1 ოქრო და 2 ვერცხლი - ამ შედეგით დაამთავრა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ხასავიურტში, საკონტინენტთაშორისო თასზე

1 ოქრო და 2 ვერცხლი - ამ შედეგით დაამთავრა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ხასავიურტში, საკონტინენტთაშორისო თასზე.

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გახდა, რომელმაც ბოლო ორ თვეში უკვე მეოთხე ტურნირი მოიგო, თან - ყველა დამაჯერებლად და ძლიერ კონკურენტებთან ჭიდილში.

ბაქოს, ყაზახეთისა და ირკუტსკის ტურნირების შემდეგ მან ხასავიურტშიც იმარჯვა. იქ ჩვენებურმა თავდაპირველად მასპინძელი დაღესტნის ნაკრების წევრი ასლან მალციგოვი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუგაევსაც სძლია, ფინალში კი ისევ დაღესტნელ მაგომედგაჯი ნურასილოვსაც აჯობა - 1:0; 4:0 და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 5000-დოლარიანი პრემიაც ირგუნა.

ანალოგიურ წარმატებამდე თითო მოგება დააკლდათ ბექა ლომთაძეს (60) და ელიზბარ ოდიკაძეს (96), რომლებიც ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ.

ლომთაძემ წინასწარ შეხვედრებში ჩრდილოკავკასიელები დაჯაბნა - რუსტამ მურთაზალიევი, იმამ აჯიევი და შამხალ ხიზრიევი, ფინალი კი რუსეთის ნაკრების წევრთან, ევროპის ორგზის ჩემპიონ ოპან სატთან დათმო.

ამავე წონაში ახალგადასული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერვედფინალში აზერბაიჯანელ აგაჰუსეინ მუსტაფაევთან დამარცხდა. რაც შეეხება ოდიკაძეს, მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ იური ბელონოვსკისთან წააგო.

უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრები - მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (ორივე - 66), დავით ხუციშვილი და იაკობ მაქარაშვილი (74).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა