24 და 25 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები პორტუგალიას ესტუმრება და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ქართულ ფუტსალთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ამბავი შევიტყვეთ და მოკლედ მოგითხრობთ:

- უეფას თასის ელიტრაუნდში "იბერია სტარის" გამარჯვებასა და ევროპის ოთხთა ფინალში მოხვედრაზე კომენტარი გააკეთა პორტუგალიის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ბრაზიმ:

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოთხთა ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევაა. წარმატებას ვუსურვებ "იბერიას". ვფიქრობ, კარგი იქნება, ფინალური ტურნირის მასპინძელ ქალაქად უეფა თბილისს თუ დაასახელებს".

24 და 25 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები პორტუგალიას ესტუმრება და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ფეხბურთელები სპორტკომპლექს "არენაში" უკვე შეკრიბა და სპარინგებისთვის მზადებას შეუდგა.

- ფუტსალში ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობა თანახმაა, რომ მომავალ წელს საქართველოს გაეჯიბროს. წინადადება საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ (სფა) ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის დეპარტამენტისგან მიიღო.

- სფა-ს სურს, რომ საქართველომ უეფას სანაკრებო ფუტსალის ელიტრაუნდს უმასპინძლოს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ორგანიზაციის გამგეობის წევრებს გეგმას ნოემბერში გააცნობენ.

- უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ და სფა-ს გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა თბილისში გამართული უეფას თასის ელიტრაუნდის მატჩების დროს ოფიციალურ ვახშამზე მიიწვიეს "ბენფიკას" ტექნიკური დირექტორი ჟოაო პედრო ფერეირა და მისი მოადგილე, წარსულში ამავე კლუბის და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ნელიტო.

საუბარი შეეხო მომავალ წელს "ბენფიკას" საქართველოში შესაძლო ვიზიტს და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სპარინგებს.

პორტუგალიელებმა წინასწარი თანხმობა უკვე თქვეს, მაგრამ საქართველოს ფუტსალის ასოციაციას საბოლოო პასუხს 26-30 ოქტომბრამდე აცნობებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა