საქართველოს ნაკრების 24 წლის გარემარბი საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე საუბრობს

საქართველოს ნაკრების 24 წლის გარემარბი სანდრო თოდუა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ალბიში" წლეულს, სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. სარაგბო კლუბ "ლელოს" აღზრდილს აქამდე უცხოურ კლუბებში არასდროს უთამაშია.

ახალ ზელანდიაში შარშან გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ის ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვდა და "ბორჯღალოსანთა" შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

როგორც უკვე ვთქვით, "ალბი" მის უცხოურ კარიერაში პირველი გუნდია და ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ კლუბში ფეხი თავიდანვე მყარად მოიკიდა. მით უფრო, რომ ალბელებმა სეზონიც წარმატებულად დაიწყეს და ახლა ლიდერთა შორის არიან.

საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ ალექსანდრე თოდუას საფრანგეთში დავუკავშირდით:

- "ალბის" ხელმძღვანელები ჩემით ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ დაინტერესდნენ. მთავარ მწვრთნელს, ანრი ბრონკანს ჩვენი ნაკრების ყველა თამაში უნახავს და, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა იქ ჩემი გარჯა. შარშან ნოემბერში ბრონკანი თავად დამიკავშირდა და მის გუნდში გადასვლა შემომთავაზა. ცხადია, დიდხანს არ მიფიქრია. ეს შესანიშნავი შანსი იყო უცხოეთში, უფრო მაღალ დონეზე ჩემი ძალები მომესინჯა. ასე აღმოვჩნდი "ალბიში".

- ანრი ბრონკანი ქართული რაგბის ქომაგებისთვის დიდი ხნის ნაცნობი პიროვნებაა. მას არაერთ ქართველ მორაგბესთან უმუშავია. 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების კონსულტანტიც იყო. ისიც ცნობილია, რომ მას ქართველებთან კარგი ურთიერთობა აქვს...

- ანრი ქართველებს კარგად იცნობს და მოსწონს ჩვენი ხასიათი, ცხოვრების წესი და ზოგადად, ცხოვრებაზე ჩვენეული შეხედულებები.

ამასთან ერთად, ქართველებს ყველაზე მეტად ენდობა და ჩვენი დიდი იმედი აქვს. აშკარად ეტყობა, რომ ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია. "ალბიში" ხუთი ქართველი ვართ და ხუთივეს ძალიან კარგად გვექცევა, ყურადღებას არ გვაკლებს.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორი მწვრთნელია ანრი?

- უწინარესად, ის ძალიან მაღალი დონის ფსიქოლოგია. გუნდის ყველა მოთამაშის ხასიათი კარგად აქვს შესწავლილი, იცის, ვის როგორ უნდა მიუდგეს. მუშაობის ასეთი სტილი აქვს - შორიდან უყურებს ყველაფერს, არაფერში ერევა და თავისთვის ინიშნავს მნიშვნელოვან დეტალებს. ისე რომ, ყველაფერს აკონტროლებს.

ერთი სიტყვით, მას მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ძველმოდურ მწვრთნელს ეძახიან, მაინც დიდი პატივს სცემენ.

- რა დონის კლუბია "ალბი"? რამდენად გამართულია მისი ინფრასტრუქტურა?

- პირობები ისეთია, როგორც პროფესიულ კლუბს შეეფერება. საწვრთნელი ბაზა და სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

სამედიცინო პერსონალიც მაღალკვალიფიციური გვყავს. საკლუბო ინფრასტრუქტურა ისეა აწყობილი, როგორც ამას საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგა ითხოვს. ბავშვთა და მოზარდთა გუნდებზე აღარაფერს ვამბობ.

- გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი წლევანდელი ჩემპიონატის დასაწყისშივე მოიპოვეთ. როგორც ჩანს, ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გაგიჭირდათ...

- არა, ძალიან გამიჭირდა. აქამდე "ლელოს" გარდა, არსად მითამაშია. ამიტომ ახალ გარემოსთან, მოთამაშეებთან და განსხვავებულ სათამაშო ტაქტიკასთან შეგუება ძალიან რთული გამოდგა. ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეჩვიე.

ეს ეტაპი, ანუ გუნდთან შეგუების პერიოდი უკვე გადალახულია. "ალბისთან" ორწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და მერე ვნახოთ, რა იქნება.

- "ალბიმ" ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ახლა ლიდერთა შორისაა. რა მიზანი დაგისახეს სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელებმა?

- პირველ ორ ტურში ცუდად ვითამაშეთ და ორივე მატჩი წავაგეთ. მერე ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოვიგეთ. ახლა სტუმრად გვაქვს სათამაშო ბექა შეყლაშვილის "ბეზიესთან". ვნახოთ, რა იქნება. ლანგედოკელები აუსტაიდერთა შორის კი არიან, მაგრამ სტუმრად თამაში ნებისმიერი ძალის გუნდთან რთულია და დარწმუნებული ვარ, მძიმე მატჩი გველის.

კლუბის ხელმძღვანელებმა სეზონის დაწყების წინ გვითხრეს, რომ ხუთეულში, ანუ პლეი ოფში უნდა გავიდეთ. ელიტურ, პირველ დივიზიონში გადასვლის პრეტენზია არ აქვთ. წლეულს ახალი გუნდი შეკრიბეს, მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია და ამიტომ არ ჩქარობენ.

- ზემოთ ახსენეთ, რომ "ალბიში" ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება. მათ შესახებაც გვიამბეთ...

- ხუთი ქართველიდან სამი ძირითად გუნდში ვართ. გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე ახალგაზრდა მორაგბეები არიან და სათადარიგო გუნდში, ანუ ესპუარებში თამაშობენ.

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. რამდენიმე კვირის წინათ დაშავდა და ტრავმის მორჩენის შემდეგ რამდენჯერმე სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა.

აქამდე ტრავმირებული იყო და ჯერ არ უთამაშია კახაბერ კობერიძეს. თუმცა ახლა ისიც ჯანმრთელადაა და მალე ძირითად შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

- ახლახან საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და მენეჯერი ვასილ აბაშიძე იმყოფებოდნენ. მათ თქვენი თამაშიც ნახეს. როგორი შეფასება დაიმსახურეთ მწვრთნელისგან?

- იმ მატჩში მხოლოდ ათი წუთი ვითამაშე. ვახტანგ მაისურაძე კი ტრავმირებული იყო. ჩემი თამაში არ შეუფასებია, უბრალოდ, ნაკრების გეგმებზე ვილაპარაკეთ. გვითხრა, ძალიან კარგია, რომ პროფესიულ კლუბში თამაშობთ და სათანადოდ ხართ მომზადებულიო.

- ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ტესტმატჩი ელის, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან...

- რთული მატჩები იქნება. ორივე გუნდი ძალიან ძლიერია. მართალია, მათთან თამაშის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ, რაც ტელევიზორით მინახავს, დარწმუნებული ვარ, გამარჯვება გაგვიჭირდება. ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ და აუცილებლად მოვიგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა