ბუნდესლიგა გერმანული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მშვენებით ბრუნდება: 20 ოქტომბერს რურის დიდი დერბია!
ბუნდესლიგა გერმანული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მშვენებით ბრუნდება: 20 ოქტომბერს რურის დიდი დერბია! დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" დუელები ყოველთვის უმძაფრესია, ამჯერად კი ინტრიგას ფაქტობრივად აორმაგებს ის ფაქტი, რომ გუნდები "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსისთვის იბრძვიან.

თავად რეკორდმაისტერი დიუსელდორფის "ფორტუნას" სტუმრობს და მერვე თამაშის მოგებას შეეცდება.

21 ოქტომბერს, კრიზისში მყოფი "ნიურნბერგი" მოტივირებულ "აუგსბურგს" დაუპირისპირდება, ფორმაში შესულ "ჰამბურგს" კი "კალაპოტიდან ამოვარდნილ" "შტუტგარტთან" ექნება საქმე.

რურის რიგით 81-ე დერბი არა მარტო შაბათის ან ბუნდესლიგის მერვე ტურის, არამედ მთლიანად ევროპული საფეხბურთო შაბათ-კვირის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა.

დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ და შესაბამისად, ფავორიტებად მიიჩნევიან. თანაც, ბოლო დროს "ბორუსიას" მოსისხლე მტერთან დადებითი ბალანსი აქვს.

თავად განსაჯეთ: "შალკემ" დორტმუნდს ქულები ბოლოს 2011 წლის 4 თებერვალს (0:0) წაართვა და ეს შედეგიც გელზენკირხენელთა მეკარის, მანუელ ნოიერის დამსახურება იყო, რომელიც დღეს უკვე "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

"შალკეს" უკანასკნელი სტუმრობა დორტმუნდში მარცხით (0:2) დამთავრდა და ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჰუუბ სტევენსის შეგირდები დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან "ბორუსიასთან" მორიგ წაგებას "შალკეს" ფანების მხრიდან, შესაძლოა, ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვეს.

"შევეცდებით ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ისეთი ფეხბურთი, რომლითაც ჩვენი ქომაგები კმაყოფილები დარჩევიან. უნდა დავამტკიცოთ, რომ "დორტმუნდი" აღარ არის ჩვენზე იმდენად ძლიერი, როგორც ეს წინა მატჩებში გამოჩნდა," - ეს "შალკეს" თავკაც ჰუუბ სტევენსის სიტყვებია.

ორივე გუნდს საკადრო პრობლემებთან უწევს გამკლავება. "დორტმუნდს" ბენდერი, ჰუმელსი და კელი კი გამოუჯანმრთელდნენ და ილქაი გიუნდოგანიც მომჯობინების გზაზეა, მაგრამ, სამაგიეროდ, უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა მარსელ შმელცერის თამაში, მარიო გიოტცე და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი კი ნაღდად ვერ იასპარეზებენ, რაც იურგენ კლოპისთვის სერიოზული დანაკლისია.

მათ ნაცვლად, "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში, მარკო როისთან ერთად, კევინ გროსკროიტცს და ივან პერიშიჩს ვიხილავთ.

"შალკეში" საეჭვია ახალგაზრდა ნახევარმცველის, იულიან დრაქსლერის თამაში, კირიაკოს პაპადოპულოსი კი ნამდვილად ვერ იასპარეზებს. აქვე ვთქვათ, რომ უსაფრთხოების გარანტირების მიზნით, დორტმუნდის მუნიციპალიტეტმა სტადიონზე და მის შემოგარენში სასმელის შუშის ბოთლებით გაყიდვა აკრძალა, რათა ადგილი არ ჰქონდეს ვანდალიზმის ფაქტებს და ფანებმა ერთმანეთი არ დააზიანონ...

სავარაუდო შემადგენლობები

ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - პერიშიჩი, როისი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი - ჰუნტელაარი.

ბაიერნი დიუსელდორფში ჩადის

რურის დიდი დერბის ფონზე საფეხბურთო გერმანია მოუთმენლად ელის "ბაიერნის" წაფორხილებას, რადგან თუ რეკორდმაისტერი ასე გააგრძელებს, გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ინტრიგას მალე დაკარგავს.

ბავარიელებს შვიდივე თამაში მოგებული აქვთ და მერვე გამარჯვების მოპოვებას დიუსელდორფში შეეცდებიან, რაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ და თუ ამას შეძლებენ, ბუნდესლიგის ახალ აბსოლუტურ რეკორდს დაამყარებენ.

თუმცა "ფორტუნას" კარში გოლის ან, მით უმეტეს, გოლების გატანა არცისე ადვილია - დიუსელდორფელები კარს მშრალად დიდხანს ინახავდნენ და შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ბურთი აქვთ გაშვებული, რეკორდმაისტერს კი სულაც საუკეთესო დაცვა ჰყავთ (მხოლოდ 2 მიღებული გოლი).

ფაქტია, რომ "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი კვლავ როტაციას მიმართავს, რადგან - ჯერ ერთი, სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები გადაღლილები არიან და მეორე: მიუნხენურ გრანდს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი ელის (სტუმრად, "ლილთან").

დიუსელდორფელებს კი თავიანთი მთავარმეგოლე დანი შაჰინი უბრუნდებათ, ანდრეი ვორონინს კი, სავარაუდოდ, ისევ სათადარიგოთა სკამის "ხეხვა" მოუწევს, რადგან კენ ილსიო ძალიან კარგ ფორმაშია.

რას იზამს აინტრახტი?

რურის დერბისა და "ბაიერნის" დიუსელდორფული გასვლის შემდეგ, ყველაზე დიდ ინტერესს ფრანკფურტის "აინტრახტისა" და "ჰანოვერის" ჯახი იწვევს.

სენსაციური ჰესსენელები ბოლო დროს აირივნენ, თუმცა მეორე ადგილს ინარჩუნებენ და საინტერესოა, როგორ იასპარეზებს არმინ ფეეს გუნდი - კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს "აინტრახტი" "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსს? მეტოქე "ჰანოვერი" კარგ ფორმაშია, რაც თუნდაც წინა ტურში, "დორტმუნდთან" მიღწეული ფრით (1:1) დაადასტურა. გარდა ამისა, ჰანოვერელები ევროპალიგაშიც კარგად ასპარეზობენ.

თანაც, წითლების თავკაც მირკო სლომკას მოჰამედ აბდელაუც გამოუჯანმრთელდა, რაც თავდასხმაში მეტი ვარირების საშუალებას აძლევს. აქვე ვთქვათ, რომ "აინტრახტმა" "ჰანოვერი" წინა სამ მატჩში ვერ დაამარცხა - მეტიც, სამივეში დამარცხდა.

მაგათს მხარს უჭერენ - სადამდე?

"ვოლფსბურგი" უკვე მძიმე სიტუაციაშია. ფელიქს მაგათის გუნდს შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა (ბურთების შეფარდება 2:13). მიუხედავად ამისა, "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელებმა "ფრაიბურგთან" მატჩის წინ "დესპოტ ფელიქსს" მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ყველა მწვრთნელზეა ფოკუსირებული, რის გამოც ფეხბურთელები თავს იოლად იძვრენენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ.

ჩვენ სწორედ მოთამაშეებს ვავალდებულებთ და მხოლოდ მათ შემდეგ განვიხილავთ მწვრთნელის საქმიანობას. ფელიქს მაგათს ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. მის გათავისუფლებაზე არავინ ფიქრობს," - ეს "ვოლფსბურგის" ვიცე-პრეზიდენტ  შტეფან გრიუზემის სიტყვებია.

ფრაიბურგელები ვოლფსბურგში კარგ ხასიათზე ჩადიან, რადგან წინა ტურში "ნიურნბერგი" 3:0 დაამარცხეს.

შიურლე ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ

"ლევერკუზენისა" და "მაინცის" მატჩში ყურადღების ცენტრში "ფარმაცევტების" ფორვარდი ანდრე შიურლე მოექცევა, რადგან "ბაიერი" მის ყოფილ კლუბს, "მაინცს" მასპინძლობს. შიურლეს "მაინცში" 66 მატჩი აქვს ჩატარებული, "ლევერკუზენში" კი 2011 წელს გადაბარგდა.

თავის დროზე მასზე არა მარტო "ლევერკუზენი", არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია უდიდეს იმედებს ამყარებდა, მაგრამ შიურლეს საქმეები მაინცდამაინც კარგად ვერ მისდის. გასულ სეზონში ანდრე "ბაიერს" მხოლოდ 7 გოლით (31 მატჩში) შეეწია, ამ სეზონში კი მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია.

"ლევერკუზენი" მეექვსე ადგილზეა, რაც ამ გუნდისთვის ნორმალური შედეგია, მაინცელებმა კი ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს და მე-9 ადგილამდე აღზევდნენ. აღსანიშნავია, რომ "მაინცმა" ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამივე შემთხვევაში საგოლე პასი ავსტრიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ანდრეას ივანშიტცმა გააკეთა.

იდეაში, "ვერდერს" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სატურნირო ცხრილის შუაში არაფერი ესაქმებათ, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია. დღეს ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლონ. აქვე ვთქვათ, რომ "გლადბახს" ჰერმანი გამოუჯანმრთელდა.

შეწყვეტს ჰეკინგი უსიამოვნო სერიას?

"ნიურნბერგში" ცუდი განწყობაა, რადგან ფრანკებმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგეს, "ფრაიბურგთან" 0:3 კი კულმინაცია იყო.

"ნიურნბერგის" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა ხმა აიმაღლა და სიმკაცრე გამოიჩინა. მისი პირველი მსხვერპლი ნახევარმცველი მაკია, რომელიც სოციალურ ქსელზე გაკეთებული უსიამოვნო განცხადებების გამო დიტერმა სარეზერვო გუნდში გადაისროლა.

საინტერესო ის არის, რომ "ნიურნბერგს" ჰეკინგის ხელში ზედიზედ ხუთი შეხვედრა არასდროს წაუგია და ფრანკები იმედოვნებენ, რომ ასეთი სერია არ დაფიქსირდება. წაგებათა სერიის შეწყვეტის შანსი რეალურია, რადგან "ნიურნბერგი" ხვალ "აუგსბურგს" მასპინძლობს.

ლაბადიას პირველი მატჩი გაგიჟების შემდეგ

10 ქულა ბოლო 4 თამაშში - ტორსტენ ფინკის "ჰამბურგში" დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ ჩრდილოგერმანულ კლუბში სახარბიელო განწყობაა.

მას მერე, რაც "ჰამბურგის" საქმეები კარგად წავიდა, ქომაგები ისევ ევროპალიგაზე ოცნებობენ, ფინკმა კი კიდევ ერთხელ თქვა, აქ იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ ცხრილის შუაში ვიყოთო.

ჩრდილოელები 21 ოქტომბერს კრიზისულ სიტუაციაში მყოფ "შტუტგარტს" მასპინძლობენ - გუნდს, რომლის მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ წინა ტურში, "ლევერკუზენთან" 2:2-ის შემდეგ სკანდალური პრესკონფერენცია მოაწყო და ხვალ ვნახავთ, როგორ იმოქმედა ბრუნოს გამოსვლა მის შეგირდებზე. "ჰამბურგში" ბადელის თამაში საეჭვოა.

ბუნდესლიგა. VIII ტური

20 ოქტომბერი

ბორუსია (დ)-შალკე 17:30

ტრავმა: ოვომოიელა, ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, დუკში - ესკუდერო, კ. პაპადოპულოსი, დრაქსლერი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 80 თამაში: +29=24-27, (124:114)

ლევერკუზენი-მაინცი 17:30

ტრავმა: რენატო, სემი - ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +5=2-5, (18:18)

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: გუედე (ფრაიბურგი)

ტრავმა: კირიაკოსი, პილარი, ჰელმესი - მ. კრუსე, როზენტალი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +4=6-8, (21:26)

აინტრახტი-ჰანოვერი 17:30

ტრავმა: ამედიკი - ფელიპე, კ. შულცი, ანდრეასენი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში:L+12=14-16, (62:64)

ფორტუნა-ბაიერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: ბალოგუნი, ო. ფინკი (ორივე ფორტუნა)

ტრავმა: ბრუნო სუარესი, მალეზასი, რაიზინგერი - რედერი, რობენი, გომესი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +10=9-25, (57:98)

ვერდერი-ბორუსია (მ) 20:30

ტრავმა: პრიოდლი, ფრიტცი - რინგი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 86 თამაში: +36=20-30, (137:138)

21 ოქტომბერი

ნიურნბერგი-აუგსბურგი 17:30

ტრავმა: შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი - იენტცში, ფიპლი, კოო

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=1-0, (1:0)

ჰამბურგი-შტუტგარტი 19:30

დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (ჰამბურგი, შიდა)

ტრავმა: ლამი, ნიორგაარდი - ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი, კაკაუ

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 94 თამაში: +41=20-33, (144:148)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ბაიერნი

7

7

0

0

21-2

21

2.

აინტრახტი

7

5

1

1

16-10

16

3.

შალკე

7

4

2

1

15-7

14

4.

ბორუსია (დ)

7

3

3

1

17-9

12

5.

ჰანოვერი

7

3

2

2

15-10

11

6.

ლევერკუზენი

7

3

2

2

11-9

11

7.

ფორტუნა

7

2

4

1

6-3

10

8.

ჰამბურგი

7

3

1

3

9-10

10

9.

მაინცი

7

3

1

3

7-8

10

10.

ბორუსია (მ)

7

2

3

2

9-12

9

11.

ფრაიბურგი

7

2

2

3

11-10

8

12.

ვერდერი

7

2

1

4

10-13

7

13.

ჰოფენჰაიმი

7

2

1

4

10-14

7

14.

ნიურნბერგი

7

2

1

4

7-14

7

15.

შტუტგარტი

7

1

3

3

7-14

6

16.

აუგსბურგი

7

1

2

4

5-11

5

17.

ვოლფსბურგი

7

1

2

4

2-13

5

18.

ფიურტი

7

1

1

5

2-11

4

ბომბარდირები

6 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), როისი (ბორუსია /დ/), სონი (ჰამბურგი), შაჰინი (ფორტუნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია