საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია შესარჩევ ციკლში, რომელიც 5 მცველით თამაშობს

იყო დრო, ტომერ ჰემედი ლადო დვალიშვილის კონკურენციას ვერ უძლებდა ჰაიფას "მაქაბიში" და მას სუსტ გუნდებში ანათხოვრებდნენ ხოლმე. შემდეგ ერთადაც ითამაშეს (2010/11 წლების სეზონში 12 გოლი ლადომ გაიტანა, 15 - მასზე ერთი წლით უმცროსმა ტომერმა), ბოლოს კი მათი გზები გაიყო - ებრაელი ფეხბურთელი ლა ლიგაში, კერძოდ, "მალიორკაში" წავიდა, ხოლო ლადო დვალიშვილი "პოლონიაში".

სამწუხაროდ, 26 წლის ქართველის კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მისი მეწყვილის - ტომერ ჰემედი ახლა ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროზონაში 5 გოლით ერთ-ერთი ბომბარდირია.

თქვენს წინაშეა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სტატისტიკური მიმოხილვა, რომელშიც იმასაც შეიტყობთ, რა ხდება, როცა სათამაშოდ მოედანზე საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებები გადიან...

პლუს ნიშნით

ინდივიდუალური

* ზოგადად, ფეხებში ყველაზე მეტად სწრაფ, ტექნიკურ ფეხბურთელებს ხვდებათ ხოლმე. ასე რომ, საკვირველი არაა, რომ "მსხვერპლთა" შორის ლიდერთა შორის თორნიკე ოქრიაშვილია.

20 წლის ქართველს ყოველ 26,2 წუთში ერთხელ ეუხეშებიან. ასე მოხვდა თორნიკე პანდევის, ბეილისა და რიბერის კომპანიაში. პანდევს ფეხებში ყოველ 20,7 წუთში ერთხელ ურტყამენ.

* გოლის გასატანად ყველაზე ცოტა დრო - 10 წუთი - რუმინელ ალექსანდრუ მაქსიმს ეყო.

* ანდრია დელიბაშიჩს (ჩერნოგორია) ხშირად გააქვს - შესარჩევ ციკლში სულ 24 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, საშუალოდ - 12 წუთში ერთხელ. შედარებისთვის, 5 გოლის გამტან ტომერ ჰემედს ყოველ 49,4 წუთში ერთხელ გააქვს.

* 23 წლის დანიელი დანიელ ვასი კიდევ უფრო ხშირად, ყოველ 18 წუთში ერთხელ ზარალდება, თუმცა მან შედარებით ცოტა ითამაშა.

გუნდური

* საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 12 ზუსტი დარტყმა განახორციელა, რაც საშუალოდ 3 ზუსტი დარტყმაა მატჩში.

* საქართველოს ნაკრებმა სულ 21 კუთხური ჩააწოდა, საშუალოდ - 5,25.

* საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის წესი 65-ჯერ დაარღვიეს. ჩვენზე ხშირად მხოლოდ იტალიას ეუხეშებიან - 70 ჯარიმა.

* 97 თამაშში 260 გოლი გავიდა, საშუალოდ 2,68 გოლი შეხვედრაში.

* 15-15 გოლი ბოსნიელებმა და გერმანელებმა გაიტანეს (საშუალოდ 3,8 გოლი), შემდეგ მოდის ჰოლანდია 13 გოლით (3,3).

* ერთადერთი ნაკრები, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია, ფაბიო კაპელოს გაწვრთნილი რუსეთის ნაკრებია. კიდევ ხუთმა ნაკრებმა მხოლოდ თითო გოლი გაუშვა.

* 4-4 თამაში მოიგეს რუსებმა და ჰოლანდიელებმა.

* ყველაზე ხშირად მეტოქეთა მეკარეებს გერმანიის ნაკრები აწუხებს - საშუალოდ 8,25 მატჩში.

* მხოლოდ ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი ჩეხეთის ნაკრებმა, ესპანელებმა და ირლანდიელებმა - 2-2-ჯერ.

* ყველაზე მეტი გოლი ლიხტენშტაინი-ბოსნიის მატჩში გავიდა, რომელიც 1:8 მორჩა.

* ყველაზე მეტჯერ კარში ზუსტად ხორვატია-უელსის (2:0) შეხვედრაში დაარტყეს - 18-ჯერ.

* ყველაზე მეტი კუთხური პორტუგალია-აზერბაიჯანის (3:0) მატჩში ჩააწოდეს - 24.

* ყველაზე მეტი ფეხბურთელი შესარჩევ ციკლში "რეალიდან" (ესპანეთი), "ბაიერნიდან" (გერმანია), "ზენიტიდან" (რუსეთი), "მანჩესტერ სიტიდან" და "მანჩესტერ იუნაიტედიდან" (ინგლისი) თამაშობს - 12-12.

* ყველაზე ხშირად გამოიყენეს 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა - 80-ჯერ. 26-ჯერ გუნდებმა კლასიკურ 4-4-2-ს მიმართეს.

* ყველაზე მეტი ფეხბურთელი იტალიის ნაკრებმა გამოიყენა - 27, ყველაზე ცოტა ავსტრიამ - 14.

* ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ბელგიას ჰყავს - საშუალო ასაკი - 23,4 წელი. ყველაზე ხანდაზმული ნაკრებით თამაშობს მალტა - 28,1 წელი.

მინუს ნიშნით

ინდივიდუალური

* ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე ყოველ 18,3 წუთში ერთხელ ჯარიმდება, ანუ ყველაზე ხშირად. მას 13 ფოლი დაუგროვდა, რაც მე-4 შედეგია რაოდენობით.

საოცარი ისიცაა, რომ მჭედლიძე ფორვარდია, ტერმინატორთა კლასში კი, ძირითადად, მცველები და საყრდენი ნახევარმცველები ლიდერობენ ხოლმე. სხვათა შორის, ლევანი ხშირად მსხვერპლის როლშიცაა - ყოველ 29,7 წუთში მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან.

* ჩრდილოირლანდიელთა 25 წლის ტანმაღალი ფორვარდი კაილ ლაფერტი, რომელიც შვეიცარიულ "სიონში" თამაშობს, ყოველ 30 წუთში ერთხელ ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში. ამიტომაც მან ვერ შეძლო ჯერჯერობით გოლით თავის გამოჩენა.

* ევროზონაში შესარჩევ ციკლში 19 ფეხბურთელი გააძევეს. მათ შორის არაა ქართველი. ბულგარელ ივან ბანდალოვსკისა და უელსელ ჯეიმს კოლინზს "თავის გამოსაჩენად" 26-26 წუთიც ეყოთ.

* ბულგარელთა 28 წლის მცველი სვეტოსლავ დიაკოვი სამ თამაშში ოთხჯერ გააფრთხილეს. ბუნებრივია, ერთ-ერთში (სომხეთის ნაკრებთან) ორი ყვითელი ბარათი გაუწითლდა.

გუნდური

* საქართველოს ნაკრების შედეგიანობა 0,5 გოლია მატჩში. ჩვენი გუნდი საშუალოდ 1 გოლს უშვებს შეხვედრაში.

* ბოსნიის ნაკრების სამმა ფეხბურთელმა (ჯეკო, იბიშევიჩი, მისიმოვიჩი) ერთად 13 გოლი (ნაკრებმა სულ - 15) გაიტანა, მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა სულ - 2.

* საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სულ 14 არაზუსტი დარტყმაა, საშუალოდ - 3,5.

* ყველაზე უხეში ბელორუსის ნაკრებია, რომელიც თამაშში საშუალოდ 20,75-ჯერ ჯარიმდება. სამწუხაროდ, უხეშ გუნდთა სამეულში ჩვენც ვართ - 15,25 ჯარიმა საშუალოდ.

* საქართველოს ნაკრები 8-ჯერ გააფრთხილეს (საშუალოდ 2-ჯერ მატჩში).

* ყველაზე უხეში თამაში თბილისში გაიმართა - საქართველო-ბელორუსი (1:0) - 42 ჯარიმა! არადა, მსაჯმა სულ 3 ფეხბურთელი გააფრთხილა. საოცარია, მაგრამ ჯარიმების რაოდენობით მეორე შეხვედრაც ამ გუნდებს შორის შედგა - მინსკში - 40 ფოლი. მინსკურ მატჩში 9 ფეხბურთელი გააფრთხილეს, რაც მეორე მაჩვენებელია შესარჩევ ციკლში.

* თუმცა ამ თამაშში გუნდები ზღვარს არ გადასულან, განსხვავებით ბულგარეთი-სიმხეთის (1:0) დაპირისპირებისგან, სადაც 10 გაფრთხილება და 3 გაძევება დაფიქსირდა.

* "ფუტბოლ ლაინაპსის" ტაქტიკური გარჩევის მიხედვით, საქართველოს ნაკრებმა 4-ჯერვე 5-5 მცველით ითამაშა. მეტიც, ამავე გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელიც 5 მცველით თამაშობს.

მხოლოდ ერთხელ ითამაშა სხვა ნაკრებმა ხუთი მცველით - ბელორუსმა ესპანეთის წინააღმდეგ და 0:4 წააგო. აქვე ვაზუსტებთ, რომ გამოცემა მხოლოდ მატჩის სასტარტო ტაქტიკურ სქემას არ ეყრდნობა.

* გოლი ჯერ არ გაუტანიათ სან მარინოსა და ანდორის ნაკრებებს. თითო გოლი კიდევ 7 ნაკრების ანგარიშზეა. მათ შორის არიან ფინელები, რომელთაც ის ერთადერთი გოლი ჩვენი ნაკრების კარში გაიტანეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფინელებმა შესარჩევში ყველაზე ცოტა, 2 თამაში გამართეს ჯერ.

* 13 ნაკრები ჯერ მოუგებელი რჩება. ტრადიციულ აუტსაიდერთა გარემოცვაში საკვირველია დანიისა და უკრაინის ნაკრებთა აღმოჩენა.

* ბულგარეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი მატჩი დაასრულა ფრედ - 3.

* 4-4 თამაში წააგეს ლიხტენშტაინმა და ანდორამ.

* მალტა და სან მარინო მეტოქის კარში ზუსტად თამაშში საშუალოდ თითოჯერ ურტყამენ.

* ყველაზე ხშირად ავსტრიის ნაკრები აცილებს მეტოქის კარს, საშუალოდ 9-ჯერ მატჩში.

* მართალია, სან მარინოს ნაკრები ყველაზე იშვიათად აცილებს (მხოლოდ 2-ჯერ), მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია. ჯუჯა-ქვეყნის ნაკრებს სულ 5 დარტყმა დაუგროვდა მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

* სან მარინომ სულ 2-ჯერ მოაწოდა კუთხური.

* ჩრდილოირლანდიელთა წინააღმდეგ მხოლოდ 9-ჯერ იუხეშეს.

* მხოლოდ ორ ნაკრებს დაუგროვდა 2-2 გაძევება - სომხეთს და ბულგარეთს.

* ყველაზე მეტჯერ ისლანდია-შვეიცარიის (0:2) მატჩში ააცილეს - 20-ჯერ.

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები

გოლი ფეხბურთელი ნაკრები წუთი

5 ტომერ ჰემედი ისრაელი 247

5 ედინ ჯეკო ბოსნია 360

5 მესუთ იოზილი გერმანია 360

4 ზვიეზდან მისიმოვიჩი ბოსნია 349

4 ვედად იბიშევიჩი ბოსნია 357

3 უეინ რუნი ინგლისი 146

3 ფრენკ ლემპარდი ინგლისი 180

3 პედრო როდრიგესი ესპანეთი 213

3 ჯერმეინ ლენსი ჰოლანდია 250

3 მარკო როისი გერმანია 290

3 პაბლო ოსვალდო იტალია 295

3 მიროსლავ კლოზე გერმანია 312

3 ალექსანდრ კერჟაკოვი რუსეთი 324

3 ელდერ პოშტიგა პორტუგალია 342

3 გარეთ ბეილი უელსი 360

3 მარეკ საპარა სლოვაკეთი 360

საგოლე პასები

პასი ფეხბურთელი ნაკრები წუთი

4 თომას მიულერი გერმანია 315

3 მირალემ პიანიჩი ბოსნია 235

3 მარკო არნაუტოვიჩი ავსტრია 270

3 ლუსიანო ნარსინგი ჰოლანდია 270

3 ანდრეა პირლო იტალია 344

3 ბებრას ნათხო ისრაელი 347

3 ჟოაო მოუტინიო პორტუგალია 360

გოლი+პასი

ქულა ფეხბურთელი ნაკრები წუთი

7 ედინ ჯეკო ბოსნია 360

5 მირალემ პიანიჩი ბოსნია 235

5 ტომერ ჰემედი ისრაელი 247

5 ჯერმეინ ლენსი ჰოლანდია 250

5 მარკო როისი გერმანია 290

5 ზვიეზდან მისიმოვიჩი ბოსნია 349

5 ვედად იბიშევიჩი ბოსნია 357

5 მესუთ იოზილი გერმანია 360

კარში დარტყმა (ზუსტი)

დარტ. ფეხბურთელი ნაკრები წუთი

10 ტომერ ჰემედი ისრაელი 247

10 ელდერ პოშტიგა პორტუგალია 342

10 მარეკ საპარა სლოვაკეთი 360

9 ტიმ მატავჟი სლოვენია 360

8 ალექსანდრ კერჟაკოვი რუსეთი 324

8 კრიშტიანო რონალდო პორტუგალია 360

კარში დარტყმა (აცილება)

დარტ. ფეხბურთელი ნაკრები წუთი

12 კრიშტიანო რონალდო პორტუგალია 360

9 სტევან იოვეტიჩი ჩერნოგორია 266

8 ალექსანდრ კერჟაკოვი რუსეთი 324

7 ფანის გეკასი საბერძნეთი 286

7 ზორან ტოშიჩი სერბეთი 317

7 ტომ კლევერლი ინგლისი 332

თამაშგარე

ოფს. ფეხბურთელი ნაკრები წუთი

9 კაილ ლაფერტი ჩ. ირლანდია 270

7 მაიკლ მიფსუდი მალტა 270

7 ჩიპრიან მარიკა რუმინეთი 308

7 ტიმ მატავჟი სლოვენია 360

6 ლუსიანო ნარსინგი ჰოლანდია 270

გაფრთხილება

ბარათი ფეხბურთელი ნაკრები წუთი

4 სვეტოსლავ დიაკოვი ბულგარეთი 253

3 ბოშტიან სესარი სლოვენია 269

3 ფილიპ ლამი გერმანია 270

ჯარიმა

ჯარიმა ფეხბურთელი ნაკრები წუთი

17 სტანისლავ მანოლევი ბულგარეთი 360

15 იველინ პოპოვი ბულგარეთი 321

14 მაქსიმ ბორდაჩევი ბელორუსი 330

13 ლევან მჭედლიძე საქართველო 238

12 დანიელ ბრაატენი ნორვეგია 337

12 მატია ნასტასიჩი სერბეთი 360

ჯარიმა (მათზე)

ჯარიმა ფეხბურთელი ნაკრები წუთი

15 მიკელე პოლვერინო ლიხტენშტ. 360

13 გორან პანდევი მაკედონია 270

12 ფრანკ რიბერი საფრანგეთი 269

11 თორნიკე ოქრიაშვილი საქართველო 289

10 ჰენრიკ მხითარიანი სომხეთი 270

10 გარეთ ბეილი უელსი 360

10 გიოკჰან ინლერი შვეიცარია 360

10 ჯაბა კანკავა საქართველო 360

10 დარიო სრნა ხორვატია 360

გუნდური სტატისტიკა

გოლი

გოლი ნაკრები საშ

15 ბოსნია 3,75

15 გერმანია 3,75

13 ჰოლანდია 3,25

12 ინგლისი 3

10 უნგრეთი 2,5

10 ისრაელი 2,5

10 იტალია 2,5

გოლი (მიღებული)

გოლი ნაკრები საშ

0 რუსეთი -

1 შვეიცარია 0,25

1 ბელგია 0,25

1 საბერძნეთი 0,25

1 ჩეხეთი 0,33

1 ესპანეთი 0,33

კარში დარტყმა (ზუსტი)

დარტ. ნაკრები საშ

33 გერმანია 8,25

31 პორტუგალია 7,75

31 სლოვაკეთი 7,75

30 ბოსნია 7,5

კარში დარტყმა (აცილება)

დარტ. ნაკრები საშ

32 სლოვაკეთი 8

30 პორტუგალია 7,5

29 შვეიცარია 7,25

28 ბელგია 7

კუთხური

კუთხ. ნაკრები საშ

47 პორტუგალია 11,75

34 სლოვაკეთი 8,5

32 ბელგია 8

ჯარიმა

ჯარიმა ნაკრები საშ

83 ბელორუსი 20,75

72 ბულგარეთი 18

61 საქართველო 15,25

ჯარიმა (მათზე)

ჯარიმა ნაკრები საშ

70 იტალია 17,5

65 საქართველო 16,25

64 საბერძნეთი 16

გაფრთხილება

ბარათი ნაკრები საშ

16 ლიტვა 4

13 მაკედონია 3,25

13 ლიხტენშტ. 3,25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

D1A1
ეგაა ლადოს მინუსი რო სწორედ იმ ჰემედმა დაჩრდილა და ზოგადად ქართველების უდიდესი მინუსი მხოლოდ ფული და არ აინტერესებთ სად მიდიან. გაიხსენეთ თარგამაძე პორტო კანდიდატად განიხილავდა და უცებ შახტარის დიდი ხელფასი საიდანაც მარიუპოლში იმიტო რო თურმე შახტარის დონის არაა. ქართველისთვის ფულია მთავარი ანუ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნია და იმას არ ფიქრობენ იმ ხვალინდელმა ქათამმა რა შეიძლება მოუტანოს და იმიტომაც არიან ქართველები მაჩანჩალა უკრაინულ და რუსულ გუნდებში.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია