პოლონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის მატჩი 17 ოქტომბერს შედგა და ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა
პოლონეთისა და ინგლისის დაპირისპირება სამშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ ვარშავაში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მოედანი გამოუსადეგარი გახადა.

იტალიელმა არბიტრმა ჯანლუკა როკიმ შეხვედრის გამართვა შეუძლებლად მიიჩნია. იმავე საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასპინძლებმა კუნძულელებს მატჩის ნოემბერში გადატანა შესთავაზეს, რაზეც თავაზიანი უარი მიიღეს. ასე რომ, შეხვედრა ოთხშაბათს შედგა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. ისინი მეტოქეს საკუთარ ნახევარზევე აწუხებდნენ. მეტოქეებს შეტევაში ფანტაზია არ ჰყოფნიდათ და შესაბამისად, კარში დარტყმებამდე საქმე არ მიდიოდა. პირველი ხიფათისმაგვარი მე-14 წუთზე შეიქმნა, თუმცა ფლანგურ ჩაწოდებაზე ჰარტმა ითამაშა დამაჯერებლად.

21-ეზე კი შეხვედრაში პირველად ჩაერთო ტიტონი. მან რუნის მოუხერხებელი დარტყმა გააუვნებელყო. 31-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ჯერარდმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ რუნის დაასვა თავზე. თავდამსხმელს ახტომაც არ დასჭირვებია, ისე გაიტანა.

მასპინძლებს გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლოთ, მაგრამ ობრანიაკის დარტყმას წინ მცველები გადაეღობნენ. 51-ე წუთზე ჰარტს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა. მან შორეული დარტყმა მოიგერია.

70-ე წუთზე ჯერ უელბეკსა და მერე რუნის შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ პირველს ტიტონმა არ დაანება, მეორეს - სიზუსტემ უმტყუნა. ვერ გეტყვით, რამე ლოგიკა თუ არის გამოთქმაში, არ გაიტან, გაგიტანენო, მაგრამ ფაქტია, რომ 1 წუთში ზუსტად ასე მოხდა: გლიკმა კუთხურისას თავით ყველას აჯობა. ამ შემთხვევაში ვერც ჰარტმა იყოჩაღა და 1:1.

პოლონეთი-ინგლისი 1:1

ინგლისი: ჰარტი - ჯონსონი, იაგიელკა, ლესკოტი, კოული - მილნერი, კერიკი, ჯერარდი, კლევერლი - რუნი (73. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), დეფო (67. უელბეკი)

გოლები: 0:1 რუნი (32), 1:1 გლიკი (70)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 4 2 2 0 12-2 8

2. ჩერნოგორია 3 2 1 0 9-2 7

3. პოლონეთი 3 1 2 0 5-3 5

4. მოლდოვა 4 1 1 2 2-7 4

5. უკრაინა 3 0 2 1 1-2 2

6. სან მარინო 3 0 0 3 0-13 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა