თბილისის სპორტის სასახლეში "დინამოსა" და თსუ- ს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც დინამოელებმა 85:53 მოიგეს
თბილისის სპორტის სასახლეში "დინამოსა" და თსუ- ს შორის შეხვედრა გაიმართა.

მატჩში უპირატესობა თავიდანვე დინამოს გუნდმა მოიპოვა. პირველი მეოთხედი მოიგო 15:7, ხოლო დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა. შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა დინამოელთა სასარგებლოდ - 85:53.

გამარჯვებული გუნდიდან თავი კარგად წარმოაჩინეს ლეგიონერებმა. ქულათა მონაგარი საუკეთესო ლამარ კარიმს ჰქონდა, ორმაგი დუბლი კი მილან ოლუიჩმა შეასრულა. "სტუდენტების" რიგებში კი გივი ბაქრაძემ ყველაზე მეტი 18 ქულა დააგროვა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "ვულოცავ ყველას სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებას. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოცდა იყო, რადგან არ მიგვიღია მონაწილეობა დუდუ დადიანის მემორიალში.

გვქონდა ამხანაგური მატჩები, მაგრამ გუნდის ერთად შეკრების პრობლემა ნამდვილად გვქონდა. მიუხედავად მოგებისა, ხარვეზები იყო განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში, თუმცა ვფიქრობ მეტნაკლებად ნორმალურად ვითამაშეთ".

გიორგი ჩხეიძე (თსუ): "იყო შეცდომები, თუმცა, რა თქმა უნდა, კლასით დინამო უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე თსუ და ჩვენს ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში 15-10 ქულას წავაგეთ ძლიერ გუნდებთან. ვეცდები გამართლო ჩემი მწვრთნელობა და თსუ-მ სასურველი შედეგი აჩვენოს".

ვახტანგ ჩქარეული (თსუ): "სამწუხაროა, რომ პირველივე ტური მარცხით დავიწყეთ. ტრავმების გამო ორი წაყვანი კალათბურთელი გვაკლდა - სერჟი ასელაინი და ვასილ ბერუაშვილი, გარდა ამისა პრობლემები გავქვს დაცვაშიც. გუნდი ახალი დაკომპლექტებულია და შეთამაშება გვჭირდება.

იმედია რამდენიმე კვირაში დავიხვეწებით და ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელსაც ყველა ელოდება თსუ-სგან".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა