სუპერლიგის ახალ სეზონში საგრძნობლად გაძიერებულმა "რუსთავმა" საკმაოდ დიდი სხვაობით 94:62 დაამარცხა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი
სუპერლიგის ახალ სეზონში საგრძნობლად გაძიერებულმა რუსთავმა საკმაოდ დიდი სხვაობით 94:62 დაამარცხა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.

"ქვემოქართლელებმა" თამაშის დაწყებისთანავე უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმი 41:25 მოიგეს.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და წინ 67:37 გავიდნენ. ბოლო მეოთხედში სტუდენტები უშედეგოდ ეცადნენ სხვაობის აღმოფხვრას - რუსთაველებმა საბოლოოდ 94:62 იმარჯვეს.

"რუსთავის" რიგებში თავი ლეგიონერებმა გამოიჩინეს. ნეიტ ბოუიმ ყველაზე მეტი 21 ქულა დააგროვა, კაელ ნელსონმა კი 17 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. "სტუდენტების" მხრიდან ყველაზე მეტი 11 ქულა კი ლუკა მინაშვილმა მიითვალა.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): "ვულოცავ პირველ რიგში ახალი სეზონის დაწყებას კალათბურთის ყველა გულშემატკივარს, რაც შეეხება თამაშს, მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი შეცდომა დავუშვით და ვეცდებით მომდევნო მატჩებში გამოვასწოროთ.

რუსთავის უპირველესი მიზანი წლევანდელ სეზონში პლეიოფში თამაში იქნება, რაც სამწუხაროდ შარშან ვერ მოვახერხეთ. ვუსურვებ წარმატებას როგორც რუსთავის გუნდს, ასევე - სტუ-ს".

გია ტეტელაშვილი (სტუ): "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით კი მატჩის მეორე ნახევარში. რამდენიმე მოთამაშემ ავადმყოფობის გამო ვერ იასპარეზა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია გუნდზე. ბიჭები რატომღაც ძალიან ინერვიულეს და ამანაც უარყოფითი გავლენა იქონია თამაშზე".

ნეით ბოუი (რუსთავი): "მთელი თამაშის მანძილზე ვცდილობით შეცდომების გამოსწორებას, რაც საბოლოოდ გამოგვივიდა კიდევ და თამაში მოგებით დავასრულეთ. მიმაჩნია, რომ რუსთავი ძალიან წარმატებული გუნდია, რომელიც სწრაფი თამაშით გამოირჩევა".

ზურაბ მაჩალაძე (სტუ): "ვულოცავ რუსთავის გუნდს ამ გამარჯვებას, რაც შეეხება სტუ-ს, ჩვენ ახლად დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ბიჭები ჯერ კიდევ შეუთამაშებლები ვართ. სწორედ ეს იყო ჩვენი დღევანდელი მარცხის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა