მინსკში ბელორუსი-საქართველოს მატჩს ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი დაესწრო
ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის 49-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მოედნიდან ქართველთა შორის ყველაზე აქტიური თორნიკე ოქრიაშვილი გაიყვანა. ამას გაუგებრობა მოჰყვა (იხილეთ ვრცლად).

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ოქრიაშვილის შეცვლის მიზეზად ტრავმა დაასახელა, მაგრამ მატჩის შემდეგ ბელორუსულ მედიასთან ოქრიაშვილმა თქვა, რომ შეცვლამ გული დაწყვიტა, ტრავმა რეალურად არ მაწუხებდაო.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო უცნაური გაგრძელება მოჰყვა. თურმე, რას ვერჩოდით ქეცბაიას: თორნიკეს ოჯახში გვითხრეს, რომ მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევ ნახევარმცველს ფეხი მართლაც ასტკივდა, მაგრამ გაუგებარია, მაშინ ბელორუსებმა თორნიკეს რა კომენტარი გამოაქვეყნეს?

ამასობაში ბელორუსულმა ინტერნეტ-გაზეთმა "ფუტბოლტოპ.რუ"-მ გამოაქვეყნა წერილი. აღმოჩნდა, რომ მინსკში ბელორუსი-საქართველოს მატჩს ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი დაესწრო.

წერილი იმით არის საინტერესო, რომ საქართველოს ნაკრებია დახასიათებული და ამავე დროს, ჟურნალისტი ვარაუდობს, ვის შეიძლებოდა დაკვირვებოდა გაზაევი და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ფეხბურთელი ან "ბატეს" შემტევი ნახევარმცველი რენან ბრესანია, ან მარიუპოლის "ილიჩევეცის" წევრი ოქრიაშვილი.

"ვლადიკავკაზის "ალანიას" პრეზიდენტის რჩეულებიდან რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებსა და ზურაბ ხიზანიშვილს გამოვრიცხავთ - მათ შესაძლებლობებს გაზაევი კარგად იცნობს.

პრაქტიკულად, ყურადღებას საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ყველა წევრი იმსახურებს, რომლებიც სრული შემადგენლობით უკრაინის პრემიერლიგაში ასპარეზობენ. გაზაევს იქ ჩაფრენა და მათზე კლუბების შეხვედრებზე დაკვირვება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ შესაძლოა, "ალანიას" ბოსს საერთაშორისო პაუზისას მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა.

ჯაბა კანკავა "ალანიაში" უკვე ირიცხებოდა და მისი შესაძლებლობების შესწავლის აუცილებლობა არ იყო.

სანდრო კობახიძე რეგულარულად თამაშობს კიევის "არსენალში" და "დნიპროს" ეკუთვნის, მაგრამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

23 წლის საყრდენი მურთაზ დაუშვილი ახლახან დამკვიდრდა ლვოვის "კარპატის" შემადგენლობაში, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და ჯერ რუსეთის პრემიერლიგის დონემდე არ გაზრდილა.

ყველაზე რეალური კანდიდატი თორნიკე ოქრიაშვილია. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის და მარიუპოლის "ილიჩევეცში" იჯარით თამაშობს. თბილისურ შეხვედრაში თორნიკემ ერთადერთი გოლი გაიტანა. მინსკში პირველი ტაიმის ბოლოს სამი ბელორუსი მცველი ეფექტურად მოატყუა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მხოლოდ ბოლო მომენტში შეუშალა ხელი სტანისლავ დრაგუნმა.

სხვა საკითხია, მოინდომებს კი "შახტარი" ნიჭიერი ნახევარმცველის გაყიდვას? შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ქართველმა დონბასელთა ახლანდელი ვარსკვლავის, ჰენრიხ მხითარიანის გზა გაიაროს. "შახტარამდე" ოქრიაშვილი პეტერბურგის "ზენიტში" ვარჯიშობდა, მაგრამ შინ შემდეგი დახასიათებით გაუშვეს:

"პერსპექტიული ახალგაზრდაა და ტექნიკურად კარგად გამოიყურება, მაგრამ ფიზიკურად მოღონიერება სჭირდება და მისი ტრანსფერი მხოლოდ პერსპექტივაში შეიძლება განვიხილოთ".

ბელორუსულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მასპინძელი ფეხბურთელები თავიანთ კოლეგებზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ და ივარაუდა, რომ სლავების ნაკრებიდან "ალანიაში" მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი "ბატეს" ბრაზილიელ ნახევარმცველს, რენან ბრესანს აქვს.

ერთი საინტერესო დეტალი: ოქრიაშვილმა კარიერა "გაგრას" დუბლებში თემურ ჩხაიძის დროს დაიწყო, რომელიც ახლა ლანჩხუთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

სწორედ მისი რეკომენდაციით აიყვანეს თორნიკე ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ოქრიაშვილმა ბელორუსები ჯერ კიდევ ორი წლის წინათ გაამწარა: 2010 წლის 8 და 11 მაისს მინსკში საქართველოს 19-წლამდელებმა სლავების გუნდთან ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ მოუგეს - 2:0 და 6:0. მეორე შეხვედრაში თორნიკემ აიწყვიტა, ჰეთ თრიქი შეასრულა და პლუს ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჯერ კიდევ ამ შეხვედრებამდე "გაგრას" მაშინდელი ნახევარმცველით ბელგიური გრანდი "ანდერლეხტი" დაინტერესდა. მსგავსი ამხანაგური დაპირისპირებები კი ყოველთვის სელექციონერთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - გამონაკლისი არც მინსკის თამაშები იყო, სადაც ცნობილი კლუბის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ოქრიაშვილმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ ამის შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის "ზენიტში".

ამის შესახებ "სპორტ-ექსპრესი" წერდა და ამტკიცებდა, რომ პეტერბურგელთა გარდა, ოქრიაშვილს გულმოდგინედ აკვირდებოდნენ "ანდერლეხტი", რამდენიმე ჰოლანდიური, თურქული, გერმანული კლუბი და მოსკოვის "დინამო".

ახლა მთავარზე: საინტერესოა, რომ 2010 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა ვოვა გუცაევი, რომელიც გაზაევმა ერთი თვის წინათ "ალანიას" სპორტულ დირექტორად დანიშნა და საკადრო საკითხები ჩააბარა.

გუცაევს კი, როგორც ნაკრებში მისი ყოფილი თანაშემწეები გვიმტკიცებენ, ოქრიაშვილი გამორჩეულად მოსწონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxeli
რა ალანია რის ალანია . ტკვენ შ.გ ხომ არაგაქვტ საიდან იგონებტ.
Walkabout
ისე წერთ ამ ალანიაზე, თითქოს რომელიმე დიდი გუნდი იყოს... სირცხვილი არ არის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ასეთ გუნდში მიდიოდეს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილი არაა ამის შესახებ გახარებულები ვწერდეთ?
111
მართალი ხარ დიტო, რუსულ გუნდებში საერთოდ ვერ იხეირეს ქართველებმა, ვერც იხეირებენ რუსული შოვინიზმის გადამკიდე! გაუშვან ბიჭები ევროპაში, არაა აუცილებელი გრანდი იყოს, გაახურეს რა საქმე ამ პოსტსაბჭოთა სივრცით!
დიტო
გაგვანებეთ თავი ამ თქვნი ალანიებით და ვოლგებით. ხომ შეიძლება ოქრიაშვილი სადმე ევროპულ გუნდში გადავიდეს. არაა აუცილებელი გრანდი იყოს
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!