32 წლის ბრიტანელმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მოახერხებს WBC-ის ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის გამართვას
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 32 წლის ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ მომავალ წელს მოახერხებს WBC-ის ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის გამართვას.

"ჩემი აზრით, 2013 წელს ვიტალი რაღაც მომენტში ისევ მოინდომებს რინგზე გასვლასა და დიდ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას, - ამბობს Sky Sports-თან კომენტარში ჰეი. - ასეთი ბრძოლისთვის მე ყველაზე შესაფერისი მოწინააღმდეგე ვარ. WBC ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ იქნება. მათ ესმით, რომ მე ერთადერთი ვარ, ვისაც შეუძლია გამოწვევა ესროლოს უკრაინელს.

კლიჩკოს დიდი ხანია, სუპერბრძოლა არ ჰქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლენოქს ლუისთან ჩაატარა და წააგო. მას ხვდებოდნენ ისეთი მეტოქეები, რომლებზეც წინასწარ იცოდა, რომ დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი".

ჰეის თქმით, WBC-ის ტიტულისთვის ბრძოლა ერთადერთია, რაც მას კრივში აინტერესებს. ის მზად არის, დათანხმდეს იმ პირობებს, როგორიც ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისას მოქმედებდა: "ჩვენ არ გვჭირდება ახალი კონტრაქტი.

მე უნდა ჩავატარო მატჩ-რევანში ვიტალისთან ან ვლადიმერთან. ისინი თავად აირჩევენ, ვინ გამოვა ჩემს წინააღმდეგ რინგზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა