"ლე ბლეს" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. ლორან ბლანი წარმატებას შეცვლაზე შესულ ლოიკ რემის უნდა უმადლოდეს, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე რუმინელთა კარი დალაშქრა. ამის შემდეგ გოლი იოან გურკუფმაც გაიტანა - 2:0.

"ლე ბლეს" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო. ლორან ბლანი წარმატებას შეცვლაზე შესულ ლოიკ რემის უნდა უმადლოდეს, რომელმაც თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე რუმინელთა კარი დალაშქრა. ამის შემდეგ გოლი იოან გურკუფმაც გაიტანა - 2:0.

"მარსელის" ფორვარდმა მეორე ტაიმის შუაში შეცვალა თანაგუნდელი მატიო ვალბუენა. მაშინ, როცა ფრანგთა იმედები კვდებოდა, რემიმ ალუ დიარას პასი მიიღო და კოსტელ პანტელიმონის შორეული კუთხე დალაშქრა. ფრთებშესხმულმა მასპინძლებმა კიდევ იხეირეს, დებიუტანტმა დიმიტრი პაიემ შეცვლაზე შესულ გურკუპს საგოლე პასი გადააწოდა. ამ სამმა ქულამ ბლანის გუნდი D ჯგუფში გაალიდერა.

ბლანმა გვარიანი ცვლილებები განახორციელა შემადგენლობაში. მას სულზე მოუსწრო კაპიტან ალუ დიარას გამოჯანმრთელებამ, "ბორდოს" შუახაზელს კოჭი აწუხებდა. დიარას შუაში იან მვილა და სამირ ნასრი შეუწყვილდნენ. ამ ტრიომ ერთად პირველად ითამაშა ნაკრების ნახევარდაცვაში. დაიწყო თამაში და პირველი ნახევარი საათი მასპინძელთა გუნდი რუმინელთა ნახევარზე "დასახლდა". ქარიმ ბენზემა აქტიურობდა, მას მხარი ვალბუენამ და ნასრიმაც აუბეს, მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს ხშირად იწყებდა ანტონი რევეიერი. არადა დრო გადიოდა და გოლი არ ჩანდა, ვალბუენას და მალუდას დარტყმები პანტელიმონის იოლი საკბილო იყო.

მეორე ტაიმი დაიწყო და ბლანმა კინაღამ გულის შეტევა მიიღო, გეორგე ფლორესკუმ დაუშვებლად დაარტყა მასპინძელთა კარში და რომ არა უგო ლორისის მოწადინება, გოლი გარდაუვალი იყო. ფრანგებმა მალე მწვავე იერიშებით უპასუხეს, ვალბუენამ საჯარიმოს კუთხიდან ხარიხას გაარტყა, გამოვარდნილი ბურთი კი რუმინელმა მცველებმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერიეს, ნასრიმ კი პანტელიმონთან ერთი-ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა.

ის იყო 80 ათასი გულშემატკივარი შეეგუა, რომ შაბათს ფრანგთა დღე არ იყო, რომ რემიმ გაიბრწყინა...

ლორან ბლანი (საფრანგეთი): "გუნდი ბედს ერთი წუთითაც არ შეგუებია, ამიტომაც გავიმარჯვეთ. რუმინეთის ნაკრები ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, ის შანსებს ჩანასახშივე გვიკლავდა. შესვენებაზე ბიჭებს ვთხოვე, დაწყნარებულიყვნენ. მეორე ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა ჩვენმა რეზერვმა უკეთ ითამაშა".

საფრანგეთი-რუმინეთი 2:0

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი - რევეიერი, რამი, მექსე, კლიში - მვილა, დიარა, ნასრი (74. გურკუფი) - ვალბუენა (68. რემი), ბენზემა (86. პაიე), მალუდა.

რუმინეთი (4-4-1-1): პანტელიმონი - საპუნარუ, ტამაში, კივუ, რაცი - ზიკუ (46. დეაკი), ფლორესკუ, რადოი, კოკისი (87. რომანი) - სტანჩუ - ნიკულაე (63. მარიკა).

გოლები: 1:0 რემი (83), 2:0 გურკუფი (90)

მაყურებელი: 79 299

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 3 2 0 1 4-1 6

2. ალბანეთი 3 1 2 0 3-2 5

3. ბელარუსი 3 1 2 0 1-0 5

4. ბოსნია 3 1 1 1 4-3 4

5. რუმინეთი 3 0 2 1 1-3 2

6. ლუქსემბურგი 3 0 1 2 0-4 1

12 ოქტომბერი

ბელარუსი-ალბანეთი

საფრანგეთი-ლუქსემბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა