"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი არ გამორიცხავს, რომ 20 ოქტომბერს "ანჟისთან" ანანიძეს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს
მოსკოვის "სპარტაკის" ირლანდიელი ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ფარერის ნაკრებთან დაშავდა და ორი კვირა დაისვენებს.

შედეგად, მაკგიდი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრას მახაჩყალის "ანჟისთან" და ჩემპიონთა ლიგაში ლისაბონის "ბენფიკასთან" მატჩს გამოტოვებს.

რუსული მედია დაინტერესდა, ვინ ითამაშებს ირლანდიელის ნაცვლად? "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი არ გამორიცხავს, რომ 20 ოქტომბერს "ანჟისთან" ჯანო ანანიძეს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

"ჯანოს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რამდენადაც ვიცი, ძირითადში ადგილი არც შარშანდელ სეზონშიც ჰქონდა.

ჩვენ მას ვაკვირდებით, ვცდილობთ, დავეხმაროთ და ვიმედოვნებთ, მალე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.

ჩემი მწვრთნელობის დროს, მას წინა პერიოდზე ნაკლები შანსი არ ჰქონია. მაგრამ ჯერ ჯანოს არ ჰყოფნის სტაბილურობა და საკუთარი პოეტნციალის მუდმივად გამოვლენის უნარი.

ასეა ძალიან ბევრი ფეხბურთელი, ჩვენ კი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. მაგრამ "სპარტაკში" ახალგაზრდებიც უნდა გამოვიყენოთ" - ამბობს ემერი.

უნაი ემერის "სპარტაკის" ყოფილი ნახევარმცველი ვალერი კეჩინოვიც ეთანხმება: "მაკგიდის არყოფნაში, ფლანგზე თამაში შეუძლიათ ანანიძესა და დმიტრი კომბაროვს. თუ ეს ორი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, ჩათვალეთ, რომ სეზონი ჩავარდება, ჩემპიონატის სამეულში მოხვედრაც სათუო გაგვიხდება და ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვვარდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა