გადაუდებელი დახმარების ექიმთა ამერიკულმა კოლეჯმა გამოიკვლია თხილამურებითა და სნოუბორდებით სრიალისას ტრავმატიზმი და სასიკვდილო შემთხვევები
გადაუდებელი დახმარების ექიმთა ამერიკულმა კოლეჯმა გამოიკვლია თხილამურებითა და სნოუბორდებით სრიალისას ტრავმატიზმი და სასიკვდილო შემთხვევები.

დასკვნა საკმაოდ არასახარბიელოა - უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული ზომებისა და დამცავი ჩაფხუტების პოპულარიზაციის მიუხედავად, თავის ტრავმები უფრო გახშირდა. ოქტომბერში, დენვერში გამართულ სამეცნიერო ასამბლეაზე ამ თემის შესახებ ორი კვლევა წარმოადგინეს. რამდენიმე მოულოდნელი დასკვნა ამერიკულ პრესას გადაეცა.

"დამცავი ჩაფხუტების გამოყენების მიუხედავად, სამთო თხილამურებსა და სნოუბორდინგში თავის ქალის ტრავმების რიცხვი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი სხვა ტრავმების რაოდენობა, - ამბობს წამყვანი მკვლევარი მარკ კრისტენსენი. - ტრავმის მიღების ყველაზე დიდი ალბათობა სნოუბორდისტებს აქვთ - მამაკაცებსა და მოზარდებს".

2004 წელს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოთხილამურეებმა და სნოუბორდისტებმა თავის 9308 ტრავმა მიიღეს. 2010 წელს ეს რიცხვი 14 947-მდე გაიზარდა (ანუ 50 პროცენტით). ამასთან, 2004-10 წლების პერიოდში - ჩაფხუტების გამოყენების რიცხვი 20 პროცენტით გაიზარდა.

რატომ იზრდება ტრავმების რიცხვი? ამერიკელმა მკვლევარებმა მიზეზები არ დაასახელეს, მაგრამ ამ რიცხვებმა, შესაძლოა, რაღაცნაირად იქონიოს გავლენა იმ უამრავი ადამიანის ქცევაზე, რომლებსაც ზამთარში მთებში სრიალი უყვართ.

ტრავმების გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ფრირაიდი, ანუ თხილამურებით სრიალი ტრასებს მიღმა. სხვები ირწმუნებიან, რომ ჩაფხუტი ზრდის უსაფრთხოების გრძნობას, შესაბამისად, იზრდება თვითდაჯერება - ადამიანები უფრო მეტად მიდიან რისკზე.

"ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალისას თავის ტრავმის დარეგისტრირებული შემთხვევები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ზოგადი ტრავმები", - წერია მოხსენებაში.

სწორედ ამიტომ ზოგიერთი კანადური კურორტი სავალდებულოს გახდის ჩაფხუტის გამოყენებას, ბევრმა ჩრდილოამერიკულმა კურორტმა კი ტრასებზე მომუშავე თანამშრომლებს მოსთხოვა, მუდმივად იქონიონ ჩაფხუტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა