლები: 0:1 მესი (28), 0:2 იგუაინი (31), 1:2 ფელიპე გუტიერესი (90).

გაფრთხილება: ბოსეჟური, მ. დიასი, გ. ხარა, ე. ვარგასი - დი მარია.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არგენტინა 9 6 2 1 20-7 20

2. ეკვადორი 9 5 2 2 12-9 17

3. კოლუმბია 8 5 1 2 14-6 16

4. ვენესუელა 9 3 3 3 8-9 12

5. ურუგვაი 9 3 3 3 16-18 12

6. ჩილე 9 4 0 5 14-18 12

7. ბოლივია 9 2 2 5 12-14 8

8. პერუ 9 2 2 5 10-15 8

9. პარაგვაი 9 2 1 6 6-16 7

ბომბარდირები

7 - იგუაინი (არგენტინა), მესი (არგენტინა); 6 - სუარესი (ურუგვაი); 5 - ფალკაო (კოლუმბია); 4 - ფ. კაისედო (ეკვადორი).

მომდევნო ტური (2013 წლის 22 მარტი): არგენტინა-ვენესუელა, ურუგვაი-პარაგვაი, პერუ-ჩილე, კოლუმბია-ბოლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს

ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ

ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა