რას აპირებს მერაბ ჟორდანია, რომელიც თავის დროზე "დინამოს" კლუბის პრეზიდენტი იყო?
"ჯენტლმენური შეთანხმების დრო დგება" - ამ სათაურით რუბრიკაში "კვირის 1000 წვრილმანი" გასულ 20 ოქტომბერს "ლელოში" გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც საფეხბურთო კლუბ "დინამოს" აბურდულ ბედზე მოგითხრობდით (იხილეთ სტატია).

პუბლიკაციისადმი მკითხველთა დაინტერესება მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა. ყველას გასაგონად ვამბობთ, დიახ, "დინამოს" საქმეს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება".

რას აპირებს მერაბ ჟორდანია, რომელიც თავის დროზე "დინამოს"კლუბის პრეზიდენტი იყო? ცხადია, მკითხველს ეს საკითხიც აინტერესებს. ბატონ მერაბთან დაკავშირება ოპერატიულად ვერ მოვახერხეთ. შემწეობა მის უახლოეს მეგობარს თბილისში ვალერი ჩოლარიას ვთხოვეთ, რომელმაც ჟორდანიას ჩამოსვლის ინფორმაცია თავად მოგვაწოდა.

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მერაბ ჟორდანია უახლოეს დღეებში ჩამოვა თბილისში. ჩემთან საუბარში მან თქვა, რომ გეგმავს სპორტის ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.

როგორც ნებისმიერ პატრიოტს, მასაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს იმ სერიოზული პრობლემების გადაჭრაში, რაც დაგროვდა ქართულ ფეხბურთში. თუ რა ფორმით, ამას მისგან შეიტყობთ თბილისში ჩამოსვლისას - გვითხრა ვალერი ჩოლარიამ.

- ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი. ხომ არ უკავშირდება სწორედ ახლა და ამ დროს მერაბ ჟორდანიას თბილისში ჩამოსვლა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს?

- მესმის თქვენი. ბუნებრივია, მერაბ ჟორდანიას ექნება კითხვები როგორც სფფ-ის, ისე "დინამოსთან" დაკავშირებით. დეტალებზე მას ჰკითხეთ.

მე კი ვფიქრობ, რომ ის დაარღვევს შვიდწლიან დუმილს. ეს გამომდინარეობს თბილისში მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზნიდან. საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, თავად მასზეა.

- თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ფეხბურთში მის მდიდარ გამოცდილებას, ალბათ, ჩვენი ქვეყნის სპორტის მესვეურებთან შეხვედრისას ახალ იდეებსაც გააჟღერებს, რაც მისაღები იქნება ქართული ფეხბურთისთვის...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა ჯერ შეგახსენოთ, თუ რა გაკეთდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მისი პრეზიდენტობისას. მან ისე დაფარა მემკვიდრეობით მიღებული სფფ-ის ვალები, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია - ერთი თეთრიც კი.

ააშენა კლუბის ტექნიკური ცენტრი "ბასა", მოიზიდა ცნობილი სპონსორები - "ლოტო" და "პუმა".

ფედერაციასთან გახსნა მსაჯთა აკადემია და მწვრთნელთა მუდმივმოქმედი კურსები; საკუთარი ტრანსპორტი გაუჩნდა ეროვნულ ნაკრებს; ბათუმსა და მცხეთაში კი ფედერაციის რეგიონული ოფისების მშენებლობა დაიწყო.

იმდროინდელი ეროვნული ნაკრების გამოსვლები კი აღმაფრთოვანებელი თუ არ იყო, პატივისცემას მაინც იმსახურებს. ჩივაძისა და ყიფიანის ხელმძღვანელობით ორჯერ დაიკავა ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის შესარჩევ ტურნირებში მესამე ადგილი და სულ ცოტა დააკლდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

"დინამომ" კი მოიგო "თანამეგობრობის თასი" და ითამაშა უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში. 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები გახდნენ. იმ პერიოდში პირველები საქართველოში ორი ჩვენი შესანიშნავი ვეტერანი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი (სიკვდილის შემდეგ) ფიფამ და უეფამ ღირსეული ჯილდოთი დააფასა.

- აქვე გკითხავთ მერაბ ჟორდანიას საფეხბურთო კლუბ "ვიტესზე". რა არის ბოლო ახალი ამბები?

- ქართველმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, მერაბმა რა კლუბი შეიძინა და სადამდე დააწინაურა. ჰოლანდიის 2012-2013 წლების ჩემპიონატში "ვიტესი" უკვე ერთ-ერთ საპრიზო ადგილს და, ჩემი აზრით, ევროლიგაზე მეორედ მოხვედრას გეგმავს.

ესაუბრა თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შალვა
ცისკრის ვარსკვლავი როგორც ესეთი არასოდეს ამოვა საქართველოში. სიმართლეს რაც შეეხება ხალხმა კარგად იცის რომ წურბელააა
sano
ამოვა კი როდესმე საქართველოში ცისკრის ვარსკვლავი?ითქმება კი როდისმე სიმართლე?თუ მოდის დრო მეხსიერებაც,წერა-კითხვაც და თვალისჩინიც ჩავაბაროთ უფალს
odala
მაიცა, ჟორდანიას საიდან იმხელა მაყუთი რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის კლუბს ყიდულობს? ნაცებმა კარგი რაც გააკეთეს ის არის რომ ამისთანა წურბელებს თავისი ადგილი მიუჩინეს, მაგრამ მერე თავად გახდნენ წურბელები.
Toko
თავის "საგმირო საქმეებზეც" არ მოყვება, საქართველოში მოღვაწეობისას რომ დაუგროვდა? ან ჩოლარიას "გმირობებზე"? ნახევარი საქართველო რომ აგინებდა მაგასაც და ჩოლარიასაც? თუ გონიათ რომ დაგვავიწყდა ყველაფერი და ეხლა ამ ეიფორიულ ნოტაზე (რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას მოჰყვა) მხოლოდ კარგ საქმეებს გაუხსენებენ?
vep1963
ჩოილარია და ჟორდანია გეყოფათ და იმყოფინეთ რაც შეგრჩათ.თუ რაიმე კარგის გაკეთება გინდათ აკეთეთ და ხალხი არ დაგიკარგავთ და ცოდვებსაც შეგინდობთ.ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის ვინ რას აკეთებდა და აკეთებს.და ეხლა ჟორდანია თუ აბრამოვიჩის ფულებით საქართველოში რაიმე ნორმალურს გააკეთებს ნამდვილად მადლობელი ვიქნები მისი
ramo
ვაა, ბანდიტები ბრუნდებიან? 7 წელი დუმილი ჰქონია. გეგონება ჰოლანდიაში ვინმე უშლიდა სიმართლის თქმას. სულ დაღუპავენ ქართულ ფეხბურთს ეს ...შვილები.
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს