"ბოხუმის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ვიხილეთ ქართული შემტევი დუეტი
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ბოხუმმა" "ჰერტას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. "ბოხუმის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ვიხილეთ ქართული შემტევი დუეტი.

ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლოზ გელაშვილი კი 65-ე წუთზე შეცვალეს და მოედანზე მის ნაცვლად სლოვენიელი ზლატკო დედიჩი შევიდა, რომელიც, როგორც წესი, სასტარტოში თამაშობს ხოლმე.

"ჰერტას" კაპიტანი ლევან კობიაშვილი კი, მოგეხსენებათ, წლის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული.

ფინეთში "ინტერ ტურკუმ" სტუმრად ჰაკა-ს 2:1 სძლია, თუმცა ირაკლი სირბილაძეს გოლი არ გაუტანია. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა.

უკრაინაში "ილიჩევეცი" დონეცკის "შახტარს" ეწვია და დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მაინც დამარცხდა - 1:2. "ილიჩევეცის" თავდამსხმელმა რუსლან ფომინმა 37-ე წუთზე ანგარიში დავით თარგამაძის პასით გახსნა, თუმცა მარიუპოლელებმა ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს. თარგამაძემ და თორნიკე ოქრიაშვილმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს. "შახტარს" კი ბრწყინვალე სერია აქვს - 12 გამარჯვება უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში!

რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ჩახლაულთან". საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

იმედი გვქონდა, რომ ფრანგული "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილავდით ახლად გამოჯანმრთელებულ გიორგი მაკარიძეს, რომელიც წინა ტურში სათადარიგო იყო. თუმცა ქართველი მეკარე ამჯერად განაცხადშიც არ გამოჩენილა. ლიგა 2-ში "ლე მანმა" გასვლაზე "ნიმთან" 1:2 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა