<p>მალტასთან პარასკევის მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გუნდი შაბათ-კვირას ავარჯიშა. შაბათის წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ჯანო ანანიძეს, გოგიტა გოგუას, კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, მალხაზ ასათიანს, ზურაბ ხიზანიშვილსა და ნიკა კვეკვესკირს... <br> მალტასთან პარასკევის მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გუნდი შაბათ-კვირას ავარჯიშა. შაბათის წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ჯანო ანანიძეს, გოგიტა გოგუას, კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, მალხაზ ასათიანს, ზურაბ ხიზანიშვილსა და ნიკა კვეკვესკირს. ამ ექვსეულს აღდგენითი პროცედურები ჩაუტარეს. როგორც იცით, ხიზანიშვილმა მალტასთან ამ ციკლში მეორე გაფრთხილება მიიღო და ლატვიაში 12 ოქტომბრის მატჩს გამოტოვებს. კვეკვესკირი კი, შეთანხმებისამებრ, 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა. არის მატებაც - მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ლატვიაში თამაშის უფლება აქვს.</p><p>ნაკრების გუშინდელი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, ლევან კობიაშვილი, გოგიტა გოგუა, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლადო დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.</p><p>გუშინდელმა წვრთნამ საათზე მეტხანს გასტანა. ვარჯიში ტაქტიკური ხასიათისა იყო, აქცენტები კეთდებოდა გამძლეობაზეც. დღეს კი, 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ჩარტერული ავიარეისით თბილისიდან რიგაში გადაფრინდება. დღეს საღამოსვე საქართველოს ნაკრები "სკონტო სთედიუმზე" მატჩისწინა დასკვნით ვარჯიშს გამართავს. რაც შეეხება მატჩის ტელერეპორტაჟს, ესეც გარკვეულია - 12 ოქტომბერს რიგიდან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია 21 საათზე დაიწყება.</p>
Luka
ავტორმა ბარემ ისიც თქვას რომელ არხზე იქნება ტრანსლაცია?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა