ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნონა გაფრინდაშვილი: იმ დღეებისთვის ღირდა სიცოცხლე

ნონა გაფრინდაშვილი: იმ დღეებისთვის ღირდა სიცოცხლე

ლეგენდარული მოჭადრაკის წარმატების ნახევარსაუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავად 17 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონში" საზეიმო საღამო გაიმართა
17 ოქტომბერს 50 წელი შესრულდა იმ ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა მოსკოვში მოიპოვა: ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ქართველმა დიდოსტატმა რუსი ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა 9:2 და თავად ავიდა სადედოფლო ტახტზე, რომელიც 16 წელიწადი არ დაუთმია.

იმ წარმატების ნახევარსაუკუნოვანი თარიღის აღსანიშნავად 17 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონში" საზეიმო საღამო გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი და ახლად არჩეული პარლამენტარები - შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, ეკა ბესელია და სხვები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრეთ ჯერ ბიკოვას დამარცხებასთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი ("ჩვენი ნონა") უჩვენეს.

საღამო გახსნა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელმაც ის პერიოდი გაიხსენა, დიდი ჩემპიონის პატივსაცემად თითქმის ყველა ოჯახში ახალშობილ გოგონებს ნონას რომ არქმევდნენ.

"ყველას უნდოდა, სახლში პატარა ნონა ჰყოლოდა და დიდი სეხნიისთვის მიებაძა. ნახევარი საუკუნეა, ნონა გაფრინდაშვილი მიეჩვია ხალხის სიყვარულს და დღემდე უძლებს ამ მძიმე ტვირთს, რადგან იგი წლებმა ვერ შეცვალა - დარჩა ისეთივე გულწრფელი, თავმდაბალი, შეუპოვარი, პატიოსანი, როგორიც იყო 21 წლისა".

ბიძინა ივანიშვილი: "ნონა გაფრინდაშვილის სახელი პირველად 6 წლისამ გავიგე და იმ დღიდან ასე მეგონა, რომ ყველა გამარჯვებას ნონა ერქვა. მან ჩემს პატარა სოფელშიც შემოიტანა დიდი გამარჯვების მუხტი. სრულიად საქართველოსთვის კი ნონა წარმატების სიმბოლო გახდა.

ჩვენ განებივრებულები ვართ დიდი ჩემპიონებით, მაგრამ იშვიათად მეგულება სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოში ისე გაეთქვას სახელი, როგორც ნონა გაფრინდაშვილს.

ის ჩვენი ქვეყნის ლეგენდად იქცა. დღეს ბედნიერად მიმაჩნია თავი, რადგან ორი სახელოვანი ქალბატონის - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის გვერდით ვიჯექი. ამ პიროვნებებმა ქართული სპორტის მატიანეში ეპოქები შექმნეს.

ერთიც მინდა დავძინო: ქალბატონ ნონასთან ერთდროულ სეანსშიც გამიჭირდება გაპაექრება, მაგრამ პოლიტიკაში მასთან გათანაბრება შევძელი. ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა წესიერება, პატიოსნება, გულწრფელობა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ყოველთვის მისაბაძად დარჩება.

ბედნიერია ერი, რომელსაც ისეთი შვილი ჰყავს, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია. ამიტომ მთელი საქართველოს სახელით ვულოცავ ქალბატონ ნონას მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებიდან 50 წლისთავს. ეს მთელი ქვეყნის იუბილეცაა".

გია გიორგაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: "ჩვენთვის მართლაც ისტორიული დღეა 1962 წლის 17 ნოემბერი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ქალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, არამედ ქალბატონმა ნონამ იმ გამარჯვებით ქართული ჭადრაკის მდიდარ ტრადიციას ჩაუყარა მყარი საფუძველი.

სწორედ მან გაუკვალა გზა მწვერვალებისკენ ჩვენს სახელოვან მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ალექსანდრიას, ნინო გურიელს, ზურაბ აზმაიფარაშვილს და ბევრ სხვასაც.

მარტო ის რად ღირს, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი საქართველოს საზღვრებს არ გასცილებია.

ქალბატონ ნონას აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგაც არ შეუქცევია ზურგი საყვარელი სახეობისთვის - ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში. ახლაც სენიორთა მსოფლიოს პირველობაზე მიემგზავრება.

მგზავრობისას მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ბარგი სხვებისაზე ყოველთვის 3-4 კილოგრამით მძიმეა, რადგან თან მიაქვს წიგნები. ჰოდა, ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტა, ქალბატონ ნონას ტვირთი შეუმსუბუქოს და ვჩუქნით აიპოდს, რომელშიც ათასობით წიგნის ელექტრონული ვერსია ეტევა".

მაია ჩიბურდანიძე, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი: "რომ არ ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, არც მაია ჩიბურდანიძე იქნებოდა, რადგან ჭადრაკზე არავინ მიმიყვანდა.

ჩვენს ოჯახში ნონას კულტი იყო. რამდენადაც შემეძლო, ვბაძავდი და ამან შემაძლებინა, ბევრ რამეში წამოვწეოდი: მეც გავხდი ხუთგზის ჩემპიონი, მეც მოვიპოვე საჭადრაკო "ოსკარი", მეც ვუმკლავდებოდი მამაკაცებს, თუმცა ვერაფრით აღვივსე იმ საბრძოლო ჟინით, შემართებითა და მაქსიმალურობით, რაც დღემდე ახასიათებს ნონა გაფრინდაშვილს.

მახსოვს, ერთ დიდ ტურნირზე მან 13-ივე პარტია მოიგო. არადა, პირველობა სამი ტურით ადრე ჰქონდა განაღდებული. ნონა გაფრინდაშვილი ჩვენი ერის სიამაყეა, ჩვენი ქვეყნის სახელი მან საერთაშორისო ორბიტაზე გაიტანა..."

ზურაბ აზმაიფარაშვილი, დიდოსტატი, ევროპის ჩემპიონი: "ჭადრაკში თუ რამის მიღწევა შევძელი, ქალბატონ ნონას ვუმადლი. ოთხი წლისამ გავიცანი მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ მისი გამარჯვებების აღქმა უფრო გვიან შევძელი.

უკვე მოწიფული და საკმაოდ ძლიერი დიდოსტატი ვიყავი, ქალბატონ ნონას გაპაექრება რომ შევბედე. დავმარცხდი, რამაც თავმოყვარეობაზე იმოქმედა. შვიდი წლის შემდეგ პალმა დე მალიორკაზე ვცადე რევანშის აღება და ისევ კრახი განვიცადე. არადა, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორებული იყო.

მერე იყო, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი და ეს წარმატება სწორედ ქალბატონ ნონას დამსახურებაა".

ლევან ყიფიანი, სპორტის მინისტრობის კანდიდატი: "30 წელიწადია, ქალბატონ ნონას ვაჟთან - დათოსთან ვმეგობრობ. რამდენჯერმე მოინდომა, ჭადრაკისკენ გადავეხარე, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული ჩემში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მიმიხვდებით რატომაც.

ვიცი, რომ ბოლო წლებში ქალბატონ ნონას ბევრი ტკივილი მიაყენეს. ამიტომაც უარი თქვა თავის 70 წლის იუბილეს აღნიშვნაზე. მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მოგვეცა, ლაღად აღვნიშნოთ მისი მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების 50 წლისთავი.

გილოცავთ, ქალბატონო ნონა და გპირდებით, რომ საქართველოში არ დაგვრჩება არც ერთი ვეტერანი სპორტსმენი, რომელსაც დამსახურებისამებრ სათანადო პატივს არ მივაგებთ და ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს".

ვაჟა შუბლაძე: "ხუთი წელიწადი ვხელმძღვანელობდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას. სწორედ იმ წლებში დამებადა იდეა, დაგვეარსებინა ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა გუნდების ქულათა ჯამით საუკეთესო ნაკრებისთვის.

15 წლის წინათ ფიდეს კონგრესმა ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენს წინადადებას. ნონას თასი არის ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქართული ჯილდო მსოფლიოში, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე თამაშდება. ეს ნონას სახელის სიცოცხლეშივე უკვდავყოფაა და დიდი ჩემპიონი ამას იმსახურებს".

ნონა გაფრინდაშვილი: "დიდი მადლობა ყველას ამ ლამაზი საღამოსთვის. 1962 წლის 17 ოქტომბერი ჩემთვის უბედნიერესი და დაუვიწყარი დღეა. ის წარმატება მარტო ჩემი კი არა, მთელი საქართველოს გამარჯვება იყო.

მახსოვს, მოსკოვიდან მატარებლით გამოვემგზავრეთ. საქართველოს ტერიტორიაზე შემოვედით თუ არა, სადგური არ დარჩენილა, ელმავალი დიდი ხნით არ გაეჩერებინოთ, უცნობ-ნაცნობები ვაგონში არ შემოსულიყვნენ და გამარჯვება არ მოელოცოთ.

ჩვენს კუპეში სუფრა არ ალაგებულა. თბილისში კი მართლაც ზღაპრული დახვედრა მომიწყვეს. სადგურზე ზღვა ხალხი მოვიდა. იმ მიწევ-მიწევაში მამაჩემმა ცალი ფეხსაცმელიც კი დაკარგა.

მეორე დღეს ოპერის თეატრში გრანდიოზული შეხვედრა გაიმართა. ყოველივე ამის დავიწყება შეუძლებელია. თუნდაც იმ დღეებისთვის ღირდა სიცოცხლე..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს

ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა

[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები