ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლორენტეს თავი დაფასდა

ლორენტეს თავი დაფასდა

ჟოზე მოურინიო: ეს ბიჭი ჩემთვის მინდა

სალამანკური მატჩი ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდ ფერნანდო ლორენტეს ბენეფისად იქცა - ტანმაღალმა ბასკმა ლიტვის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა, პირველი დუბლი მის სანაკრებო კარიერაში. რა თქმა უნდა, ლიტველთა კარში ლორენტემ ორივე გოლი თავით გაიტანა. ბასკი ვისენტე დელ ბოსკეს აღმოჩენაა, პირველად ის თითქმის ორი წლის წინათ გამოიძახეს ნაკრებში ჩილესთან ამხანაგურ მატჩში. 2009 წლის თებერვალში კი ფერნანდომ ესპანეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლიც შეაგდო - ინგლისელთა კარში. დელ ბოსკემ ლორენტე კონფედერაციების თასზეც ათამაშა სამხრეთ აფრიკაში, მერე და მერე მიივიწყა და უპირატესობა ალვარო ნეგრედოს მიანიჭა, თუმცა მუნდიალის წინ სიტუაცია ისევ ბასკის სასარგებლოდ შეიცვალა. ახლა კი ლორენტეს გარეშე ესპანეთის ნაკრები წარმოუდგენელიცაა, 11 სანაკრებო შეხვედრაში მას 6 გოლი აქვს გატანილი. როგორც ჩანს, სანაკრებო წარმატება ფერნანდო ლორენტეს საკლუბო წინსვლაში დაეხმარება - ჟოზე მოურინიო მის თავს "რეალში" ითხოვს. ზაფხულამდე ეს შეუძლებელი სჩანს, თუმცა 2011 წლის ივნისში ლორენტე "რეალის" ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ფორვარდს "ატლეტიკთან" 2013 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მისი ფასი 36 მილიონი ევროა.

პირველ ტაიმში მსოფლიოს ჩემპიონებს გვარიანად გაუჭირდათ კარგად ორგანიზებული ბალტიური დაცვის რედუტების გადალახვა. მაგრამ ესპანელებს მაინც ჰქონდათ საგოლე მომენტი, შეიძლება ითქვას, სუპერმომენტიც - დავიდ ვილიამ ნახევარი მეტრიდან (!) ძელს გაარტყა ბურთი. ესპანეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა, სერხიო რამოსის მორიგ გარღვევას მარჯვენა ფლანგიდან ლორენტეს თავური მოჰყვა. ლიტვა სულაც არ აპირებდა დანებებას, 10 წუთში დარვიდას შერნასი შუახაზიდან დაუძვრა მეტოქეებს, ჟერარდ პიკესა და კარლეს პუიოლს შორის სივრცე იპოვნა და გაათანაბრა. მსოფლიოს ჩემპიონმა პასუხი 120 წამში გასცა მეტოქეს, სანტი კასორლას ჩაწოდებას ლორენტეს შედეგიანი თავური მოჰყვა. "ფურია როხა" აღარ გაჩერებულა, რომ ლიტველებს კონტრშეტევის შანსი მოსპობოდა, სერხიო რამოსის მორიგ ჩაწოდებას ტანდაბალი დავიდ სილვას თავური მოჰყვა, "სიტის" ახალწვეულმა ბურთი ისარივით შეარჭო ჟიდრუნას კარჩემარსკასის კარის მაღალ კუთხეში - 3:1.

ვისენტე დელ ბოსკე: "ეს სამი ქულა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. კომბინაციებს კარგად ვათამაშებდით, მაგრამ პირველ ტაიმში მონდომება გვაკლდა. გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. ამ ორ თამაშში 6 ქულას ვგეგმავთ, არ გვსურს უსიამოვნო სიურპრიზები".

2007 წლის სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა ისლანდიაში ფრე (1:1) ითამაშა. მას მერე "ფურია როხამ" მოიგო ყოველი საკვალიფიკაციო მატჩი. 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ (მაშინ შვედებთან წააგეს) კი მსოფლიოს ჩემპიონი საკვალიფიკაციო მატჩებში არ დამარცხებულა.

გთავაზობთ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა goal.com-სეულ შეფასებებს.

იკერ კასილიასი - 6.5: კაპიტანი მაყურებელი უფრო იყო. ბურთს სულ ერთი-ორჯერ შეეხო, ლიტვა ვერ უტევდა. შერნასის გოლისას უძლური იყო, რამე ეღონა.

სერხიო რამოსი - 7.5: როგორც ყოველთვის, დაიპყრო თავისი ფლანგი. პირველ ტაიმში თავურით ძელს გაარტყა ბურთი, მეორეში ორი საგოლე პასი ჩაიწერა ფლანგიდან ჩაწოდებებით.

კარლეს პუიოლი - 6.0: შერნასის გოლისას პოზიციურად შეცდა, თამაშის ბოლოს კი გაუჭირდა დანილევიჩიუსთან გამკლავება.

ჟერარდ პიკე - 7.0: ჩვეულად ითამაშა, თუმცა, რატომღაც, აღარ ერთვებოდა შეტევებში.

ხოან კაპდევილა - 6.5: როგორც რამოსი, ისიც აწუხებდა ფლანგიდან მეტოქეს, თუმცა რამოსის გარჯა უფრო პროდუქტიული გამოდგა.

დავიდ სილვა - 7.0: დელ ბოსკემ შუა ხაზში მარჯვნივ განაწესა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.

სერხიო ბუსკეტსი - 6.5: აშკარად ჩაბი ალონსოსთან უკეთ გამოსდის თამაში, კასორლას შეტევითი ფუნქციები გადააბარა და მთლიანად მეტოქის კონტრშეტევების ჩაშლაზე გადაერთო.

ანდრეს ინიესტა - 6.5: ჩავის ცვლიდა მოედნის ცენტრში, თუმცა ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. მატჩის ბოლოსკენ ერთი-ორჯერ დაემუქრა ლიტველთა კარს.

სანტი კასორლა - 7.0: ჩაბი ალონსოს ნაცვლად მიიღო ადგილი სასტარტოში და გაცილებით შემტევი თამაში აჩვენა. ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

დავიდ ვილია - 6.0: რაულის რეკორდი გამეორებული აქვს, ერთი გოლიც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში უპირველეს ბომბარდირად აქცევდა, არადა ნახევარი მეტრიდან ურტყამდა...

ფერნანდო ლორენტე - 8.0: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. დაამტკიცა, რომ "ფურია როხას" სასტარტოს იმსახურებს.

ალვარო არბელოა: ტრავმირებული რამოსი შეცვალა.

პაბლო ერნანდესი: წლეულს პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.

არიც ადურისი: ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ერთხელ ახლოს იყო თავის გამოჩენასთან.

ლიტვასთან მატჩში გრიპის გამო ვერ ითამაშა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ. ხოლო ბალტიელებთან დაშავდა მისი თანაკლუბელი სერხიო რამოსი, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს სანერვიულო არაფერი აქვს: გუშინ ორივე მწყობრში ჩადგა და 12 ოქტომბერს, "ჰემპდენ" პარკზე აუცილებლად ითამაშებს. რამოსმა კოჭი დაიშავა და მას მერე "ფურია როხას" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მარჯვენა მცველის დაშავება არ გამოდგა სერიოზული, მან უკვე განაახლა ვარჯიში.

ესპანელთა მეტოქე შოტლანდია კრიზისშია - გუნდი ჩეხეთში 0:1 დამარცხდა, თანაც ისე რომ ერთხელაც არ დაურტყამს მეტოქის კარში. გასაკვირი სულაც არაა, რადგან შოტლანდიას მისი თავკაცი, კრეიგ ლივაინი უცნაურზე უცნაური ტაქტიკური სქემით ათამაშებს - 4-6-0. თუმცა ლივაინი ესპანელებთან უფრო შემტევ თამაშს გვპირდება: "ესპანელების წინააღმდეგ სულ სხვა გეგმა მაქვს. არ ვიტყვი, როგორი, მაგრამ ის უფრო შემტევია", - განაცხადა ლივაინმა პრესკონფერენციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო