ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია

ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია

ქართველებმა ფეხბურთი სხვანაირად უნდა ვითამაშოთ, ისე, როგორც ეს გენში გვაქვს
საქართველოს ნაკრებმა 2012 წელი მოილია, შესარჩევის დანარჩენ მატჩებს გაისად ითამაშებს. ერთი მოგება, ფრე და ორი წაგება, ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილი -ასეთია წლევანდელი მონაგარი.

ფინეთთან და ბელორუსთან საქართველომ სხვანაირად ითამაშა, ვიდრე ესპანეთთან და საშინაო მატჩში ბელორუსთან.

თემურ ქეცბაიამ გუნდის თამაშის გადაწყობა სცადა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბურთის მოცილებას აღარ ცდილობდნენ, უფრო მეტად ეშურებოდნენ კომბინაციურ თამაშს, ვიდრე მიმდინარე შესარჩევის პირველ ორ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს პოზიტივში უნდა ჩავუთვალოთ ქეცბაიას, მაგრამ...

მწვრთნელს, ალბათ, ისიც უნდა გაეთვალა, რომ კომბინაციურ თამაშს თავისი ნიადაგი სჭირდება. როცა ხშირად გიწევს "მეორე ნომრად" თამაში, მერე სხვა ყაიდაზე გადაწყობა ძნელია.

ბუბა დაუშვილი და ჯაბა კანკავა მებრძოლი შუახაზელები არიან, ზონების გადაკეტვაზე ბევრს შრომობენ, ოღონდაც ევროსარბიელზე რომ გადიხარ, მხოლოდ ეს არ კმარა. დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევის ორგანიზება - ეს უკვე სულ სხვა საქმეა.

კანკავა არ არის მხოლოდ დაცვითი ფაზის ფეხბურთელი. აბა, გავიხსენოთ, წინა შესარჩევში ხორვატიას რომ მოვუგეთ, რა კარგი გადაცემა შეასრულა ოთარ მარცვალაძის მისამართით. სწორედ ამ კომბინაციას მოჰყვა ლევან კობიაშვილის გამარჯვების გოლი. კანკავა ბოლო შეხვედრებში თითქოს ერიდებოდა ბურთთან დიდი ხნით ყოფნას; არადა, ეს ალბათ აუცილებელი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილი ის ფეხბურთელია, ჩვენი იერიშების ღერძად რომ გამოიკვეთა. ის უკვე გაუშინაურდა ნაკრებს, ოღონდაც ეიფორიის საფუძველი ჯერ არ არსებობს. გვყავს მასზე უკეთესი? ოქრიაშვილმა მწვრთნელის ნდობის გარდა, კონკურენციაც უნდა იგრძნოს. შესაძლოა, ამის გამო შეცვალეს ის ფინეთთანაც და ბელორუსთანაც, მაგრამ მისმა შეცვლამ არ გაამართლა...

დავით თარგამაძეც კარგად მოერგო ეროვნულ ნაკრებს. მას ფლანგიდანაც შეუძლია თამაშის გამწვავება და ცენტრიდანაც. ეს დიდი პლუსია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თარგამაძის დაწყებულ იერიშს სათანადო გაგრძელება ვერ აქვს, მის გამწვავებულ თამაშს შედეგიანი დაბოლოება არ გააჩნია.

ქეცბაიამ 90-90 წუთი არც ოქრიაშვილი ათამაშა ფინეთ-ბელორუსთან და არც თარგამაძე. მათი შეცვლა ჯანო ანანიძესა და ლევან ყენიას მოუწიათ. შეცვლებმა არ გაამართლეს, რაც მწვრთნელის აქტივშიც ვერ ჩაიწერება.

ცენტრფორვარდის პრობლემა რომ გვაქვს, ეს ნამდვილად აღარ არის ნაკრების მწვრთნელის ბრალი. ლევან მჭედლიძე, ზოგადად, კარგი თავდამსხმელია, თუმცა ბევრმა ტრავმამ მასზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედა.

ბურთის მიღება, შენარჩუნება, გუნდის ამოყვანა, კაცის მოტყუება, გახსნა...ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში, გოლის გატანა გევალება.

დავით დევდარიანის ცენტრფორვარდობაზე კი რა გითხრათ. ტექნიკური, აზრიანი ფეხბურთელია, მაგრამ ის ეგოისტური და აგრესიული ინსტინქტები, რაც თავდამსხმელობას სჭირდება, მისგან ჯერ არ ჩანს. იყო ეპიზოდები, რომ არცთუ ურიგო ჩაწოდებები გაკეთდა ფინეთის თუ ბელორუსის საჯარიმო მოედანში, მაგრამ ნაღდი ფორვარდის თამაში ვერ დავინახეთ. ერთი სიტყვით, მჭედლიძის დევდარიანით შეცვლის ექსპერიმენტმაც არ გაამართლა.

საქართველოს ჩემპიონატში არაერთი კარგი თავდამსხმელი თამაშობს. გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი, ნიკა საბანაძე, გიორგი ბერიაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი...ზოგ მათგანს ერთხელაც არ ჰქონია სანაკრებო შანსი ამხანაგურ შეხვედრაში.

ამის საპასუხოდ იმის თქმაც შეიძლება, რომ აგერ, ნიკა გელაშვილი წავიდა საქართველოდან, მაგრამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჯერაც ვერ მოიკიდა ფეხი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ცუდი საზომია. ეს საკმაოდ არგუმენტირებული თვალსაზრისია, ოღონდაც დოგმები აუცილებელი არ არის, იქნებ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სხვა თავდამსხმელი უფრო პერსპექტიული გამოდგეს სანაკრებოდ, ამხანაგური მატჩის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ ასეთების გამოცდაა.

დასანანია, რომ ზურაბ ხიზანიშვილმა ფინეთთანაც დაუშვა შეცდომა და ბელორუსთანაც. ამხელა გამოცდილება აქვს და გამოუცდელივით შეცდა ორივეგან, თითქოს დაინავსაო.

ყველაფრის თავი და თავი კი მაინც გეგმაზომიერი პოლიტიკაა, რაც არასდროს ჰქონია საქართველოს ნაკრებს.

ეს ციკლი მოსამზადებელია. მომდევნო შესარჩევიც მოსამზადებელია, კიდევ მომდევნო კი ვინ იცის, რა იქნება - ასე საქმე არ კეთდება!

ასაკობრივ ნაკრებებს საერთო ხელმძღვანელი არ ჰყავს. სათამაშო მოდელით არც ერთი ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ერთმანეთს არ ჰგავს, ეროვნული გუნდი ალთასაა, ასაკობრივები კი - ბალთას.

მეტწილად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, იცოცხლეთ, ძალიან კარგია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია დეველოპერულ კომპანიას არ უნდა დაემსგავსოს. ფედერაციამ ის სტრატეგია უნდა შექმნას და აამუშავოს, რითაც ნაკრებ გუნდებს გეგმაზომიერი პოლიტიკა ექნებათ.

ლამის ყველა ასაკში რომ გვყავს საქართველოს ნაკრები, დიდი საქმეა, მაგრამ ეს რომ საკმარისი არ არის, ესეც ფაქტია.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კრიტიკა კი ადვილია. ქეცბაიას უნდა სცოდნოდა, თუ სად მოდიოდა. ამბიცია მწვრთნელის ამხანაგია, მაგრამ ამბიციას საფუძველიც სჭირდება.

ქართველებმა ფეხბურთი სხვანაირად უნდა ვითამაშოთ, ისე, როგორც ეს გენში გვაქვს. ცხადია, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ ჩანს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბელორუსებმა ამოისუნთქეს: ქართველებს მაინც მოვუგეთ!

უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

• dato

საქართველოს ნაკრები დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ უნდა მიეჩვიოს. აქვს გუნდს პოტენციალი შემტევი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.9 კაციანი დაცვით ვერც შემდეგ ციკლში მივაღწევთ რაიმე შედეგს, ვერც შემდეგის შემდეგში და ვერც შემდეგის შემდეგის შემდეგში!!!! და საერთოდ ნაკრების მწღთვნელი ვალდებულია თამაშის შემდეგ კონფერენცია გამართოს და დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს....ოქრიაშვილის შეცვლა, 10 კაციან ფინეთთან დავდასხმელის გარეშე თამაში, როდესაც გუნდში ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გყავს, საერთოდ 2ზე მეტი თავდასხმელის არ გამოძახება, და ბოლოს დვალის საერთოდ თუ მისცემს შანს,დაიმსახურა მაგ ბიჭმა ნაკრები!!!!!!!!!

• nika

არავითარი წინსვლა არაა, გუნდი არის აბსოლიტურად დეგრადირებული. ეს მიდგომა ამ საუკუნეში 0 - ის შედეგის მომტანია. ეს გუნდი, როგორც გუნდი სრულიად გაურკვეველია რა ფეხბურთს თამაშობს. სრულიად გაუაზრებელია მწვრთნელის როლი. დარწმუნებული ვარ ქეცბაია საერთოდ ვერ ფლობს მწვრთნელისთვის საჭირო უნარებს და ცოდნას. არავითარი გუნდი არ ყალიბდება. სრული აბდაუბდაა მათი თამაში. შემსრულებლები ცუდი არ გვყავს მაგრამ მწვრთნელი ვერაფრით გამოდგება. ესპანეთთან ვუშვებთ ერთ გოლს, ბელორუსთან 2-ს. გოლში არაა საქმე, უბრალოდ სრულიად გაუაზრებელი სქემებით ათამაშებს გუნდს. სოფლის გუნდები აღარ თამაშობენ ასე დაუბალანსებლად. ვერც ერთი რგოლი ვერ მუშაობს. სრული 0. ქართული ნაკრები ვერ განვითარდება, წაგებას ვინ ჩივის. ბელორუსთან დაცვიდან უნდა ეთამაშა და გამოკვეთილი ფორვარდი უნდა ყოლოდა. ქეცბაია ძალიან ძველ ფეხბურთს თანაც იმასაც კი ქაოტურად ათამაშებს გუნდს, სხვა რამეებზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. გონების პრობლემაა.ნორმალური მწვრთნელი ამ გუნდს თავისუფლად საშუალო გუნდად აქცევდა.

• ramo

ქეცბაია მაგარ საქმეს აკეთებს, არაფრისგან გუნდს აყენებს. კრიტიკას ვემხრობი, ოღონდ კარგიც ვთაქვათ. წინსვლა ნაღდად არის.

• selmerm6

ძმურად რა ქართულ ენას ნუ დაივიწყებთ, რა არის დეველოპერული კომპანია? მაგიტომ არის რომ ქართული ფეხბურთიც ჩაჯმულია და და ენა დაჯმული. თავს კიდევ ჟურნალისტს ეძახით. სირცხვილი თქვენ!!! რა ეთიკის და ზრდილობის ნორმების დაცვას ითხოვთ წაბილწეთ ენა თქვენნერმა ვაი მწერლებმა.

• tazo

ოდალა მართალი ხარ,მე ერთრამეს დავამატებ,მჭედლიძე,კარგი,ტრავმებმა შეჭამეს,მაგრამ სიმულანტობის მეტი ამ კაცს არ გამოდის არაფერი ჯერ და კლუბში ივარჯოშოს სანამ რამე გამოუვა,ხომ შეიძლება?რევიშვილი კიდე ვინ აღმოაჩინა ძალიან მაინტერესებს,ხიზანიშვილი უნდა მიხვდეს რომ წასვლის დროა უკვე თუ გვიან არაა,გაუშვებენ და გული მატკინესო მერე იტყვის...

• odala

თითქოს ტექნიკური მოთამაშეები არ გვაკლია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს ვინ ჩივის კომბინაციას რომ ვერ იხილავ, რაღა გულით უნდა უყურო თამაშს?! არა და ცხოვრებაში არ მიფიქრია ნაკრების თამაშს აღარ შევხედავ-მეთქი და ახლა იმ ჭკუაზე ვარ რომ ცოტა ხნით ტაიმ-აუტი ავიღო. ვიტანჯები რა ამათი ყურებით. თან ბიჭებიც მეცოდებიან ადამიანურად. ხიზანიშვილზე მაგარი გაბრაზებული ვარ ეს რამდენიმე დღეა, მაგრამ წარმომიდგენია რა დღეშია თვითონაც. მე მაგის ადგილას ვიტყოდი რომ ეს ბოლო მატჩი იყო ნაკრებში და მივდივარ-მეთქი.

• odala

არ ვიცი ძმაო. შედეგი რომ მნიშვნელოვანია ამას რად უნდა არნიშვნა, მაგრამ იმას რასაც ჩვენები მოედანზე აკეთებენ ფეხბურთს ნაკლებად ეძახიან საფეხბურთო ქვეყნები. კარგია როცა ფიფა სტატიას ამზადებს და საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად მოიხსენიებს, მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც იქითკენ ვიხრები რომ მეტ-ნაკლებად თანაბარ გუნდებთან მაინც ვითამაშოთ ფეხბურთი. გუნდასაწყვეტია როცა 1 ნორმალურ კომბინაციას ვერ ნახავ მთელი 90 წუთის განმავლობაში.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა