საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და იგორ იელიჩს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2012 წლის 31 დეკემბრამდე
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია იგორ იელიჩი.

სერბი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს სერბეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ბელგრადის "ოფკ"-ში ასპარეზობდა, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:

იგორ იელიჩი - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.12.1989; სიმაღლე - 192 სმ, წონა - 76 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: "სინდელიჩი" (ბელგრადი) - 2007- 2008, "ვოზდოვაცი" (ბელგრადი) - 2008-2010, "მლადოსტი" (აპატინი) - 2010, "ოფკ" (ბელგრადი) - 2010-2012. მიმდინარე სეზონში იელიჩმა 1 შეხვედრა "ნოვი პაზარის" შემადგენლობაშიც ჩაატარა, თუმცა ამ კლუბის და ფეხბურთელის გზები ერთმანეთს მალევე გაეყარა.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და იგორ იელიჩს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2012 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის სამი წლით გახანგრძლივების პერსპექტივაც.

იგორ იელიჩი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა