ლონდონელთა დიდი სამეული - "ჩელსის" გულშემატკივრებს ოსკარის, ხუან მატასა და ედენ აზარის დიდი იმედი აქვთ
პრემიერლიგის VIII ტურის უმთავრესი მოვლენა "უაით ჰართ ლეინზე" გამართული ლონდონური დერბი იყო, რომელშიც "ჩელსიმ" "ტოტენჰემს" მასტერკლასი ჩაუტარა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის ეს დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. რობერტო დი მატეოს უნდა დაემტკიცებინა, რომ ანდრე ვილაშ ბოაშის დათხოვნის შემდეგ ამბიციური გუნდის მთავარი მწვრთნელობა ტყუილად არ მიანდეს.

პორტუგალიელს კი ყოფილ გუნდზე შური უნდა ეძია, მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე მსგავს განწყობას კატეგორიულად უარყოფდა.

ვილაშ ბოაშს პრობლემები ჯერ კიდევ თამაშამდე დაეწყო. გარეთ ბეილის მეგობარ გოგონას სწორედ თამაშის დღეს დაეწყო მშობიარობა. ცხადი გახდა, რომ უელსელი ვერ ითამაშებდა.

ბეილის გარდა, გუნდს მუსა დემბელეც გამოაკლდა. ამ უკანასკნელმა კუნთი დაიჭიმა. იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტანი სკოტ პარკერიც დიდი ხანია ვერ თამაშობს, "დეზების" ძირითადში სანდრო და ტომას ჰადლსტოუნი გამოჩნდნენ, რომელთაც ხუან მატას, ოსკარისა და ედენ აზარის შეტევები უნდა შეეჩერებინათ.

ამოცანა თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ეს ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის 10-12 წუთის განმავლობაში მასპინძლებმა შეძლეს მრისხანე მეტოქისთვის არათუ ცენტრი წაერთმიათ, არამედ ორი გოლიც კი გაეტანათ.

მატას დუბლმა და საგოლე გადაცემამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

მიმდინარე სეზონში ლონდონელების წარმატების უპირველესი წინაპირობა სწორედ მათი ნახევარდაცვა უნდა იყოს. ნამდვილად არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ დი მატეოს დიდი სამეული ამოუწურავ პოტენციალს ფლობს.

ტურის გმირი

უეინ რუნიმ პრემიერლიგის კერკეტ კაკლად ცნობილ "სტოკ სიტისთან" ბრწყინვალედ ითამაშა.

შეიძლება ვინმეს ცოტა ალოგიკურად მოეჩვენოს, რომ ტურის გმირად იმ ფეხბურთელს ვასახელებთ, ვინც საკუთარი კარი დალაშქრა, მაგრამ 27 წლის თავდამსხმელმა ავტოგოლის მერე ცოდვები სრულად გამოისყიდა.

დუბლის გარდა, მან დენი უელბეკს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მას რიგითი წარუმატებლობები ვერას აკლებს.

აი, რა თქვა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ:

"ასეთი რამ კარიერაში პირველად დამემართა. შოუკროსს ვაკვირდებოდი. მან მოულოდნელად ხელი მკრა, ბურთი მომხვდა და ბადეში გაეხვია.

საბედნიეროდ, ჩემი შეცდომა თავად გამოვასწორე. არ დავნებდი. ერთი შეცდომის გამო არ ღირს ხელების ჩამოშვება.

ამ შეხვედრაში სამ ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით".

ტურის მწვრთნელი

რობერტო დი მატეომ ლონდონურ დერბიში ულაპარაკოდ დაჯაბნა ყოფილი "მასწავლებელი" ანდრე ვილაშ ბოაში.

ვფიქრობთ, "ლურჯების" დამრიგებელმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია.

"წინ კიდევ 30 ტურია სათამაშო. ასე რომ, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ძალიან ადრეა. წარმატებული თამაში ჩვენში ძალების რწმენას აორმაგებს.

გულწრფელად გეტყვით, ჩემმა გუნდმა იმაზე უკეთესი სტარტი აიღო ჩემპიონატში, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი", - განაცხადა დი მატეომ.

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. ხუან მატა (ჩელსი)

2. ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

3. ედენ აზარი (ჩელსი)

4. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

5. ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ჩელსი

8

7

1

0

19-6

22

2.

იუნაიტედი

8

6

0

2

21-11

18

3.

სიტი

8

5

3

0

17-9

18

4.

ევერტონი

8

4

3

1

15-9

15

5.

ტოტენჰემი

8

4

2

2

15-12

14

6.

ვესტ ჰემი

8

4

2

2

12-9

14

7.

ვესტ ბრომვიჩი

8

4

2

2

12-9

14

8.

ფულჰემი

8

4

1

3

16-11

13

9.

არსენალი

8

3

3

2

13-6

12

10.

სუონსი

8

3

2

3

14-12

11

11.

ნიუკასლი

8

2

4

2

9-12

10

12.

ლივერპული

8

2

3

3

10-12

9

13.

სტოკ სიტი

8

1

5

2

8-9

8

14.

სანდერლენდი

8

1

5

2

6-8

8

15.

ნორვიჩი

8

1

3

4

6-17

6

16.

უიგანი

8

1

2

5

8-15

5

17.

ასტონ ვილა

8

1

2

5

6-13

5

18.

საუთჰემპტონი

8

1

1

6

13-24

4

19.

რედინგი

7

0

3

4

8-14

3

20.

ქუინზ პარკი

8

0

3

5

7-17

3

ბომბარდირები

6 - დემბა ბა (ნიუკასლი), მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).

5 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ლუის სუარესი (ლივერპული).

4 - პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი).

ასისტენტები

5 - ხუან მატა (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი).

4 - ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).

3 - ბრაიან რუისი (ფულჰემი), ჯობი მაკანუფი (რედინგი) სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი), ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).

გოლი+პასი

9 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 6+3.

8 - ხუან მატა (ჩელსი) - 3+5.

7 - მიგელ მიჩუ (სუონსი) 6+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 5+2, ლუის სუარესი (ლივერპული) - 5+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 2+5.

6 - დემბა ბა (ნიუკასლი) - 6+0, უეინ რუტლეჯი (სუონსი) - 2+4, ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) - 5+1, კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი) - 4+2, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+3, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 2+4.

გაფრთხილებები

4 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), ანხელ რანხელი (სუონსი);

3 - გაბრიელ ტამაში (ვესტ ბრომვიჩი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), იოს ჰოიველდი (საუთჰემპტონი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი), რამირესი (ჩელსი), მარტინ შკრტელი (ლივერპული), ლუის სუარესი (ლივერპული), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), დავიდ ლუისი (ჩელსი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), ფილ ნევილი (ევერტონი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი), მარუან ფელაინი (ევერტონი), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), მიგელ მიჩუ (სუონსი).

გაძევება ორი ყვითლით

1 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ნათან დაიერი (სუონსი), სტივენ პიენაარი (ევერტონი).

გაძევება

1 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), შეიკ ტიოტე (ნიუკასლი), ჩიკო (სუონსი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), დანიელ აგერი (ლივერპული), ხორდი გომესი (უიგანი).

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის

79 მატჩი

54 მოგება

25 ფრე

37 მშრალად შენახული კარები

235 გოლი

2.97 საშუალო შედეგიანობა

9 ავტოგოლი

1135 ზუსტი დარტყმა კარებში

902 აცილება

417 ფეხბურთელი

276 ლეგიონერი

69 ეროვნების მოთამაშე

2 ჰეთ თრიკი

236 ყვითელი ბარათი

13 წითელი ბარათი

2 805 775 ფანი ტრიბუნებზე

მომდევნო ტური

27 ოქტომბერი

ასტონ ვილა-ნორვიჩი, არსენალი-ქუინზ პარკი, რედინგი-ფულჰემი, სტოკ სიტი-სანდერლენდი, უიგანი-ვესტ ჰემი, მანჩესტერ სიტი-სუონსი

28 ოქტომბერი

ევერტონი-ლივერპული, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, საუთჰემპტონი-ტოტენჰემი, ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. VIII ტური: ალექს ფერგიუსონის საფიქრალი

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა