"ლიგამუსი-თბილისი" 20 ოქტომბერს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ვოლგოგრადის "სპარტაკ-ლუკოილს" უმასპინძლებს
საქართველოს სამგზის ჩემპიონი - წყალბურთელ ვაჟთა გუნდი "ლიგამუსი-თბილისი" 20 ოქტომბერს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ვოლგოგრადის "სპარტაკ-ლუკოილს" უმასპინძლებს.

წინა ტურში ქართველი წყალბურთელები სტუმრად ჰოლანდიის "შუურმანთან" 10:13 დამარცხდნენ, ვოლგოგრადელებმა კი შინ უნგრეთის "ეგერს" მოუგეს 10:7. იმ ორთაბრძოლის შემდეგ ვოლგისპირელებმა რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ხუთი შეხვედრა გამართეს და ყველა მეტოქე დაამარცხეს: ვოლგოგრადის "სპარტაკი-2" 16:5, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ყაზანის "სინთეზი" - 9:6, ასტრახანის "დინამო" - 12:9, მოსკოვის "იზმაილოვო" - 12:2, ყაზანის "კაი-კაზიოპი" - 20:4.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ კარაბუტოვმა თბილისში 15 წყალბურთელი ჩამოიყვანა: ალექსანდრ ფიოდოროვი, ვიქტორ ივანოვი, ალექსეი პანფილი, პაველ ხალტურინი, ალექსეი აგარკოვი, ალექსანდრ აქსიონოვი, რომან ბალაშოვი, ვიქტორ ვიშნიაკოვი, დმიტრი ირიშიჩეკი, ნიკოლაი ლაზარევი, ადელ ლატიპოვი, დმიტრი სტრატანი, ევგენი ფინაევი, სერგეი ლიუსნოვი, ანდრეი რეკეჩინსკი. მწვრთნელის სიტყვებით, გუნდი ჩინებულ ფორმაშია და თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა, რადგან ჯგუფურ ტურნირში მაღალი ადგილების დაკავება აქვს გამიზნული.

სტუმართა ასეთი ამბიციები გასაკვირი არ არის, რადგან "სპარტაკი-ლუკოილი" რუსეთის სამგზის ჩემპიონი და რვაგზის თასის მფლობელია, 1998 წელს ნიუ-იორკში კეთილი ნების საკლუბო თამაშები მოიგო, გუნდის 9 წევრმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ ჩომახიძესთან ერთად.

გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეები - რომან ბალაშოვი და დმიტრი სტრატანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები არიან. "სპარტაკი" ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

ასე რომ, "ლიგამუსს" (მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) დღეს მრისხანე მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zurabi
ერთი კვირა გავიდა რაც, ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა და ერთი მცირე ინფორმაციული ხასიათის სტადიაც არ დაბეჭდილა. ნეტა, რას უნდა დავაბრალოთ? ნუთუ, არც ერთ სპორტულ ჟურნალისტი არ დაესწრო ამ თამაშებს. ან, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანლაციებს რა უდგა წინ. თუმცა, სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა საწყლოსნო სპორტის მოქმედი პრეზიდენტი არ ესწრებოდა მატჩებს. მეტი რითი უნდა დაინტერებულიყო არ მესმის. თუ, არ უნდა კიდე დაწეროს განცხადება და წავიდეს. ისე, არც უნდა მოსულიყო მით, უმეტეს როგორც მოვიდა ისე.
giga
საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი დამთავდა. ველოდებით სტატიას
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა