21 ოქტომბერს რუსთავის №17-ე კოლონიაში გიორგი დემეტრაძესთან ფეხბურთელები შევიდნენ და მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს
21 ოქტომბერს რუსთავის №17-ე კოლონიაში გიორგი დემეტრაძესთან ფეხბურთელები შევიდნენ და მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს.

ეს ინფორმაცია "ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ქრონიკას" უთხრეს, საფეხბურთო მატჩი დემეტრაძის მეგობრის, ფეხბურთელ ლადო ბურდულის ინიციატივით შედგა.

"მინი-ფეხბურთში ეს მატჩი ჩემი ინიციატივით შედგა. მე დემესთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ამის გაკეთება დიდი ხანია, მინდოდა.

რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან. მერე, დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკეს, კვირას ორ საათზე გელოდებითო. შევკრიბე 8-კაციანი გუნდი, შევედით და ვითამაშეთ...

ციხეში მე, ლევან ცქიტიშვილი, ზვიად სტურუა, მიხეილ ბობოხიძე, დავით გოგოლაძე, დავით დათვაძე, კოკა მიკუჩაძე და გიორგი ელიაური ვიყავით.

დემეტრაძის გუნდში თვითონ დემე იყო, ყოფილი ფეხბურთელი მერაბ რატიანი და სხვა პატიმარი ახალგაზრდები. საინტერესო თამაში გამოვიდა. სამი ახალგაზრდა დამამახსოვრდა, შესანიშნავად ითამაშეს.

მეკარე, 19 წლის ბიჭი, ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია. არ მეგონა, ასეთი რთული თამაში თუ გვექნებოდა, მაგრამ დაძაბული მატჩები გაიმართა.

პირველი 7-6 მოგვიგეს, მომდევნო კი ფრედ, 4-4 დამთავრდა... შეხვედრას პატიმრებიც ესწრებოდნენ, ალბათ, 1000 კაცზე მეტი კი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახეთ. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა...

დემე ისე არის, მე მგონი, როცა ეროვნულ ნაკრებში ბოლო წლებში თამაშობდა, ისეთ ფორმაში არ იყო, როგორშიც ახლაა. საფეხბურთო კარიერაზე არ ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, დარჩება".

იხილეთ ვრცლად ambebi.ge-ზე

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა